კიმ ჩენ ინმა, რომელიც პირადად უყურებდა ბალისტიკური რაკეტის გაშვებას, განაცხადა, რომ მისი მიზანია „ჩამოაყალიბოს აშშ-ის თანასწორი რეალური ძალა და არ გააბედინოს აშშ-ის მმართველებს ისაუბრონ სამხედრო არჩევანზე ფხენიანთან მიმართებაში“
16-09-2017, 00:51

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა, იაპონიის თავზე მეორე ბალისტიკური რაკეტის გაშვებიდან მალევე აღთქმა დადო, რომ მიაღწევს ქვეყნის ბირთვულ მიზანს.

 


როგორც BBC ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო მედიაზე, ახალი ამბების სააგენტო KCNA-ზე დაყრდნობით წერს, კიმ ჩენ ინმა განაცხადა, რომ ფხენიანის მიზანია ჩამოყალიბდეს შეერთებული შტატების „თანასწორი“ სამხედრო ძალა.

 


ქვეყნის ლიდერის ამ განცხადებას წინ უძღოდა იაპონიის თავზე მეორე ბალისტიკური რაკეტის გაშვება - ნაბიჯი, რამაც ჩრდილოეთ კორეის წინააღმდე გაერო-ს უშიშროების საბჭოს სანქციების გარშემო სულ რამდენიმე დღის წინ გაერთიანებული მსოფლიო სახელწმიფოები დაყო. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ იგი როგორც არასდროს, ისეა დარწმუნებული სამხედრო არჩევანში, თუკი ამის საჭიროება იქნება. ჩინეთმა უფრო ადრე შეერთებულ შტატებს მისი პასუხისმგებლობისგან თავის არიდებაში დასდო ბრალი, მაშინ როცა რუსეთმა აშშ-ის რიტორიკას „აგრესიული“ უწოდა.  

 


„ჩვენ ნათლად უნდა ვაჩვენოთ დიდი სახელმწიფოების შოვინისტებს, თუ როგორ აღწევს ჩვენი სახელმწიფო მისი ბირთვული ძალის დასრულების მიზანს, მიუხედავად უსასრულო სანქციებისა და ბლოკადებისა“, განაცხადა კიმ ჩენ ინმა, რომლის სიტყვების ციტირებასაც KCNA აქვეყნებს.

 


მან ასევე თქვა, რომ ჩრდილოეთ კორეის მიზანია „ჩამოაყალიბოს შეერთებული შტატების თანასწორი რეალური ძალა და არ გააბედინოს აშშ-ის მმართველებს ისაუბრონ სამხედრო არჩევანზე კორეის სახალხო-დემოკრატიულ რესპუბლიკსათან მიმართებაში“.

 


კიმ ჩენ ინი პარასკევს პირადად უყურებდა ბალისტიკური რაკეტის, „ჰვასონგ-12“-ის გაშვებას.

 


სამხრეთ კორეის არმიამ განაცხადა, რომ რაკეტამ დაახლოებით 770კმ სიმაღლეს მიაღწია და 3 700კმ-ის გავლის შემდეგ წყნარ ოკეანეში ჰოკაიდოს სანაპიროს სიახლოვეს დაეშვა.

 


რაკეტას შეეძლო მისწვდომოდა შეერთებული შტატების წყნარი ოკეანის ტერიტორიას, კუნძულ გუამს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი