ტრამპი და პუტინი სატელეფონო საუბრისას პირისპირ შეხვედრასა და „რეგულარული, პერსონალური კონტაქტის" ქონაზე შეთანხმდნენ
29-01-2017, 04:52

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დონალდ ტრამპმა შაბათს რამდენიმე სატელეფონო ზარი განახორციელა მსოფლიოს ლიდერებთან, მათ შორის, ვლადიმერ პუტინთან. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

 

 

კრემლის ინფორმაციით, ორივე მხარემ თანხმობა განაცხადა, ებრძოლოს „საერთაშორისო ტერორიზმს, მათ შორის ე.წ. ისლამურ სახელმწიფოს და „სხვა ტერორისტულ ჯფუფებს" სირიაში.

 

 

თეთრი სახლის განცხადებით, სატელეფონო საუბარი იყო „მნიშვნელოვანი დასაწყისი" ურთიერთობების გასაუმჯობესებლად, რომელიც „შეკეთებას საჭიროებს".

 

 

დონალდ ტრამპი ასევე ესაუბრა გერმანიის, იაპონიისა და ავსტრალიის ლიდერებს.

 

 

ინგლისურ ენაზე გამოქვეყნებულ განცხადებაში კრემლმა ორ ლიდერს შორის გამართულ სატელეფონო საუბრის უფრო მეტ დეტალზე შეაჩერა ყურადღება.

 

 

კრემლის განცხადებით, საუბარი „პოზიტიური და კონსტრუქციული" იყო და საკითხები, რომელზეც პუტინმა და ტრამპმა ისაუბრეს შეეხებოდა: ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას; ახლო აღმოსავლეთსა და არაბეთ-ისრაელის კონფლიქტს; სტრატეგიულ სტაბილურობას; ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობას; ირანის ბირთვულ პროგრამას; ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეას; მდგომარეობას უკრაინაში.

 

 

„ორმა ლიდერმა ხაზი გაუსვა ერთობლივ ძალისხმევებს მთავარი საფრთხის - საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში, რაც მთავარ პრიორიტეტად იქნა დასახული", - აცხადებს რუსული მხარე და განაგრძობს: „პრეზიდენტებმა გულღიად ისაუბრეს რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის ქმედებების რეალური კოორდინაციის დაფუძნებაზე, რომლის მიზანია 'ისლამური სახელმწიფოსა' და სხვა ტერორისტული ჯგუფების დამარცხება სირიაში".

 

 

რუსული მხარის მიერ გავრცელებულ განცხადებაში არაფერია ნათქვამი შეერთებული შტატების მიერ რუსეთისთვის დაწესებულ ეკონომიკურ სანქციებზე, რომელიც ბოლო დღეებში სპეკულაციების საგანი გახდა, მაგრამ განცხადებაში ნამდვილად არის ნათქვამი იმის შესახებ, რომ ორივე მხარემ „ხაზი გაუსვა ორმხრივად სასარგებლო სავაჭრო ურთიერთობების აღდგენის მნიშვნელობას", რომელიც კრემლის განცხადებით, დაეხმარება ურთიერთობების განვითარებას სხვა სფეროში.

 

 

 

 

 

თეთრმა სახლმა საკმაოდ მოკლე ინფორმაცია გაავრცელა პუტინისა და ტრამპის სატელეფონო საუბრისა შესახებ, რომელშიც აღნიშნულია: „ორივე პრეზიდენტი - ტრამპი და პუტინი იმედით არიან განწყობილნი, რომ დღევანდელი სატელეფონო საუბრის შემდგომ, ორივე მხარე შეიძლება სწრაფად გადავიდეს ტერორიზმისა და სხვა მნიშვნელოვანი ორმხირივი წუხილის შემადგენელი საკითხების მოგვარებაზე".

 

 

პუტინი და ტრამპი ასევე შეთანხმდნენ მოგვიანებით პირისპირ შეხვედრის გამართვასა და იმაზე, რომ გააჩნდეთ „რეგულარული პერსონალური კონტაქტი".

 

 

სხვა სატელეფონო საუბრების დროს, პრეზიდენტმა ტრამპმა იაპონიის პრემიერ მინისტრი სინძო აბე თეთრ სახლში, 10 თებერვალს დაგეგმილ შეხვედრაზე დაპატიჟა", - განაცხდა თეთრი სახლის პრესმდივანმა, შონ სპაისერმა.

 


რუსეთის პოლიტიკის აქტიურმა გამაკრიტიკებელმა და სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის თავმჯდომარემ, ჯონ მაკკეინმა ტრამპი მოსკოვისადმი სანქციების შერბილების საწინააღმდეგოდ გააფრთხილა.

 

 

„იმედი მაქვს, პრეზიდენტი ტრამპი დაასრულებს ამ სპეკულაციებს და უარს იტყვის ამგვარ უგუნურ კურსზე", - ნათქვამია მაკკეინის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. „და თუ ის ამას არ გააკეთებს, მე ვიმუშავებ ჩემს კოლეგებთან, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გაგრძელდეს".

 

 

მეორე „რესპუბლიკელმა" სენატორმა, რობ პორტმანამა განაცხადა, რომ სანქციების მოხსნა „სახიფათო გზავნილს გაუგზავნიდა მსოფლიოს, რომელიც უკვე ამერიკული ხელმძღვანელობის ღირებულებას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს" - პრეზიდენტ ობამას საპრეზიდენტო ვადის გასვლის შემდეგ.

 

 

ამასობაში, პრეზიდენტ ტრამპის ბრძანებამ, რომელიც აშშ-ში ლტოლვილების შესვლას კრძალავას, პროტესტი გამოიწვია.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი