ზურაბ კუპატაძე: COMUS-ის პროექტის ფარგლებში, ჭიათურა-პერევისის საბაგირო ხაზისა და ყოფილი პიონერთა სასახლის რეაბილიტაციაზე ვფიქრობთ
10-12-2016, 01:14

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ევროპის საბჭოსა და ევროკავშირის ერთობლივი რეგიონული პროექტის, „თემის მიერ მართული ურბანული სტრატეგიები ისტორიულ ქალაქებში“ (COMUS) ფარგლებში, რომლის მიზანია კულტურული მემკვიდრეობის რესურსის გაძლიერებით, ისტორიულ ქალაქებში ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება და განვითარების სტიმულირება, ჭიათურაში ორი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება იგეგმება. ქალაქისთვის აღნიშნული პროექტის ფარგლებში, ორი პრიორიტეტული ქმედება უკვე შეირჩა - პირველი ე.წ. 25 საბაგიროსა და მეორე - ყოფილი პიონერთა სასახლის რეაბილიტაციას გულისხმობს. ამ ეტაპზე მიმდინარეობს პროექტირება, რომლის დასრულების ვადა მიმდინარე წლის ბოლოა.

 

 

COMUS-ის ფარგლებში, 7 დეკემბერს თბილისში შეხვედრა ევროსაბჭოს წარმომადგენლებთან, პროექტის ექსპერტებთან, 8 დეკემბერს, კი დუშეთში პროექტში ჩართული 5 ქვეყნის 9 ქალაქის ხელმძღვანელ პირებთან, მერებთან და მერის მოადგილეებთან გაიმართა. შეხვედრის ფარგლებში, ქალაქებს შორის დეკლარაციას მოეწერა ხელი. აღსანიშნავია, რომ პროექტში ჩართულ 9 ისტორიულ ქალაქს შორის ორი - ჭიათურა და დუშეთი საქართველოს ისტორიული ქალაქია.

 

 

ჭიათურას, მას შემდეგ, რაც პრიორიტეტული ქმედებები დაიგეგმა, ევროსაბჭოდან პროექტის მონიტორინგის ჯგუფიც ეწვია, რომლის შემადგენლობაში მყოფმა პირებმაც შეხვედრა ადგილობრივ დაინტერესებულ მხარეებთან გამართეს. პროექტი, როგორც სამუშაო ჯგუფთან, ისე დაინტერესებულ მხარეთა ჯგუფთან მუშაობასაც ითვალისწინებს. სამუშაო ჯგუფი მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომლებითაა დაკომპლექტებული, დაინტერესებულ მხარეთა ჯგუფში კი საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ერთიანდებიან.

 

 

 

(დუშეთში, 8 დეკემბერს გამართული შეხვედრის დასასრულს საპილოტე ქალაქების ხელმძღვანელმა პირებმა ხელი მოაწერეს თანამშრომლობის დეკლარაციას - ზურაბ კუპატაძე დოკუმენტზე ხელმოწერის დროს)

 


COMUS-ის პროექტზე, განსახორციელებელ გეგმებსა და ქალაქის ურბანული განვითარების სტრატეგიაზე Guardian.ge-ს ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგებელი, ზურაბ კუპატაძე ესაუბრა.

 


„პროექტი რამდენიმე ეტაპს მოიცავს. თითოეულ ეტაპზე განსაზღვრულია კონკრეტული ქმედებები. ჭიათურის მუნიციპალიტეტი ამ ეტაპზე არის პროექტირების ფაზაში. პირველი ფაზა დაგეგმარების ფაზა იყო, როდესაც შემუშავდა ძირითადი დოკუმენტი ე.წ. ქალაქის მემკვიდრეობის საბაზო გეგმა. აღნიშნული მოიცავდა კონკრეტულ ქმედებებს. პრიორიტეტული ქმედებებიდან შეირჩა ორი პრიორიტეტული ქმედება, რაზეც კეთდება უკვე ტექნიკური ფაილები და პროექტი. ჭიათურის შემთხვევაში, ეს არის ე.წ. 25 საბაგიროს რეაბილიტაცია - ეს არის ჭიათურა-პერევისის საბაგირო ხაზი, რომელიც პირველი საბაგირო ხაზი იყო საბჭოთა კავშირში, 1954 წელს აშენდა. მეორე კი არის ყოფილი პიონერთა სასახლე, რომელიც დღეს უკვე თითქმის დანგრეულია და ჩვენ გვინდა რომ გაუკეთდეს რეაბილიტაცია და ამავე დროს, შეინარჩუნოს პირვანდელი სახე. ეს შენობა უნიკალური იყო თავისი არქიტექტურით. დღეს ნაწილია შემორჩენილი შენობიდან, თუმცა, მაინც ადგილობრივებისთვის მუნიციპალიტეტის განსაკუთრებულ მემკვიდრეობასთან ასოცირდება. რეაბილიტაციის შემდეგ, გვინდა რომ აქ გაკეთდეს მულტიფუნქციური შენობა, აქ შეიძლება იყო ე.წ. ტექნოპარკი. ეზო, ტერიტორია იძლევა საშუალებას, რომ აქვე გაკეთდეს რეკრეაციული ზონა. მით უფრო, რომ ჭიათურაში მიმდინარეობს ქართულ-ფრანგული პროექტი, რომელიც საბაგიროს რეაბილიტაციას გულისხმობს, რომლის ერთი გზა, ერთი ხაზი ადის პიონერთა სასახლესთან. იქ შეიძლება გადმოსახედი, კაფეები გაკეთდეს. პროექტირებაზე მუშაობა წლის ბოლოს დასრულდება“, - განუცხადა Guardian.ge-ს ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, ზურაბ კუპატაძემ.

 


გამგებლის წარმომადგენლისა და აღნიშნული პროექტის მენეჯერის, ხათუნა ცერცვაძის თქმით, ჭიათურა პროექტში აქტიურადაა ჩართული და საზოდოებაში COMUS-ის ცნობადობის გაზრდის მიზნით, მთელ რიგ ღონისძიებებს ახორციელებს.

 


„პროექტის ფარგლებში, ჭიათურისა და COMUS-ის ჭრილში, ანუ COMUS-ის მიერ დანახული ჭიათურის შესახებ გავაკეთეთ ფილმი. ვმუშაობთ ჭიათურის შესახებ ბროშურებზე, ასევე იქმნება ე.წ. ტრიპლეტი - რუკა. ნოემბერში გვქონდა ასეთი აქტივობა - სამხატვრო სკოლის ბავშვებისთვის მასტერკლასი ჩაატარეს სამხატვრო აკადემიის მხატვრებმა. მომავალ წელს დაგეგმილი გვაქვს, რომ სკოლის მოსწავლეებისთვის ჩავატაროთ კონკურსი, ვთქვათ, როგორია მათი თვალით დანახული ახლანდელი ჭიათურა და როგორ წარმოუდგენით მომავლის ჭიათურა. ადგილობრივი ხელისუფლება, გამგებელი, როგორც ყოფილი, ასევე მოქმედი არიან პროექტის სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელები და ამ პროექტს აბსოლუტური მხრდაჭერა აქვს მუნიციპალიტეტის გამგეობისგან. რაც შეეხება, ორი პრიორიტეტული ქმედების პროექტირებას, უცხოელ სტუმარს, რომელიც ჭიათურას ეწვია, მე ვაჩვენე ის ადგილები, სადაც შეიძლება განხორციელდეს ის პროექტები. ვუამბე, რას ვაკეთებთ, რას ვფიქრობთ, რას ვგეგმავთ. ახლა უკვე ველოდებით პასუხს“, - განუცხადა Guardian.ge-ს ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელთა კოორდინაციის განყოფილების უფროსმა, ხათუნა ცერცვაძემ.

 

 

კომენტარები: 4
#4   Joy
      
Hello very cool blog!! Guy .. Excellent .. Superb .. I'll bookmark your
web site and take the feeds also? I am happy to search out numerous
helpful information right here in the submit, we want
develop extra techniques on this regard, thanks for sharing.
. . . . .

Have a look at my web-site; Esther
12 ნოემბერი 2021 11:32
#3   Cathryn
      
I think this is one of the most important information for me.
And i am glad reading your article. But wanna remark on some general things,
The site style is great, the articles is really excellent :
D. Good job, cheers

Also visit my web page :: Moises
10 ნოემბერი 2021 18:08
#2   Amee
      
My spouse and I absolutely love your blog and find nearly all of your post's to be exactly what I'm looking
for. Do you offer guest writers to write content in your
case? I wouldn't mind writing a post or elaborating
on a few of the subjects you write in relation to here.

Again, awesome site!

my blog - Isiah
10 ნოემბერი 2021 17:56
#1   Steffen
      
Hello this is somewhat of off topic but I was wondering if blogs use WYSIWYG editors or if you have to
manually code with HTML. I'm starting a blog soon but
have no coding know-how so I wanted to get guidance from someone
with experience. Any help would be enormously appreciated!


Here is my site Keisha
10 ნოემბერი 2021 16:34
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი