მერკელი მოუწოდებს ევროპას, რომ იყოს გლობალური მოთამაშე - ინდოეთის პრემიერ მინისტრმა მერკელს უთხრა, რომ ინდოეთი და გერმანია „ერთმანეთისთვის არიან შექმნილი“
30-05-2017, 10:11

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმის საჭიროებას, რომ ევროპამ უფრო პროაქტიური როლი უნდა შეასრულოს საერთაშორისო პოლიტიკაში.

 


მან თავისი შენიშვნები ბერლინში სამშაბათს, ინდოეთის პრემიერ მინისტრ ნარენდრა მოდისთან პრესკონფერენციის დროს გააკეთა, ორი დღის შემდეგ, რაც მიუნხენში, საარჩევნო კამპანიისას, კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა ტრანსატლანტიკური ალიანსის მომავალი, განაცხადა რა, რომ ევროპა უკვე ვეღარ ენდობა სრულად აშშ-ს და დიდ ბრიტანეთს, ტრამპის და „ბრექსიტის“ შემდეგ.

 

 

როგორც „დოიჩე ველე“ იუწყება, მერკელმა და მოდიმ ბერლინში ორ ქვეყანას შორის ორმხრივი ურთიერთობების განვითარების, ვაჭრობის, ინვესტიციების და სტრატეგიული ურთიერთობების გაღრმავების საკითხების განსახილველად გამართეს მოლაპარაკებები და ხელი მოაწერეს შეთანხმებებს, რომელიც მოიცავს ყველაფერს, დაწყებული კიბერდანაშაულიდან, დამთავრებული სარკინიგზო უსაფრთხოებით თუ გერმანიის მხრიდან ინდოეთისთვის ყოველწლიური 1 მილიარდი ევროს დახმარებით - განსაკუთრებით მდგრადი ურბანული განვითარების სფეროში - რის შემდეგაც, გერმანიის და ინდოეთის ლიდერებმა, რომლებიც ძალზე დასვენებული ჩანდნენ და ერთმანეთში საუბრობდნენ ხელმოწერის ცერემონიაზე, თავიანთი აზრები გამოხატეს გერმანია-ინდოეთის ურთიერთობებზე.

 


მერკელმა განაცხადა, რომ მან და ინდოეთის პრემიერ მინისტრმა საკითხების ფართო სპექტრი განიხილეს, მათ შორის განვითარების და ტერორიზმის თემები.

 


„ჩვენ გავაძლიერეთ ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები სხვადასხვა სფეროში, მაგრამ მე ასევე ვესაუბრე პრემიერ მინისტრს გუშინ საღამოს, გლობალური წესრიგის ფორმირებაზე “, განაცხადა მერკელმა.

 


„ჩვენ ვისაუბრეთ ძირეულად და დეტალურად ყველა ამ თემაზე მინისტრების დონეზე“, დაამატა მოდიმ, რომელიც ბერლინში ორშაბათს ჩავიდა. „პარტნიორობა სარგებლის მომტანია ორივე ქვეყნისთვის, მაგრამ მე ვფიქრობ, ჩვენ ურთიერთობას ასევე აქვს დიდი მნიშვნელობა საერთაშორისო მასშტაბით“.

 


ინდოეთი და გერმანია „ერთმანეთისთვის არიან შექმნილი“

 


სხვადასხვა შეფასებით, 2016 წელს გერმანიის ინდოეთთან ვაჭრობა 17-დან თითქმის 20 მილიარდამდე ევროს შეადგენდა და გერმანიისთვის ნამეტი 0.3 პროცენტი იყო. გერმანია, ევროკავშირის შიგნით, ინდოეთის ყველაზე დიდი სავაჭრო პარტნიორია.

 


1.3 მილიარდზე მეტი მცხოვრებით, ინდოეთი მე-2 ყველაზე დიდი სახელმწიფოა მსოფლიოში მოსახლეობის რაოდენობით და წელს მისი ეკონომიკის 7.4 პროცენტით ზრდა არის დაგეგმილი, რაც ბიზნესის განვითარების შესაძლებლობებს იქ უზარმაზარ პოტენციალს უქმნის. ორივე მხარეს სურს უფრო ახლო გერმანულ-ინდური თანამშრომლობა, წერს „დოიჩე ველე“.

 


„გერმანიის ინდუსტრია ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს ინდოეთის განვითარებაში. ინვესტიციები გერმანიიდან მხარდაჭერილია. მომავალში ჩვენ კონცენტრირებული ვიქნებით საშუალო კლასის ინვესტიციებზე“, განაცხადა მოდიმ და აღნიშნა, რომ ინდოეთს სურს გერმანულ ინდუსტრიასთან ერთად მუშაობა, რათა განავითაროს ქვეყნის ინფრასტრუქტურა, და განსაკუთრებით ხაზი გაუსვა „მოხდენილი ქალაქების“ პროგრამის მნიშვნელობას.

 


„ჩვენ გვინდა გვიყურებდეთ როგორც პოზიტიურ პარტნიორებს, და ჩვენ ყოველთვის სურვილი გვაქვს თქვენთან ერთად მუშაობის“, თქვა მოდიმ. „ჩვენ განსაკუთრებით ვართ შექმნილი ერთმანეთისთვის“.

 


ორი მთავრობის დელეგაციები სამშაბათს ბერლინში, სასტუმრო „ადლონ“-ში გაჩერდებიან და მომავალი ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ მჭიდრო მოლაპარაკებებს გამართავენ, წერს „დოიჩე ველე“.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი