შეერთებული შტატების ბომბდამშენებმა და საბრძოლო თვითმფრინავებმა ჩრდილოეთ კორეის სანაპიროსთან გადაიფრინეს
24-09-2017, 01:05

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

შეერთებული შტატების ბომბდამშენებმა და საბრძოლო თვითმფრინავებმა ჩრდილოეთ კორეის აღმოსავლეთ სანაპიროს სიახლოვეს გადაიფრინეს იმის საჩვენებლად, რომ სამხედრო არჩევანი ძალაშია ნებისმიერი საფრთხის დასამარცხებლად, განაცხადა პენტაგონმა, როგორც ამას BBC იუწყება.

 


აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ფრენები ორ კორეას შორის დემილიტარიზებულ ზონაში ჩრდილოეთით, ყველაზე შორი მიმართულებით განხორციელდა, სადაც კი 21-ე საუკუნეში ამერიკულ საბრძოლო თვითმფრინავს ან ბომბდამშენს გადაუფრენია.

 


პენტაგონმა განაცხადა, რომ მისი ძალების ჩვენებამ ხაზი გაუსვა „სერიოზულობას“, რითაც შეერთებული შტატები ჩრდილოეთ კორეის „უგუნურ“ ქცევას მიუდგა, უწოდა რა ფხენიანის შეიარაღების პროგრამას „მნიშვნელოვანი საფრთხე“.

 


„ეს მისია არის შეერთებული შტატების გადაწყვეტის დემონსტრირება და მკაფიო გზავნილი, რომ პრეზიდენტს ბევრი სამხედრო არჩევანი აქვს საფრთხის დასამარცხებლად.

 


„ჩვენ მზად ვართ გამოვიყენოთ სამხედრო შესაძლებლობების სრული არსენალი ჩვენი სამშობლოს, შეერთებული შტატების და ჩვენი მოკავშირეების დასაცავად“, ნათქვამია პენტაგონის განცხადებაში.

 


დაძაბულობა ბოლო პერიოდში ფხენიანის ბირთვული პროგრამის გამო არის გაზრდილი, რასაც აშშ-ის და ჩრდილოეთ კორეის ლიდერებს შორის სიტყვიერი ომიც დაემატა. 

 

 

მას შემდეგ რაც კიმ ჩენ ინმა დონალდ ტრამპზე თქვა, რომ იგი „აუცილებლად მოათვინიერებს ფსიქიურად შეშლილ გამოჩერჩეტებულ მოხუცს“, აშშ-ის პრეზიდენტმა საპასუხო განცხადება „თვითერზე“ გააკეთა:

 


ჩრდილოეთ კორეის კიმ ჩენ ინი, რომელიც აშკარაა, რომ გიჟია, ვისაც არ ადარდებს მისი ხალხის შიმშილობა, როგორც არასდროს ისე გამოიცდება!“

 


ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატების „შეურაცხადი“ პრეზიდენტის, ტრამპის კომენტარებმა დაარწმუნა, რომ იგი მართალია, რომ ფხენიანის ბირთვულ პროგრამას ავითარებს.

 

 

უპრეცედენტო პერსონალურ განცხადებაში, რომელიც სახელმწიფო მედიამ გაავრცელა, კიმ ჩენ ინმა განაცხადა, რომ ტრამპს მისი გაეროში წარმოთქმული სიტყვა „ძვირი დაუჯდება“.

 


როგორც BBC იუწყება, კორეის ცენტრალურ სახელმწიფო სააგენტოში გამოქვეყნებულ ინგლისურენოვან განცხადებაში კიმ ჩენ ინმა თქვა, რომ ტრამპის კომენტარებმა „დამარწმუნა მე, ვიდრე შემაშინა და შემაჩერა, რომ გზა, რომელიც მე ავირჩიე, სწორია და ესაა ის გზა, რომელსაც უნდა გავყვე ბოლომდე“.

 

 

მან აღნიშნა, რომ „ახლა, როცა ტრამპმა უარყო არსებობა და შეურაცხმყო მე და ჩემი ქვეყანა მსოფლიოს თვალში და გააკეთა ომის ყველაზე მძვინვარე განცხადება ისტორიაში“, ჩრდილოეთ კორეა განიხილავს „უმაღლესი დონის კონტრ-ზომებს“, რომ „ტრამპს ძვირად დაუჯინოს თავისი სიტყვა“.  

