ოფიციალური ფხენიანი: „იაპონია ბირთვული ბომბით უნდა ჩაიძიროს ზღვაში, აშშ კი როგორც ცოფიანი ძაღლი, ცემით სიკვდილის პირამდე უნდა იქნეს მიყვანილი“
15-09-2017, 08:09

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ჩრდილოთ კორეა იაპონიას ჩაძირვით დაემუქრა, შეერთებულ შტატებზე კი განაცხადა, რომ ის „ცემით სიკვდილის პირამდე უნდა იყოს მიყვანილი, როგორც ცოფიანი ძაღლი“. აღნიშნული განცხადება ფხენიანმა მას შემდეგ გააკეთა, რაც გაერო-ს უშიშროების საბჭომ ჩრდილოეთ კორეის მიმართ ახალი სანქციები დააწესა.

 


ბრიტანული „გარდიანის“ ცნობით, კორეის აზია-წყნარი ოკეანის სამშვიდობო კომიტეტმა, რომელიც მეთვალყურეობას უწევს ჩრდილოეთ კორეის ურთიერთობებს გარე სამყაროსთან, გაერო-ს უშიშროების საბჭო, რომელმაც ორშაბთს ახალი სანქციები მიიღო, აღწერა, როგორც „ბოროტების იარაღი“ ვაშინგტონის ხელში, და მისი დაშლის მოწოდება გააკეთა.

 


როგორც ბრიტანული „გარდიანი“ წერს, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ფხენიანმა ნათელი მუქარა გამოხატა იაპონიისადმი მას შემდეგ რაც მან გასული თვის ბოლოს იაპონიის თავზე საშუალო მანძილის ბალისტიკური რაკეტა გაუშვა, რომელმაც ჩრდილოეთ იაპონიის კუნძულ ჰოკაიდოს გადაუფრინა და ზღვაში დაეშვა.

 


„იაპონიის არქიპელაგის ოთხი კუნძული ბირთვული ბომბის, „Juche“-ს მეშვეობით უნდა ჩაიძიროს ზღვაში“, განაცხადა კომიტეტმა მის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელიც ჩრდილოეთ კორეის ოფიციალურმა სააგენტო KCNA-მ გამოაქვეყნა. Juche დამოუკიდებელი, თვითუზრუნველყოფილი სახელმწიფო იდეოლოგიაა, რომელიც კიმ ჩენ ინის ბაბუამ, კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელმა კიმ სენ ირმა შეიმუშავა და მთავრობის მიერ ის აღწერილია, როგორც ბრწყინვალე და რევოლუციური წვლილის შემტანი ეროვნულ და საერთაშორისო აზროვნებაში.

 


„იაპონიის ჩვენ გვერდით არსებობა უკვე აღარაა საჭირო“, განაცხადა კომიტეტმა ერთი დღით ადრე, ვიდრე ჩრდილოეთ კორეა იაპონიის თავზე პარასკევ გამთენიისას მეორე ბალისტიკურ რაკეტას გაუშვებდა.

 


15 წევრისაგან შემდგარმა უშიშროების საბჭომ აშშ-ის მიერ შედგენილ რეზოლუციის პროექტს, რომელიც სარაკეტო გამოცდებს გმობს და აწესებს სანქციებს, რაც ჩრდილოეთ კორეული ქსოვილების იმპორტის აკრძალვას და ქვეყანაში ნავთობპროდუქტების ექსპორტის შეზღუდვას მოიცავს, ერთსულოვნად დაუჭირა მხარი.

 


აღნიშნულის საპასუხოდ ჩრდილო კორეულმა კომიტეტმა განაცხადა, რომ „საზიზღარი სანქციების რეზოლუციის“ გამო ამერიკის შეერთებული შტატები „როგორც ცოფიანი ძაღლი ცემით სიკვდილის პირამდე უნდა იქნეს მიყვანილი“.

 


„დაე, ნაცარტუტად იქცეს და წყვდიადმა მოიცვას შეერთებული შტატების კონტინენტი“, განაცხადა კომიტეტმა.

 


იაპონიის მთავრობის პრესსპიკერმა იოშიჰიდე შუგამ ფხენიანის განცხადებას „უკიდურესად პროვოკაციული და შეუწყნარებელი“ უწოდა.

 


„ეს აშკარად აღრმავებს რეგიონულ დაძაბულობას და აბსოლუტურად მიუღებელია“.

 

 

3 სექტმბერს, ჩრდილოეთ კორეამ განაცხადა, რომ წარმატებით გამოსცადა წყალბადის ბომბი, რომელიც შესაძლებელია, რომ კონტინენტთშორის ბალისტიკურ რაკეტაზე იქნეს დამაგრებული.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი