იაპონიის პრემიერ მინისტრი შინზო აბე: ტრამპი არის ლიდერი, რომლისადმიც შეიძლება, რომ მე დიდი ნდობა გამაჩნდეს
17-11-2016, 23:07

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

იაპონიის პრემიერ მინისტრმა შინზო აბემ განაცხადა, რომ მას აქვს „დიდი ნდობა“ შეერთებული შტატების არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისადმი და სჯერა, რომ მათ შეუძლიათ ნდობაზე დამყარებული ურთიერთობა ჩამოაყალიბონ.

 


აბემ ამერიკის არჩეულ პრეზიდენტთან ნიუ იორკში, „ტრამპ თაუერში“ გამართული 90-წუთიანი შეხვედრა აღწერა, როგორც „გულწრფელი“, რომელმაც „თბილ გარემოში“ ჩაიარა.

 


როგორც BBC წერს, ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიის რიტორიკამ გააჩინა ეჭვები ამერიკის ხანგრძლივი მოკავშირეების, მათ შორის იაპონიის შესახებ.

 


ეს იყო ტრამპის პირველი შეხვედრა უცხო ქვეყნის ლიდერთან მას შემდეგ, რაც მან საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა.

 


შეერთებული შტატები და იაპონია უმნიშვნელოვანესი მოკავშირეები არიან მე-2 მსოფლიო ომიდან მოყოლებული, როდესაც ამერიკა დაეხმარა იაპონიას მისი ეკონომიკის აღდგენაში.

 


ტრამპმა კამპანიისას აღთქმა დადო, რომ გააუქმებდა ტრანს-ატლანტიკური პარტნიორობის სავაჭრო შეთანხმებას, რასაც აბე აქტიურად უჭერს მხარს, როგორც ჩინეთის მზარდ ეკონომიკურ სიძლიერესთან დაპირისპირების საშუალებას.

 


შეთანხმება მოიწონა იაპონიის პარლამენტმა, იმის მოლოდინის მიუხედავად, რომ იგი გაუქმდებოდა მას შემდეგ, რაც ტრამპი თეთრ სახლს დაიკავებდა.

 


ტრამპმა წინასაარჩევნო პერიოდში ასევე თქვა, რომ იაპონიამ მის მიწაზე შეერთებული შტატების ჯარების შენარჩუნებისთვის მეტი უნდა გადაიხადოს და განავითარა იდეა, რომ იაპონიამ და სამხრეთ კორეამ უნდა შექმნან თავიანთი ბირთვული იარაღი, რათა წინააღმდეგობა გაუწიონ ჩრდილო კორეის ბირთვულ რაკეტებს, რაზეც იაპონიამ ოფიციალური კომენტარი ტრამპის არჩევის შემდეგ გააკეთა და აღნიშნა, რომ მის გეგმებში ბირთვული იარაღის შეძენა არ შედის

 


გავრცელებული ცნობით, აშშ-ის არჩეული პრეზიდენტისა და იაპონიის პრემიერ მინისტრის შეხვედრა მაშინ დაიგეგმა, როდესაც აბემ მას მისალოცად დაურეკა და აღნიშნა რომ იგი ნიუ იორკის გავლით მიემგზავრებოდა აზია-წყნარი ოკეანის სავაჭრო სამიტზე, პერუში.

 


შეხვედრის დასრულების შემდეგ საუბრისას აბემ თქვა: „ჩვენ შევძელით გვქონოდა ძალიან გულწრფელი საუბარი დროის მნიშვნელოვან პერიოდში. ჩვენ შევხვდით ძალიან თბილ გარემოში.

 


„ნამდვილად მჯერა, რომ ორ ქვეყანას შორის ნდობის გარეშე ალიანსი ვერასოდეს ვერ იფუნქციონირებს სამომავლოდ და დღევანდელი განხილვის შედეგად მე დარწმუნებული ვარ, რომ ბატონი ტრამპი არის ლიდერი, რომლისადმიც მე შეიძლება, რომ დიდი ნდობა გამაჩნდეს“.

 


იაპონიის ლიდერმა შეხვედრის თაობაზე მცირე დეტალები გაახმოვანა, მაგრამ დაამატა, რომ ისინი შეთანხმდენ უფრო ღრმა, ფართო სპექტრის საკითხებზე მოლაპარაკებების საწარმოებლად შეხვედრაზე.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი