კანადის პრემიერ მინისტრი ტრამპის საემიგრაციო პოლიტიკას ემიჯნება და გამოხატავს მზადყოფნას ქვეყანაში მიიღოს ადამიანები, რომლებიც „გამოექცნენ დევნას, ტერორსა და ომს"
29-01-2017, 06:44

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

კანადის პრემიერ მინისტრმა, ჯასტინ ტრუდომ სოციალური მედიის მეშვეობით განაცხადა, რომ შეერთებული შტატების მიერ 7 ქვეყნიდან სადაც უმრავლესობას მუსულმანები შეადგენენ, ლტოლვილებისა და ემიგრანტების აშშ-ში შეშვების აკრძალვას ემიჯნება. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

 


ტრუდომ გამოხატა მისი მთავრობის ერთგულება, რომ მიიღებს ყველა იმ ადამიანს, „რომლებიც გამოექცნენ დევნას, ტერორსა და ომს".

 

 

 

 

 

შეერთებული შტატების უსაფრთოხების სამსახურმა განაცხადა, რომ შესვლის აკრძალვა ასევე შეეხება ამ შვიდი ქვეყნის ორმაგ მოქალაქეებსაც. მიუხედვად ამისა, ტრუდოს ოფისმა აღნიშნა, რომ კანადელი ორმაგი მოქალაქეები გამონაკლისი იქნებიან.

 

 

„ჩვენ მივიღეთ გარანტიები, რომ კანადის მოქალაქეები, რომლებიც მგზავრობენ კანადური პასპორტებით, ჩვეულებრივი პროცედურების ქვეშ იქნებიან მოქცეულნი", - განაცხადა ტრუდოს წარმომადგენელმა ელექტრონული წერილით გავრცელებულ განცხადებაში.

 

 

შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის, მაიკლ ფლინის მიერ გავრცელებულ განცხადებაში კი ნათქვამია: „ვადასტურებთ, რომ კანადური პასპორტების მფლობელებს, მათ შორის, ორმაგ მოქალაქეებს აკრძალვა უარყოფითად არ შეეხება".

 

 

 

 

 

კანადის ემიგრაციის მინისტრი აჰმედ ჰუსენი, რომელიც ქვეყანაში ჩავიდა როგორც სომალელი ლტოლვილი, ორმაგი მოქალაქეა.

 

 

ტრუდოს მიერ „თვითერზე" გამოქვეყნებული განცხადება რამდენიმე საათში 150 000-ზე მეტმა ადამიანმა გააზიარა.

 

 

ტრუდომ, რომელმაც მსოფლიო ყურადღება იმით მიიპყრო რომ ბოლო 13 თვეში, დაახლოებით, 40 000-ზე მეტ სირიელ ლტოლვილს მისცა კანადაში შესვლის უფლება, ასევე გამოაქვეყნა ფოტო „თვითერზე", სადაც ჩანს თუ როგორ ხვდება და ესალმება კანადის აეროპორტში ახალგაზრდა ლტოლვილს.

 

 

მიუხედავად იმისა, რომ ტრამპს და ტრუდოს განსხვავებული პოლიტიკური ხედვები გააჩნიათ, კანადის პრემიერ მინისტრმა შეერთებული შტატების პრეზიდენტის კრიტიკიგან თავი შეიკავა.

 


ბოლოდეროინდელ განცხადებებში საუბრისას, ტრუდომ ფოკუსირება მოახდინა კანადასა და შეერთებულ შტატებს შორის ხანგრძლივ მეგობრობასა და ორ ქვეყანას შორის ღრმა ეკონომიკურ კავშირებზე.

 

 

შეერთებული შტატები კანადის უმთავრესი პარტნიორია. კანადა გეგმავს 2017 300 000 ემიგრანტს მისცეს ქვეყანაში შესვლის უფლება, რომელთაგან უმეტესობა ეკონომიკური ემიგრაციის ნაწილი იქნება, ხოლო 40 000 კი ლტოლვილი.

 

 

ტრამპის ახალი საპრეზიდენტო ბრძანება 7 მუსულმანური ქვეყნის მოქალაქეებს აშშ-ში შესვლას უზღუდავს. სირიელ ლტოლვილებს აშშ-ში შესვლა აეკრძალათ იმ დრომდე, სანამ დამატებითი განცხადება არ გაკეთდება. 6 ქვეყნის, მათ შორის, ირანისა და ერაყის მოქალაქეებზე მომდევნო სამი თვის განმავლობაში ვიზების გაცემა არ მოხდება.  

 

 

 

 

 

პრეზიდენტ ტრამპის ბრძანება ნიშნავს, რომ ირანის, ერაყის, სირიის, იემენის, სუდანის, სომალის და ლიბიის ათასობით მოქალაქე, შესაძლოა, არ აუშვან შეერთებული შტატების მიმართულებით მიმავალ თვითმფრინავებზე იმ შემთხვევაშიც კი, თუკი მათ ე.წ. მწვანე ბარათები (მუდმივი ცხოვრების უფლება) აქვთ. 

 

 

შეერთებული შტატების მოსამართლის გადაწყვეტილების თანახმად, ვიზის მფლობელებისა და ლტოლვილების დეპორტაცია დროებით შეჩერებულია

 

 

ამერიკელმა მოსამართლემ ეს გადაწყვეტილება ტრამპის საპრეზიდენტო ბრძანების მიღების შემდგომ მიიღო. სასამართლოს გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ამერიკის რამდენიმე შტატის აეროპორტებში ათასობით პროტესტანტის გამოსვლა, რომლებიც მწვავედ აკრიტიკებდნენ ტრამპის საემიგრაციო პოლიტიკას. 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი