მეზობელი სახელმწიფოების მხრიდან ინტერვენციის საფრთხის მიუხედავად, გამბიის პრეზიდენტმა უარი განაცხადა გადადგომაზე
19-01-2017, 00:05

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გამბიის პრეზიდენტმა იაჰია ჯამეჰმა იგნორირება გაუკეთა მისთვის მიცემულ ბოლო ვადას და უარი განაცხადა გადადგომაზე, მეზობელი სახელმწიფოების მხრიდან სამხედრო ინტერვენციის საფრთხის მიუხედავად. ინფორმაციას ბრიტანული სამაუწყებლო კორპორაცია (BBC) ავრცელებს.

 


მავრიტანიის პრეზიდენტის, მოჰამედ ოულდ აბდელ აზიზის მცდელობა, მოლაპარაკებებისას დაეყოლიებინა ჯამეჰი, გადამდგარიყო, წარუმატებელი აღმოჩნდა.

 


აბდელ აზიზი ოთხშაბათ საღამოს ჩაფრინდა გამბიის დედაქალაქ ბანჯულში ჯამეჰთან შესახვედრად, მანამდე კი არჩეულ პრეზიდენტ ბაროუსთან და სენეგალის პრეზიდენტ, მაკი სალთან გამართა მოლაპარაკებები.

 


„მე ახლა ნაკლებად პესიმისტური ვარ, რომ [ჯამეჰი] იმუშავებს მშვიდობიან გადაწყვეტაზე, რომელიც ყველას საუკეთესო ინტერესებში შედის“, - განაცხადა აბდელ აზიზმა.

 


სენეგალის ჯარები გუშინ გამბიის საზღვრისკენ გადაადგილდებოდნენ, რათა ზეწოლა მოეხდინათ პრეზიდენტ იაჰია ჯამეჰზე, გადამდგარიყო თანამდებობიდან. სენეგალის არმია ახლა გამბიის საზღვართან არის დისლოცირებული და შემდგომ ბრძანებას ელოდება.

 


სენეგალმა მას გადადგომისთვის ბოლო ვადად შუაღამე მისცა, GMT -ის დროით და ნიგერიამ სამხედრო ძალები გაგზავნა სენეგალში, შესაძლო ინტერვენციისას დახმარების მიზნით.

 


ოთხშაბათი მისი ბოლო ვადა იყო პრეზიდენტის პოსტზე, მაგრამ პარლამენტმა დამატებით კიდევ 3 თვე მიანიჭა თანამდებობაზე დასარჩენად, რაც მის შემცვლელს, არჩევნებში გასული წლის 1-ელ დეკემბერს გამარჯვებულ ადამა ბაროუს ხუთშაბათს დაგეგმილი ფიცის მიცემის ცერემონიის ჩატარების საშუალებას არ აძლევს.

 


დასავლეთ აფრიკის ქვეყნები ცდილობენ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მხარდაჭერის მოპოვებას სამხედრო გზით ინტერვენციის მოხდენის თაობაზე, რათა ჩამოაგდონ ჯამეჰი, რომელიც მას შემდეგ უდგას გამბიას სათავეში, რაც იგი 1994 წლის სისხლიანი სახელმწიფო გადატრიალებით მოვიდა ხელისუფლებაში.

 


სენეგალის არმიის გამბიაში შესვლის შემთხვევაში, როგორც ახალი ამბების სააგენტო AFP ავრცელებს ინფორმაციას, გამბიის არმიის ხელმძღვანელმა ოსმან ბადჯიემ განაცხადა, რომ მისი ჯარები არ იბრძოლებენ სენეგალის არმიასთან.

 


„ჩვენ საკუთარ თავს არ ჩავრთავთ სამხედრო ქმედებაში, ეს არის პოლიტიკური უთანხმოება“, - განაცხადა მან. „მე არ ჩავრთავ ჩემს ჯარისკაცებს სულელურ ბრძოლაში. მე მიყვარს ჩემი კაცები“.

 


ამასობაში, ათასობით ბრიტანელი და ჰოლანდიელი ტურისტის ევაკუაცია განხორციელდა დასავლეთ აფრიკის ერთი ციდა სახელმწიფოდან, რომელიც ევროპელი დამსვენებლებისთვის პოპულარული საზღვაო-საკურორტო ადგილია.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი