სენატორ ჯონ მაკკეინს ტვინის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს
19-07-2017, 23:53

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სენატორ ჯონ მაკკეინს, ტვინის სიმსივნე აღმოაჩნდა. ამის შესახებ განცხადებები ფოენიქსის „მეიოს კლინიკამ“ და არიზონას რესპუბლიკურმა ოფისმა ოთხშაბათს ღამით გაავრცელეს.

 


„პარასკევს, 14 ივლისს, სენატორ ჯონ მაკკეინს ფოენიქსში, მეიოს კლინიკის საავადმყოფოში, მარცხენა თვალის ზემოთ სისხლის შენადედის ამოსაღებად ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა. ქსოვილის შემდგომმა პათოლოგიამ გამოამჟღავნა, რომ დაწყებით სიმსივნეს, რომელიც ცნობილია, როგორც გლიობლასტომა, კავშირი ჰქონდა სისხლის შენადედათან. სკანირება, რომელიც პროცედურის (მინიმალურად ინვაზიური თავის ქალის ტრეპანაცია წარბის ნაჭდევთან) შემდეგ გაკეთდა, აჩვენებს რომ კავშირის მქონე ქსოვილი სრულიად იყო ამოჭრილი რენტგენოგრაფიის დახმარებით მიღებული გამოსახულების კრიტერიუმით“, ნათქვამია მეიოს კლინიკის განცხადებაში, რომელიც მაკკეინის თხოვნით გამოქვეყნდა.

 


„სენატორი და მისი ოჯახი მეიოს კლინიკასთან ერთად განიხილავენ მომავალი მკურნალობის პარამეტრებს. მკურნალობის არჩევანი შესაძლოა მოიცავდეს ქიმიოთერაპიის და რადიაციის კომბინაციას“, აღნიშნულია განცხადებაში.

 


მაკკეინის ექიმები აცხადებენ, რომ მაკკეინი ოპერაციის შემდეგ „განსაცვიფრებლად კარგად“ ადგას გამოკეთების გზას და „მისი ძირითადი ჯანმრთელობა ჩინებულია“.

 


„ამერიკული ტვინის სიმსივნის ასოციაციის“ თანახმად, წელიწადში 12 000-ზე მეტ ადამიანს უსვამენ გლიობლატსომას დიაგნოზს. „ამერიკული კიბოს საზოგადოება“ 55 წელს გადაცილებულ პაციენტებში 5 წლით გადარჩენის პროცენტულ მაჩვენებელს დაახლოებით 4%-ით განსაზღვრავს.

 


ექიმმა დევიდ ფარბერმა, ერთ-ერთმა რომელიც მასაჩუსეტის აწ გარდაცვლილ სენატორს, თედ კენედის მკურნალობდა, ABC-ის ახალ ამბებს დაუდასტურა, რომ კენედის სიმსივნეც ასევე გლიობლატსომა იყო.

 


პრეზიდენტმა ტრამპმა განცხადებაში თქვა: „სენატორი ჯონ მაკკეინი ყოველთვის მებრძოლი იყო. მელანია და მე ვლოცულობთ სენატორ მაკკეინისთვის, სინდისა და მთელი მათი ოჯახისთვის. მალე გამოკეთებას გისურვებთ“.

 

 

აშშ-ის 2008 წლის „რესპუბლიკური პარტიის“ საპრეზიდენტო კანდიდატის სამედიცინო ისტორია მოიცავს 4 მელანომას (მელანომა - ავთვისებიანი სიმსივნე, რომელიც შედგება მელანოციტებისგან და გვხვდება კანის ზედაპირზე), რომელიც სამი ცალ-ცალკე გაკეთებული ოპერაციით ამოაცალეს 1993, 2000 და 2002 წლებში. შესაძლებელია, რომ მელანომა ტვინშიც გავრცელდეს, რაც იძლევა იმის ახსნას, თუ რატომ გაუკეთეს ექიმებმა მას სკანირება სისხლის შენადედის ამოღების შემდეგ. 

 

 

სენატის უმრავლესობის ლიდერმა მიტჩ მაკკონელმა სენატორ მაკკეინისთვის ტვინის სიმსივნის დიაგნოზის დადგენის შესახებ ინფორმაციის გავრცელებიდან მალევე განცხადება გამოაქვეყნა.

 


„ჯონ მაკკეინი არის გმირი ჩვენი სენატისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის. იგი არასოდეს გამდგარა განზე ბრძოლიდან და მე ვიცი, რომ ის წინ აღუდგება ამ გამოწვევას უჩვეულო სიმამაცით, რაც დამახასიათებელია მისი ცხოვრებისთვის... ჩვენ ყველანი მოუთმენლად ველოდებით ამ ამერიკელი გმირის ისევ მალე ხილვას“.

 

 

80 წლის ამერიკელი სენატორისთვის ოპერაციის გაკეთებიდან 2 დღეში „ნიუ იორკ თაიმსი“ სამედიცინო ექსპერტებზე დაყრდნობით წერდა, რომ მდგომარეობა, რაც სენატორ ჯონ მაკკეინს ქირურგიული ოპერაციისას ჰქონდა, შესაძლოა, იმაზე უფრო სერიოზული ყოფილიყო, ვიდრე ამას თავდაპირველი აღწერები გულისხმობდა. 

 

 

ჯონ მაკკეინისთვის ქირურგიული ოპერაციის ჩატარების გამო სენატმა ობამას მიერ მიღებული ჯანდაცვის კანონის გაუქმების კენჭისყრა გადაავადა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი