ჩინეთმა განაცხადა, რომ იგი „სერიოზულადაა შეშფოთებული“ დონალდ ტრამპის მიერ „ერთი ჩინეთის“ პოლიტიკის ეჭვქვეშ დაყენებით
12-12-2016, 03:30

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ჩინეთმა განაცხადა, რომ იგი „სერიოზულადაა შეშფოთებული“ ამერიკის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ გამოხატული მოსაზრებით, რომელიც ეჭვქვეშ აყენებს შეერთებული შტატების „ერთი ჩინეთის“ პოლიტიკისადმი მიდგომას.

 


ამ პოლიტიკით შეერთებულ შტატებს ოფიციალური ურთიერთობა აქვს ჩინეთთან, ვიდრე კუნძულ ტაივანთან, რასაც ჩინეთი მის მოწყვეტილ პროვინციად განიხილავს.

 


სატელევიზიო ინტერვიუში, კვირას, ტრამპმა განაცხადა, რომ იგი ვერ ხედავს მიზეზს, რატომ უნდა გაგრძელდეს ეს, მნიშვნელოვანი დათმობების გარეშე.

 


ჩინეთმა დაჟინებით მოუწოდა ტრამპს გაიგოს ტაივანის საკითხის მგრძნობიარობა.

 


პეკინის რეაქცია საგარეო საქმეთა მინისტრის წარმომადგენელმა გენგ შუანგმა გაახმოვანა, რომელმაც ჟურნალისტებს უთხრა, რომ „ერთი ჩინეთის“ პოლიტიკა ვაშინგტონთან ურთიერთობების საფუძველს წარმოადგენს.

 


როგორც ამერიკის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, შეერთებული შტატები, არ არის აუცილებელი გაჩხერილი იყოს მის ხანგრძლივ პოზიციაში, რომ ტაივანი „ერთი ჩინეთის“ ნაწილია. ამგვარი ნაბიჯით კი იგი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს თითქმის ოთხი ათწლეულის პოლიტიკას, რაც მოსალოდნელია, რომ პეკინის ანტაგონიზმს გამოიწვევს. ამის შესახებ „როიტერსი“ წერს.

 


ტრამპის კომენტარები „Fox News Sunday”-ზე მას შემდეგ გაკეთდა, რაც მან 2 დეკემბერს ტაივანის ლიდერთან სატელეფონო საუბრით ჩინეთის დიპლომატიური პროტესტი გამოიწვია.

 


ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა 3 დეკემბერს განაცხადა, რომ პეკინმა ოფიციალური საპროტესტო განაცხადი გააკეთა შეერთებულ შტატებთან მიმართებაში, მას შემდეგ რაც ამერიკის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ტაივანის ლიდერს ტელეფონით ესაუბრა.



სახელმწიფო სააგენტო „ძინჰუას“ თანახმად, ჩინეთმა დაჟინებით მოუწოდა შეერთებულ შტატებს „ფრთხილად, ჯეროვნად მიუდგეს ტაივანის საკითხს, რათა თავიდან იქნეს აცილებული არასაჭირო მღელვარება ჩინეთ-ამერიკის ურთიერთობებში“.

 

 

 

(ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი უანგ იი)

 


სატელეფონო საუბრის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე პასუხის გაცემისას ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა უანგ იიმ კომუნისტური პარტიის მთავარი გამოცემის, „ხალხის ყოველდღიური გაზეთის“ თანახმად, თავდაპირველად განაცხადა, რომ ჩინეთი ეწინააღმდეგება ნებისმიერ ოფიციალურ ურთიერთკავშირს ან სამხედრო კონტაქტს შეერთებულ შტატებსა და ტაივანს შორის.

 


„მე სრულად მესმის ‘ერთი ჩინეთის პოლიტიკა’, მაგრამ არ ვიცი რატომ უნდა ვიყოთ შეზღუდული ‘ერთი ჩინეთის’ პოლიტიკით თუ ჩვენ არ ვდებთ ხელშეკრულებას ჩინეთთან სხვა მიმართულებებით, მათ შორის ვაჭრობის მხრივ“, - განუცხადა ტრამპმა „ფოქს ნიუსს“.

 

 

შეერთებული შტატების პრეზიდენტის ან არჩეული პრეზიდენტის მხრიდან ტაივანის ლიდერთან საუბარი ფრიად უჩვეულოა.

 


შეერთებული შტატების არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი 2 დეკემბერს (ტაივანში 3 დეკემბერი) 10 წუთის განმავლობაში პირდაპირ ესაუბრა ტაივანის პრეზიდენტს და ამით დაარღვია შეერთებული შტატების პოლიტიკა, რომელიც 1979 წელს ჩამოყალიბდა, როცა მათ შორის, ჯიმი კარტერის პრეზიდენტობისას ოფიციალური ურთიერთობები გაწყდა.

 

 

თეთრმა სახლმა მაშინ განაცხადა, რომ ტრამპის სატელეფონო საუბარი არ იძლევა შეერთებული შტატების პოლიტიკის შეცვლის სიგნალს.

 

 

ვაშინგტონმა ტაივანთან ოფიციალური დიპლომატიური ურთიერთობები 1979 წელს გაწყვიტა, გამოხატა რა მისი მხარდაჭერა პეკინის „ერთი ჩინეთის“ კონცეფციისადმი, რომელიც ამტკიცებს, რომ ტაივანი ჩინეთის ნაწილია.

 

 

ჩინეთს ტაივანის მიმართულებით დამიზნებული აქვს ასეულობით რაკეტა და ძალის გამოყენებით იმუქრება, თუ ტაივანი დამოუკიდებლობას ეცდება.

 

 

„ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში ტრამპმა გააკრიტიკა ჩინეთი მისი სავალუტო პოლიტიკის, სამხრეთ ჩინეთის ზღვაზე მისი ქმედებების და ჩრდილოეთ კორეის მიმართ მისი პოზიციის გამო. მან თქვა, რომ პეკინის საქმე არაა თუ რა უნდა გადაწყვიტოს მან - უპასუხოს თუ არა ტაივანის ლიდერის ზარს.

 


„არ მინდა ჩინეთი მკარნახობდეს... ეს ძალიან კარგი ზარი იყო. მოკლე. და რატომ უნდა იყოს იმის შემძლე სხვა სახელმწიფო, რომ თქვას, რომ მე არ შემიძლია ვუპასუხო ზარს?“

 


მე ვფიქრობ, ფაქტობრივად ძალიან უზრდელური იქნებოდა, გულწრფელი რომ ვიყო შენთან, რომ არ მეპასუხა ზარისათვის“, - თქვა ტრამპმა.

 


ტრამპი გეგმავს პეკინის დიდი ხნის მეგობრის, აიოვას შტატის გუბერნატორის ტერი ბრანსტედის ჩინეთში შეერთებული შტატების ელჩად დანიშვნას.

 


მაგრამ ტრამპი, საქმეში ჩახედული წყაროს თანახმად, ჯონ ბოლტონის, ჯორჯ დაბლიუ ბუშის ადმინისტრაციის ყოფილი ოფიციალური პირის, რომელიც დაჟინებით მოუწოდებდა პეკინის მიმართ უფრო მკაცრი ხაზის გატარებისაკენ, სახელმწიფო დეპარტამენტის # მე-2 პოზიციაზე დასახელებას აპირებს.

 


გასულ იანვარს Wall Street Journal-ში გამოქვეყნებულ წერილში ბოლტონმა განაცხადა, რომ ამერიკის მომავალმა პრეზიდენტმა უნდა გადადგას უფრო გაბედული ნაბიჯები იმისათვის, რომ შეაჩეროს ჩინეთის აგრესიულობა სამხრეთ და აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვაზე.

 


ბოლტონმა განაცხადა, რომ ვაშინგტონმა უნდა იფიქროს „ესკალაციის დიპლომატიური წარმატების მიღწევის საშუალებაზე“, რაც შეიძლება დაიწყოს ტაივანის დიპლომატების სახელმწიფო დეპარტამენტში ოფიციალური მიღებით და გაგრძელდეს სრული დიპლომატიური აღიარების აღდგენით.

 


„ფოქსთან“ ინტერვიუში ტრამპმა მისი საარჩევნო კამპანიის დროს ჩინეთისადმი გამოხატული მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულების ხაზგასმა კიდევ ერთხელ გააკეთა.

 


„ჩვენ ძალიან ცუდად დავზარალდით ჩინეთისგან გაუფასურებით (ვალუტის), საზღვრებზე მძიმე გადასახადების დაწესებით, როცა ჩვენ არ ვბეგრავთ მათ, სამხრეთ ჩინეთის ზღვის შუაგულში მასიური ციხე-სიმაგრის აშენებით, რასაც ისინი არ უნდა აკეთებდნენ და გულწრფელად რომ ვთქვათ ჩრდილო კორეასთან ჩვენთვის დახმარების არგაწევით“, - განაცხადა ტრამპმა. „შენ გაქვს ჩრდილო კორეა. შენ გაქვს ბირთვული იარაღი და ჩინეთს შეუძლია პრობლემის გადაწყვეტა და ისინი საერთოდ არ გვეხმარებიან ჩვენ“.

 


ეკონომისტები, მათ შორის საერთაშორისო სავალუტო ფონდიდან, ჩინეთის ძალისხმევებს ბიჯგი შეუდგას იუანს ბოლო წლის განმავლობაში, ფართოდ მიიჩნევენ როგორც სამხილს იმისა, რომ პეკინი უკვე აღარ ინარჩუნებს მის ვალუტას ხელოვნურად დაბალ ნიშნულზე, რათა გახადოს ჩინური ექსპორტი იაფი.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი