რამდენიმე საათში, მას შემდეგ რაც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭომ მხარი დაუჭირა ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ ახალ სანქციებს, რაც ფხენიანის ბირთვული და სარაკეტო პროგრამების განვითარებს უკავშირდება, ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ მდგომარეობა „კრიტიკულ მიჯნაზეა“ და მან მის ჩრდილოეთ კორეელ კოლეგას უთხრა, რომ ფხენიანმა არ უნდა განახორციელოს ბირთვული და სარაკეტო გამოცდები.
როგორც BBC იუწყება, ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა უანგ იიმ ფილიპინებში გამართულ შეხვედრაზე დაჟინებით მოუწოდა ფხენიანის ნომერ პირველ დიპლომატს, რი იონგ ჰოს რომ დაემორჩილოს გაერო-ს რეზოლუციებს. მას არ უთქვამს, თუ რა პასუხი გასცა მისმა ჩრდილოეთ კორეელმა კოლეგამ.
ვონგმა განაცხადა, რომ სანქციები საჭიროა, მაგრამ „არ არის საბოლოო მიზანი“, და მან მხარეებს დაჟინებით მოუწოდა დიალოგისაკენ. მან თქვა, რომ უთხრა ჩრდილოეთ კორეას დარჩეს მშვიდი და უფრო მეტი სარაკეტო გამოცდებით არ გამოიწვიოს საერთაშორისო საზოგადოება.
ნომერ პირველმა ჩინელმა დიპლომატმა ასევე დაჟინებით მოუწოდა შეერთებულ შტატებს და სამხრეთ კორეას არ გაზარდონ დაძაბულობა, განაცხადა რა, რომ მდგომარეობა „კრიტიკულ მიჯნაზეა“, მაგრამ კრიზისის მიუხედავად მოლაპარაკებები უნდა გაგრძელდეს.
რეზოლუცია, რომელიც ჩრდილოეთ კორეის ექსპორტებს კრძალავს და ზღუდავს ქვეყანაში ინვესტიციებს, ერთსულოვნად იქნა გაერო-ს უშიშროების საბჭოს მიერ მხარდაჭერილი.
შეერთებული შტატების ელჩმა გაერო-ში ნიკი ჰელიმ განაცხადა, რომ ეს არის ყველაზე „მკაცრი სანქციების დაწესება ნებისმიერ ქვეყანაზე, რაც კი ერთი თაობის განმავლობაში მომხდარა“.
ფხენიანმა ივლისში ორი კონტინენტთშორისი ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა, რომელსაც, როგორც ჩრდილოეთ კორეა ამტკიცებს, შეერთებული შტატების კონტინენტზე ნებისმიერ ადგილას წვდომის შესაძლებლობა აქვს, თუმცა ზოგიერთ ექსპერტს ეჭვი შეაქვს იმაში, რომ კორეულ რაკეტებს სამიზნეებზე დარტყმის შესაძლებლობა გააჩნდეს.
შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი რექს ტილერსონი მანილაში იმყოფება, სადაც სამხრეთ აზიის ქვეყნების სახელმწიფოთა ასოციაციის რეგიონულ ფორუმს ესწრება. ამავე ფორუმს ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრი რი იონგ-ჰოც ესწრება, მაგრამ აშშ-ის ოფიციალური პირების განცხადებით, ორმხრივი შეხვედრის გეგმა არ არსებობს, მიუხედავად იმისა, რომ ფხენიანის ბირთვული და სარაკეტო პროგრამები, მოელიან, რომ ფორუმის განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა იქნება.
ტილერსონმა ახალ სანქციებს „კარგი შედეგი“ უწოდა, პრეზიდენტმა ტრამპმა კი „თვითერზე“ დაწერა, რომ სანქციები ფხენიანს 1 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი დაუჯდება.
ქვანაქხშირის, მადნის და სხვა დაუმუშავებელი ნედლეულის ჩინეთში ექსპორტირება, ერთ-ერთი ყველაზე მთავარი რესურსია ფხენიანის ნაღდი ფულის მიღებისთვის. ვარაუდოებენ, რომ ჩრდილოეთ კორეა დაახლოებით 3 მილიარდი აშშ დოლარის საქონლის ექსპორტირებას ახდენს ჩინეთში, და სანქციები ამ ვაჭრობის 1 მილიარდ დოლარს გამორიცხავს.
მიმდინარე წლის დასაწყისში ჩინეთმა ფხენიანზე ზეწოლის მიზნით კორეიდან ქვანახშირის იმპორტი შეაჩერა.
მიუხედავად ამისა, სანქციები ჯერჯერობით წარუმატებელი აღმოჩნდა შეეჩერებინა ჩრდილოეთ კორეის სარაკეტო პროგრამის განვითარება.
ამგვარი დაძაბულობის ფონზე კი, პრეზიდენტი ტრამპი ჩრდილოეთ კორეასთან ომის სცენარს განიხილავს, როგორც ამას ერთ-ერთი მთავარი „რესპუბლიკელი“ ამბობს - ტილერსონი კი აცხადებს, რომ აშშ არ ცდილობს რეჟიმის შეცვლას ჩრდილოეთ კორეაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.