ჩრდილოეთ კორეამ იაპონიის თავზე მეორე ბალისტიკური რაკეტა გაუშვა
14-09-2017, 23:58

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ჩრდილოეთ კორეამ იაპონიის თავზე მეორე ბალისტიკური რაკეტა გაუშვა. სამხრეთ კორეის არმიამ განაცხადა, რომ რაკეტამ დაახლოებით 770კმ სიმაღლეს მიაღწია და 3 700კმ-ის გავლის შემდეგ წყნარ ოკეანეში ჰოკაიდოს სანაპიროს სიახლოვეს დაეშვა.

 

 

 


BBC-ის ცნობით, იაპონიის პრემიერ მინისტრმა შინძო აბემ განაცხადა, რომ მისი ქვეყანა „არასოდეს შეიწყნარებს“ ამგვარ „სახიფათო პროვოკაციულ ქმედებას“.

 


„თუ ჩრდილოეთ კორეა განაგრძობს ამ გზაზე სიარულს, მას ნათელი მომავალი არ ექნება“, განაცხადა აბემ.

 


აღნიშნულთან დაკავშირებით ასევე კომენტარი გააკეთა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა რექს ტილერსონმა. მან ჩინეთსა და რუსეთს, ბირთვული ჩრდილოეთ კორეის მთავარ ეკონომიკურ პარტნიორებს, ფხენიანზე ზეწოლისკენ მოუწოდა.

 


„ჩინეთი ამარაგებს ჩრდილოეთ კორეას მისი ნავთობის უმეტესი წილით. რუსეთი არის ყველაზე დიდი დამსაქმებელი ჩრდილოეთ კორეის მუშა-ხელის“, თქვა მან.

 


„ჩინეთმა და რუსეთმა უნდა აჩვენონ თავიანთი შეუწყნარებლობა ამ უგუნური სარაკეტო გამოცდებისადმი იმით, რომ თავად განახორციელონ პირდაპირი ქმედებები“.

 

 

ფხენიანის ნაბიჯიდან რამდენიმე წუთში სამხრეთ კორეამ ჩრდილოეთ კორეაზე მოდელირებული თავდასხმის სცენარის ფარგლებში ზღვაში ორი ბალისტიკური რაკეტა გაუშვა.

 

 

პრეზიდენტმა მუნ ძე ინმა ქვეყნის უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა მოიწვია და გააფრთხილა ჩრდილოეთ კორეა, რომ „რაც უფრო მეტად გაზრდის და გააძლიერებს იგი უგუნურ პროვოკაციებს, მას მით უფრო მეტი დიპლომატიური და ეკონომიკური იზოლაცია ემუქრება“.

 

 

ფხენიანმა რაკეტა იაპონიის თავზე აგვისტოს ბოლოსაც გაუშვა, რასაც იაპონიის პრემიერ მინისტრმა „უპრეცედენტო“ საფრთხე უწოდა მისი ქვეყნისათვის.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი