სერგეი ლავროვმა დონალდ ტრამპსა და კიმ ჩენ ინს შორის კინკლაობა „ბაგა-ბაღის ბავშვებს შორის ჩხუბს“ შეადარა
23-09-2017, 08:40

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპსა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერს, კიმ ჩენ ინს შორის სიტყვიერი ომი საბავშვო ბაღში ბავშვებს შორის ბრძოლას შეადარა.

 


ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა ტრამპს „ფსიქიურად შეშლილი“ და „გამოჩერჩეტებული მოხუცი“ უწოდა მას შემდეგ, რაც ტრამპმა გაერო-ში სიტყვით გამოსვლისას ჩრდილოეთ კორეას „სრული განადგურებით“ დაემუქრა.

 


ტრამპმა კიმ ჩენ ინის საპასუხოდ განაცხადა, რომ იგი „გიჟია“ და „როგორც არასდროს, ისე გამოიცდება!“.

 


სერგეი ლავროვმა აღნიშნა, რომ საჭიროა პაუზის გაკეთება, რათა „ცხელი თავები დამშვიდდეს“.

 


„დიახ, მიუღებელია, მდუმარედ უყურებდე ჩრდილოეთ კორეის ბირთვულ სამხედრო აგრესიას, მაგრამ ასევე მიუღებელია, გააჩაღო ომი კორეის ნახევარკუნძულზე“, განაცხადა ლავროვმა.

 

 

მან პოლიტიკურ პროცესში ჩართვის მოწოდება გააკეთა, რაც, როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, გაერო-ს უშიშროების საბჭოს პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილია.

 


„ჩინეთთან ერთად, ჩვენ განვაგრძობთ მცდელობას გონივრული მიდგომის და არა ემოციური ქმედებებისკენ - იმის მსგავსი ქმედებისკენ, როცა ბავშვები საბავშვო ბაღში იწყებენ ჩხუბს და არავის შეუძლია მათი გაჩერება“, განაცხადა ლავროვმა.

 

 

მას შემდეგ რაც კიმ ჩენ ინმა დონალდ ტრამპზე თქვა, რომ იგი „აუცილებლად მოათვინიერებს ფსიქიურად შეშლილ გამოჩერჩეტებულ მოხუცს“, აშშ-ის პრეზიდენტმა საპასუხო განცხადება „თვითერზე“ გააკეთა:

 


ჩრდილოეთ კორეის კიმ ჩენ ინი, რომელიც აშკარაა, რომ გიჟია, ვისაც არ ადარდებს მისი ხალხის შიმშილობა, როგორც არასდროს ისე გამოიცდება!“

 


ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატების „შეურაცხადი“ პრეზიდენტის, ტრამპის კომენტარებმა დაარწმუნა, რომ იგი მართალია, რომ ფხენიანის ბირთვულ პროგრამას ავითარებს.

 

 

უპრეცედენტო პერსონალურ განცხადებაში, რომელიც სახელმწიფო მედიამ გაავრცელა, კიმ ჩენ ინმა განაცხადა, რომ ტრამპს მისი გაეროში წარმოთქმული სიტყვა „ძვირი დაუჯდება“.

 


როგორც BBC იუწყება, კორეის ცენტრალურ სახელმწიფო სააგენტოში გამოქვეყნებულ ინგლისურენოვან განცხადებაში კიმ ჩენ ინმა თქვა, რომ ტრამპის კომენტარებმა „დამარწმუნა მე, ვიდრე შემაშინა და შემაჩერა, რომ გზა, რომელიც მე ავირჩიე, სწორია და ესაა ის გზა, რომელსაც უნდა გავყვე ბოლომდე“.

 

 

მან აღნიშნა, რომ „ახლა, როცა ტრამპმა უარყო არსებობა და შეურაცხმყო მე და ჩემი ქვეყანა მსოფლიოს თვალში და გააკეთა ომის ყველაზე მძვინვარე განცხადება ისტორიაში“, ჩრდილოეთ კორეა განიხილავს „უმაღლესი დონის კონტრ-ზომებს“, რომ „ტრამპს ძვირად დაუჯინოს თავისი სიტყვა“.  

 


მან დაამატა, რომ იგი „უსათუოდ და აუცილებლად მოათვინიერებს ფსიქიურად შეშლილ ამერიკელ გამოჩერჩეტებულ მოხუცს“.

 


ექსპერტები დარწმუნებული არიან, რომ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა პირდაპირი მიმართვა გააკეთა საერთაშორისო აუდიენციის მიმართ.

 

 

კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რი იონგ ჰომ, რომელიც ნიუ იორკში გაერო-ს გენერალურ ასამბლეაში მონაწილეობის მიზნით იმყოფება, ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გაეროში წარმოთქმული სიტყვის საპასუხო ზომებს შორის შეიძლება იყოს „უპრეცედენტო“ წყალბადის ბომბის გამოცდა წყნარ ოკეანეში. ინფორმაციას რუსული „რია ნოვოსტი“ სამხრეთ კორეულ სააგენტო „რენხაპზე“ დაყრდნობით ავრცელებს.

 

 

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხუთშაბათს ხელი მოაწერა ახალ განკარგულებას, რომელიც გააძლიერებს სანქციებს ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ.

 


აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს სამიზნე ის ფირმები და საფინანსო ინსტიტუტები იქნებიან, რომლებიც ჩრდილოეთ კორეასთან ახორციელებენ ბიზნესს.

 


როგორც BBC იუწყება, პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ ჩინეთის ცენტრალურმა ბანკმა ინსტრუქცია მისცა სხვა ჩინურ ბანკებს შეაჩერონ ბიზნესი ფხენიანთან.

  

 

ტრამპის მიერ ხელმოწერილ ახალ განკარგულებას წინ უძღოდა ორ კვირაზე ნაკლები ხნის წინათ აშშ-ის თაოსნობით შედგენილი რეზოლუციის მიღება გაერო-ს უშიშროების საბჭოში, რაც ფხენიანს მისი ბირთვული პროგრამის განვითარების გამო ახალ სანქციებს უწესებს.

 

 

ახალი საპრეზიდენტო განკარგულების გამოცხადებისას პრეზიდენტმა ტრამპმა ხუთშაბათს განაცხადა, რომ მიღებული ზომების მიზანია „მოხდეს ჩამოჭრა შემოსავლებისა, რომელიც აფინანსებს ძალისხმევებს განვითარდეს ყველაზე მომაკვდინებელი იარაღები, რაც კი კაცობრიობამ იცის“.

 

 

მან გამოყო ჩრდილოეთ კორეის საფეიქრო, თევზის რეწვის, საინფორმაციო ტექნოლოგიების და  გადამამუშავებელი მრეწველობის ინდუსტრიები, რომელთაც სანქციები შეეხება.

 

 

სამშაბათს, გაერო-ს ტრიბუნაზე სიტყვით გამოსვლისას ტრამპმა აღთქმა დადო, რომ „სრულად გაანადგურებს“ ჩრდილოეთ კორეას, თუკი იგი საფრთხეს შეუქმნის აშშ-ს და მის მოკავშირეებს.

 

 

ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრმა რი იონგ ჰომ შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გაეროში გამოსვლა „ძაღლის ყეფას“ შეადარა. 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი