ტრამპის მიერ უმკაცრესი სავიზო რეჟიმის დაწესება გავლენას მოახდენს „მწვანე ბარათებისა" და აშშ-ის ვიზების მფლობელებზეც
28-01-2017, 07:14

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

Google-მა შეერთებული შტატებიდან გასული თავისი თანამშრომლები ქვეყანაში გამოიძახა მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპმა ბრძანება გამოსცა, რომელიც 7 მუსულმანური ქვეყნის მოქალაქეებს აშშ-ში შესვლას უზღუდავს.

 

 

სირიელ ლტოლვილებს აშშ-ში შესვლა აეკრძალათ იმ დრომდე, სანამ დამატებითი განცხადება არ გაკეთდება. 6 ქვეყნის, მათ შორის, ირანისა და ერაყის მოქალაქეებზე მომდევნო სამი თვის განმავლობაში ვიზების გაცემა არ მოხდება.

 

 

Google-მა BBC-ის უთხრა, რომ შეწუხებულია ტრამპის საპრეზიდენტო ბრძანების გამო, რამაც შესაძლოა, შეერთებულ შტატებში ტალანტების დაბლოკვა განაპირობოს.

 

 

როგორც BBC იუწყება, პრეზიდენტ ტრამპის ბრძანება ნიშნავს, რომ ირანის, ერაყის, სირიის, იემენის, სუდანის, სომალის და ლიბიის ათასობით მოქალაქე, შესაძლოა, არ აუშვან შეერთებული შტატების მიმართულებით მიმავალ თვითმფრინავებზე იმ შემთხვევაშიც კი, თუკი მათ ე.წ. მწვანე ბარათები (მუდმივი ცხოვრების უფლება) აქვთ.

 

 

 

 

 

BBC-ის თანახმად, უკვე ვრცელდება ინფორმაციები, რომ ტრამპის სამიზნედ არჩეული ქვეყნებიდან აშშ-ის მიმართულებით მიმავალ მგზავრებზე საპრეზიდენტო ბრძანებამ უარყოფითი გავლენა მოახდინა. ამერიკულ-არაბული ანტიდისკრიმინაციული კომიტეტის განცხადებით, ასეთი კატეგორიის მგზავრებს შორის არიან მწვანე ბარათებისა და ვიზების მფლობელები. აღნიშნულმა კომიტეტმა იმ ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებზეც ტრამპის ბრძანებაშია საუბარი, მაგრამ რომლებიც აშშ-ში ცხოვრობენ, ურჩია არ იმგზავრონ საზღვარგარეთ.

 

 

ზოგიერთი რესპუბლიკელი" მიესალმა ტრამპის განცხადებას, მათ შორის, წარმომადგენლობითი პალატის სპიკერი პოლ რაიანი, რომელმაც განაცხადა, რომ დროა, ხელახლა შევაფასოთ და გავაძლიეროთ ვიზის კონტროლირების პროცესი".

 

 

ახალი პოლიტიკა ასევე გავლენას ახდენს ნათესავების ვიზიტებზე. შეერთებულ შტატებში მცხოვრებმა ერაყელმა ჟურნალისტმა, მუჰამედ ალ-რავიმ ფეისბუქზე" დაწერა, რომ მამამისი, რომელიც ყატარიდან ლოს-ანჯელესის მიმართულებით აპირებდა გაფრენას, უკან გაბრუნდა.

 

 

ამერიკულ-ისლამური ურთიერთობების საბჭომ განაცხადა, რომ იგი ტრამპის ბრძანების წინააღმდეგ, საქმეს სასამართლოში შეიტანს.

 

 

ტრამპის ბრძანებით შეწუხებულები არიან Silicon Valley-ში, სადაც ბევრი არაამერიკული წარმოშობის თანამშრომელია დასაქმებული ტექნოლოგიურ ინდუსტრიაში.

 

 

ბრძანება ასევე აწესებს გარკვეულ შეზღუდვას, კონკრეტულად კი 2017 წელს მაქსიმალური რაოდენობა, რომელსაც აშშ მიიღებს, 50 000 იქნება - ნახევარზე ნაკლები, ვიდრე წინათ განსაზღვრული შეზღუდვა ითვალისწინებდა. 

 

 

 

მე ვაფუძნებ ახალ კონტროლის მექანიზმებს, რათა დავტოვო რადიკალი ისლამისტი ტერორისტები აშშ-ის მიღმა. ჩვენ გვსურს შემოვუშვათ ქვეყანაში მხოლოდ ისინი, ვისაც სურვილი ექნება მხარი დაუჭიროს ჩვენს ქვეყანას და ვისაც ღრმად ეყვარება ჩვენი ხალხი", - განაცხადა ტრამპმა.

 

 

„ფეისბუქის" დამფუძნებელმა, მარკ ცუკერბერგმა ვრცელი განცხადება გამოაქვეყნა თავის გვერდზე, სადაც მან აღნიშნა, რომ ტრამპის საპრეზიდენტო ბრძანებები მისი „წუხილის" საგანს წარმოადგენს და დაამატა, რომ როგორც ბევრი ამერიკელი, ისიც ემიგრანტების შთამომავალია. „ეს საკითხები ჩემთვის თვით ოჯახის მიღმაც კი პერსონალურია", - დაწერა მან და განაგრძო: „რამდენიმე წლის წინათ, მე ვასწავლიდი ადგილობრივ საშუალო სკოლაში, სადაც ჩემი ზოგიერთი საუკეთესო სტუდენტი დოკუმენტების გარეშე იყო - ისინიც მომავლის გარეშეც არიან დარჩენილნი".    

 

 

დემოკრატმა სენატორმა კამალა ჰარისმა დაწერა, რომ ბრძანებას ხელი ჰოლოკოსტის აღნიშვნის დღეს მოეწერა. „ჰოლოკოსტის დროს, ჩვენ წარუმატებელნი აღმოვჩნდით მიგვეღო ისეთი ლტოლვილები ჩვენს ქვეყანაში მაგალითად როგორიც იყო ანა ფრანკი. ჩვენ ვერ დავუშვებთ ისტორიის განმეორებას", - განაცხადა დემოკრატმა სენატორმა.    

 

 

მალალა იუსაფზაიმ, რომელიც „თალიბებმა" ქალების განათლების ადვოკატირებისთვის პაკისტანში ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს და რომელსაც არასრულწლოვნების ასაკში ნობელის პრემია მიენიჭა მშვიდობის დარგში, დაწერა, რომ ის „გულმოკლულია". 

 

 

„დღეს, პრეზიდენტი ტრამპი კარს უკეტავს ბავშვებს, დედებს და მამებს, რომლებიც ძალადობასა და ომს გამოექცნენ", - განაცხადა მალილამ და დაამატა: „ამერიკა ლტოლვლებისა და ემიგრანტებისთვის კარის გახსნის თავისი ამაყი ისტორიიდან უხვევს. კარს უკეტავს იმ ადამიანებს, რომლებიც დაეხმარნენ თქვენს ქვეყანას აშენებაში, რომლებიც მზად არიან იმუშაონ მძიმედ და მოიპოვონ სამართლიანი შესაძლებლობა ახალი ცხოვრების". 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი