აშშ-სა და რუსეთს შორის მიღწეული შეთანხმების თანახმად, სირიაში დღეიდან საომარი მოქმედებები უნდა შეწყდეს
12-09-2016, 03:15

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სირიაში დღეიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის შესახებ შეთანხმება ამოქმედდა.

 

 

რუსეთმა და შეერთებულმა შტატებმა აღნიშნულის შესახებ მიმდინარე წლის 9 სექტემბერს გამოაცხადეს.

 

 

როგორც BBC წერს, გეგმის თანახმად, სირიის მთავრობა დაასრულებს საბრძოლო მისიას იმ ზუსტად განსაზღვრულ ადგილებში, რომელიც ოპოზიციას უკავია.    

 

 

რუსეთი და შეერთებული შტატები დააფუძნებენ ერთობლივ ცენტრს, რათა ებრძოლონ ე.წ. ისლამური სახელმწიფოსა და ალ ნურსას მებრძოლებს.    

 

 

განცხადებები ამის თაობაზე შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივან ჯონ ქერისა და მის რუს კოლეგას, სერგეი ლავროვს შორის ჟენევაში, პარასკევს გამართული მოლაპარაკებების შემდეგ გაკეთდა.    

 

 

ქერის განცხადებით, გეგმის განხორციელებისთვის საჭირო იქნება, რეჟიმმაც და ოპოზიციამაც „დააკამაყოფილონ ვალდებულებები“.

 

 

 

მისი თქმით, ოპოზიციამ აჩვენა, რომ მზად არის შეასრულოს გეგმა.    

 

 

ლავროვმა აღნიშნა, რომ რუსეთმა სირიის მთავრობას მიაწოდა ინფორმაცია შეთანხმებების შესახებ და სირიის მთავრობამ გამოხატა მზადყოფნა „განახორციელოს ისინი“. შეთანხმება ასევე ითვალისწინებს ჰუმანიტარულ ხელმისაწვდომობას.    

 

 

„საომარი მოქმედებების შეწყვეტა საჭიროებს ალყაში მოქცეულ და ძნელად მისაწვდომ ყველა ადგილებში, მათ შორის ალეპოში, შესვლის ხელმისაწვდომობას“, - განაცხადა ქერიმ.    

 

 

საომარი მოქმედებების შეწყვეტიდან 7 დღეში, რუსეთი და შეერთებული შტატები დააფუძნებენ „ერთობლივი განხორციელების ცენტრს“ იმისათვის, რომ ებრძოლონ ისლამური სახელმწიფოს დაჯგუფებისა და ალ ყაიდას მოკავშირე ნურსას მებრძოლებს.    

 

 

ლავროვმა განაცხადა, რომ ერთობლივი განხორციელების ცენტრი საშუალებას მისცემს რუსეთის და შეერთებული შტატების ძალებს „გამოაცალკევონ ტერორისტები ზომიერი ოპოზიციისაგან“.    

 

 

მან თქვა, რომ რუსეთის და შეერთებული შტატების საჰაერო ძალები ტერორისტების წინააღმდეგ კოორდინირებულ დარტყმებს განახორციელებენ და აღნიშნული დარტყმები მოხდება ისეთ ადგილებშიც, სადაც სირიის საჰაერო ძალების მიერ ეს გამორიცხული იყო.    

 

 

„ჩვენ შევთანხმდით იმ ადგილმდებარეობებზე, სადაც მსგავსი კოორდინირებული დარტყმები განხორციელდება, და იმ ადგილებზე - რასაც ნეიტრალური შეთანხმებით ასევე სირიის მთავრობაც იზიარებს - სადაც მხოლოდ რუსული და ამერიკული საჰაერო ძალები იქნებიან ფუნქციონალური“, - განაცხადა ლავროვმა. 

   

 

მაგრამ მან დაამატა, რომ „სირიის საჰაერო ძალები ფუნქციონალური იქნება სხვა ადგილებში, იმის გარეთ, რომელიც ჩვენ ამოვარჩიეთ რუსულ-ამერიკული სამხედრო თანამაშრომლობისთვის“.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი