22-წლიანი მმართველობის შემდეგ გამბიის ყოფილმა პრეზიდენტმა იაჰია ჯამეჰმა ქვეყანა დატოვა
22-01-2017, 01:05

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

22-წლიანი მმართველობის შემდეგ გამბიის ყოფილმა პრეზიდენტმა, იაჰია ჯამეჰმა ქვეყანა დატოვა. BBC-ის ცნობით, იგი თვითმფრინავით გვინეაში გაემგზავრა, საიდანაც ეკვატორულ გვინეაში დევნილის სტატუსით გადავა.

 


ადამა ბაროუ, რომელმაც გასული წლის დეკემბრის არჩევნებში მოქმედი პრეზიდენტი ჯამეჰი დაამარცხა სენეგალში იმყოფება, საპრეზიდენტო ფიციც იქ დადო ხუთშაბათს, გამბიის საელჩოში, მაგრამ, როგორც მან განაცხადა, გამბიაში მალე დაბრუნდება.

 

 

იაჰია ჯამეჰმა პრეზიდენტის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ გუშინ განაცხადა. მან სახელმწიფო ტელევიზიით გამოსვლისას, თქვა, რომ „საჭირო არაა, რომ თუ გინდ ერთი წვეთი სისხლი დაიღვაროს“.

 


ჯამეჰმა პოსტის დატოვების შესახებ განცხადება დასავლეთ აფრიკის ქვეყნების წარმომადგენელთა შუამავლობით მასთან გამართული ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ გააკეთა, თუმცა, შეთანხმების დეტალებზე მას არ უსაუბრია.

 

 

თავდაპირველად მან არჩევნებში დამარცხება აღიარა და პირობა დადო, რომ დაეხმარებოდა მის შემცვლელეს, ადამა ბაროუს, თუმცა, დამარცხების აღიარებიდან ერთი კვირის შემდეგ, ჩატარებული არჩევნების შედგების აღიარებაზე უარი განაცხადა.

 

 

სახელმწიფი ტელევიზიით საუბრისას მან კენჭისყრის პროცესის „არანორმალურობის“ შესახებ გააკეთა აქცენტი და ახალი არჩევნების ჩატარების მოწოდებით გამოვიდა.

 

 

დასავლეთ აფრიკის სახელმწიფოებმა გაერო-ს ნებართვით, მას შემდეგ რაც ჯამეჰმა გადადგომაზე უარი განაცხადა  და პარლამენტს მისი უფლებამოსილების 3 თვით გაგრძელება სთხოვა, ქვეყანაში ჯარები შეიყვანეს.

 

 

გამბია აფრიკის კონტინენტის ყველაზე მცირე სახელმწიფოა, რომლის მოსახლეობა 2 მილიონზე ნაკლებს შეადგენს.

 


როგორც BBC წერს, ჯამეჰის ხელისუფლებაში ყოფნის 22-მა წელმა რეპრესიები და შეუწყნარებლობა მოუტანა ამ ერთ ციცქნა ზღვისპირა სახელმწიფოს, რომელიც იაფ და პოპულარულ დასასვენებელ ქვეყნადაა მიჩნეული.

 

 

იგი მკაცრი იყო ჟურნალისტების, ოპოზიციისა და არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის ადამიანებისადმი. მას ასევე ნათქვამი აქვს, რომ შეუძლია განკურნოს შიდსით დაავადებულები და უშვილობა.

 

 

საარჩევნო კამპანიის დროს, უმეტესწილად ქვეყნის ახალგაზრდობა ჩანდა, რომ ცვლილებებისკენ იხრებოდა, - განაცხადა BBC-ს ჟურნალისტმა უმარუ ფოფანამ დედაქალაქ ბანჯულში 2 დეკემბერს, არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ.



ეკონომიკურმა გამოწვევებმა, რომლის წინაშეც ქვეყანა დგას, აიძულა ბევრი ევროპის მიმართულებით სახიფათო მოგზაურობა აერჩია, ამ სარისკო მგზავრობის დროს კი ზოგიერთის ცხოვრება დახრჩობით სრულდება, თქვა მან.

 

 

ახალი პრეზიდენტი, ადამა ბაროუ 1965 წელს აღმოსავლეთით მდებარე საბაზრო ქალაქ ბასეს მახლობლად, ერთ-ერთ სოფელში დაიბადა. 2000-იან წლებში იგი საცხოვრებლად ლონდონში გადავიდა, სადაც სწავლის პარალელურად, გავრცელებული ცნობით, მაღაზია „არგოსის“ დაცვაში მუშაობდა. 2006 წელს კი გამბიაში დაბრუნდა და იქ ქონების დეველოპერული კომპანია დააფუძნა.

 


საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, მას 7 ოპოზიციური პარტიისაგან შემდგარი კოალიციური მთავრობის ხელმძღვანელობა მოუწევს. საარჩევნო კამპანიისას კი იგი აკრიტიკებდა იმას, რომ პრეზიდენტობაზე 2-ვადიანი შეზღუდვის კანონი არ არსებობდა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი