საქართველოში ვიზიტად მყოფმა ევროპარლამენტარმა, ევრონესტის თანათავმჯდომარემ რებეკა ჰარმსმა, რომელმაც კვირას მუსტაფა ემრე ჩაბუქი გლდანის ციხეში მოინახულა, სკოლა-ლიცეუმ „სხივში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობამ, ევროკავშირის ქვეყნებმა, სასტიკი უარი უნდა განაცხადონ ექსტრადირებასთან დაკავშირებულ მოთხოვნებზე და „ჩაბუქმა და მისი ოჯახის წევრებმა აუცილებლად უნდა მიიღონ პოლიტიკური თავშესაფარი საქართველოში თუ სხვაგან“.
„მიმაჩნია, რომ არავინ უნდა იდევნებოდეს და გასამართლდეს მხოლოდ იმიტომ, რომ ის მასწავლებელია გიულენთან დაკავშირებულ სკოლაში. მე თურქეთში განვითარებულ მოვლენებს აქტიურად ვადევნებ თვალ-ყურს. თურქეთშიც მითქვამს და ახლაც ვიმეორებ, სულ არ არის კრიმინალი იყო ჟურნალისტი. სულ არ არის კრიმინალი, იყო ოპოზიციონერი დეპუტატი. ასევე, არ არის კრიმინალი, იყო მასწავლებელი საქართველოში. მე ვცდილობ დავარწმუნო საქართველოს მთავრობა, ისევე, როგორც ევროკავშირი, რომ იყვნენ კანონის უზენაესობის მხარეს. იყო მასწავლებელი ამ სკოლაში, არ არის დანაშაული და საქართველოს მთავრობამ, ევროკავშირის ქვეყნებმა, სასტიკი უარი უნდა განაცხადონ ექსტრადირებასთან დაკავშირებულ მოთხოვნებზე. ჩაბუქმა და მისი ოჯახის წევრებმა აუცილებლად უნდა მიიღონ პოლიტიკური თავშესაფარი საქართველოში თუ სხვაგან“, განაცხადა რებეკა ჰარმსმა, რომლის თქმითაც, მუსტაფა ემრე ჩაბუქმა მას მიაწოდა ინფორმაცია, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ძალიან კარგად ეპყრობიან, რისთვისაც ევროპარლამენტარმა მადლობა გადაუხადა ქართული ციხის ადმინისტრაციას.
თურქეთის რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში ზექი ლევენთ გუმრუქჩუმ პარასკევს თბილისში, საელჩოში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს დემირელის კოლეჯის მენეჯერის, მუსტაფა ემრე ჩაბუქის თურქული მხარისთვის გადაცემის შემთხვევაში - რაც, როგორც თურქმა დიპლომატმა განაცხადა, არ იცის იგეგმება თუ არა - მის სიცოცხლეს შესაძლოა საფრთხე შეექმნას, სიმართლეს არ შეესაბამება და „წარმოუდგენელი და დაუშვებელია“, რომ მუსტაფა ემრე ჩაბუქს ან სხვა ნებისმიერ პირს თურქული მართლმსაჯულების წინაშე წარდგომისას რაიმე საფრთხე ემუქრებოდეს.
GUARDIAN.GE - გაგვაჩნია ინფორმაცია, რომ დეკემბრის პირველ რიცხვებში, ბიზნესმენ რინატ ახმეტოვის მონაწილეობით უკრაინაში სახელმწიფო გადატრიალება მზადდება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
GUARDIAN.GE - სოჭში, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის, აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის და სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის სამმხრივი შეხვედრა იმართება. სამი ქვეყნის ლიდერების შეხვედრის მიზანი მთიან ყარაბაღში სტაბილურობისა და მშვიდობის გამყარებისთვის შემდგომი ნაბიჯების გადადგმაა.