ფხენიანის მიერ სარაკეტო პროგრამის აქტიური განვითარების შემდეგ, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, რექს ტილერსონმა განაცხადა, რომ აშშ-ის მთავრობა არ ცდილობს რეჟიმის შეცვლას ჩრდილოეთ კორეაში.
„ჩვენ არ ვართ თქვენი მტერი“, განაცხადა ტილერსონმა და დაამატა, რომ შეერთებული შტატები მოწადინებულია ფხენიანთან დიალოგისათვის, იტყობინება BBC.
ამასობაში კი ერთ-ერთი მთავარი „რესპუბლიკელი“ სენატორი აცხადებს, რომ პრეზიდენტი ტრამპი ჩრდილოეთ კორეასთან ომის სცენარს განიხილავს.
ფხენიანი ამტკიცებს, რომ მას გააჩნია კონტინენტთშორისი ბალისტიკური რაკეტა, რომელსაც ამერიკის არა მხოლოდ დასავლეთ სანაპიროზე, არამედ მთელ მის კონტინენტზე წვდომის შესაძლებლობა გააჩნია.
„ჩვენ არ ვცდილობთ რეჟიმის შეცვლას, ჩვენ არ ვცდილობთ რეჟიმის დამხობას, ჩვენ არ ვცდილობთ ნახევარკუნძულის დაჩქარებული წესით ხელახალ გაერთიანებას, ჩვენ არ ვცდილობთ ჩვენი სამხედროების გაგზავნას ჩრდილოეთში“, განაცხადა ტილერსონმა და დაამატა:
„ჩვენ არ ვართ თქვენი მტერი, ჩვენ არ ვართ თქვენი საფრთხე, მაგრამ თქვენ წარმოადგენთ მიუღებელ საფრთხეს ჩვენთვის და ჩვენ უნდა გიპასუხოთ“.
დაადასტურა რა რაკეტის „წარმატებული“ გაშვება, ჩრდილოეთ კორეამ განაცხადა, რომ კონტინენტთშორისმა ბალისტიკურმა რაკეტამ 47 წუთზე ოდნავ მეტხანს იფრინა და 3,724 კილომეტრ სიმაღლეს მიაღწია.
„ლიდერმა ამაყად განაცხადა, რომ გამოცდამ ასევე დაამტკიცა, რომ მთელი ამერიკის კონტინენტი ჩვენი დარტყმის ზონაში იმყოფება“, წერს ჩრდილოეთ კორეის ცენტრალური ახალი ამბების სააგენტო.
განცხადებაში ნათქვამია, რომ რაკეტა „ჰვასონგ-14“ იყო - იგივე მოდელი, რაც ჩრდილოეთ კორეამ 3 ივლისს გამოსცადა.
ცალკე გაკეთებულ განცხადებაში რესპუბლიკელმა ლინდსი გრეჰამმა განაცხადა, რომ ტრამპმა უთხრა მას, რომ ორ ქვეყნას შორის ომი იქნება, თუკი ფხენიანი განაგრძობს თავისი სარაკეტო პროგრამის განვითარებას, რომლის დიაპაზონიც აშშ-ს მისწვდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.