 


მან დაამატა, რომ იგი „უსათუოდ და აუცილებლად მოათვინიერებს ფსიქიურად შეშლილ ამერიკელ გამოჩერჩეტებულ მოხუცს“.

 


ექსპერტები დარწმუნებული არიან, რომ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა პირდაპირი მიმართვა გააკეთა საერთაშორისო აუდიენციის მიმართ.

 

 

კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რი იონგ ჰომ, რომელიც ნიუ იორკში გაერო-ს გენერალურ ასამბლეაში მონაწილეობის მიზნით იმყოფება, ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გაეროში წარმოთქმული სიტყვის საპასუხო ზომებს შორის შეიძლება იყოს „უპრეცედენტო“ წყალბადის ბომბის გამოცდა წყნარ ოკეანეში. ინფორმაციას რუსული „რია ნოვოსტი“ სამხრეთ კორეულ სააგენტო „რენხაპზე“ დაყრდნობით ავრცელებს.

 

 

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხუთშაბათს ხელი მოაწერა ახალ განკარგულებას, რომელიც გააძლიერებს სანქციებს ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ.

 


აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს სამიზნე ის ფირმები და საფინანსო ინსტიტუტები იქნებიან, რომლებიც ჩრდილოეთ კორეასთან ახორციელებენ ბიზნესს.

 


როგორც BBC იუწყება, პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ ჩინეთის ცენტრალურმა ბანკმა ინსტრუქცია მისცა სხვა ჩინურ ბანკებს შეაჩერონ ბიზნესი ფხენიანთან.

  

 

ტრამპის მიერ ხელმოწერილ ახალ განკარგულებას წინ უძღოდა ორ კვირაზე ნაკლები ხნის წინათ აშშ-ის თაოსნობით შედგენილი რეზოლუციის მიღება გაერო-ს უშიშროების საბჭოში, რაც ფხენიანს მისი ბირთვული პროგრამის განვითარების გამო ახალ სანქციებს უწესებს.

 

 

ახალი საპრეზიდენტო განკარგულების გამოცხადებისას პრეზიდენტმა ტრამპმა ხუთშაბათს განაცხადა, რომ მიღებული ზომების მიზანია „მოხდეს ჩამოჭრა შემოსავლებისა, რომელიც აფინანსებს ძალისხმევებს განვითარდეს ყველაზე მომაკვდინებელი იარაღები, რაც კი კაცობრიობამ იცის“.

 

 

მან გამოყო ჩრდილოეთ კორეის საფეიქრო, თევზის რეწვის, საინფორმაციო ტექნოლოგიების და  გადამამუშავებელი მრეწველობის ინდუსტრიები, რომელთაც სანქციები შეეხება.

 

 

სამშაბათს, გაერო-ს ტრიბუნაზე სიტყვით გამოსვლისას ტრამპმა აღთქმა დადო, რომ „სრულად გაანადგურებს“ ჩრდილოეთ კორეას, თუკი იგი საფრთხეს შეუქმნის აშშ-ს და მის მოკავშირეებს.

 

 

ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრმა რი იონგ ჰომ შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გაეროში გამოსვლა „ძაღლის ყეფას“ შეადარა. 

 

 

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპსა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერს, კიმ ჩენ ინს შორის სიტყვიერი ომი საბავშვო ბაღში ბავშვებს შორის ჩხუბს შეადარა.

 


სერგეი ლავროვმა აღნიშნა, რომ საჭიროა პაუზის გაკეთება, რათა „ცხელი თავები დამშვიდდეს“.

 


„დიახ, მიუღებელია, მდუმარედ უყურებდე ჩრდილოეთ კორეის ბირთვულ სამხედრო აგრესიას, მაგრამ ასევე მიუღებელია, გააჩაღო ომი კორეის ნახევარკუნძულზე“, განაცხადა ლავროვმა.

 

 

მან პოლიტიკურ პროცესში ჩართვის მოწოდება გააკეთა, რაც, როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, გაერო-ს უშიშროების საბჭოს პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილია.

 


„ჩინეთთან ერთად, ჩვენ განვაგრძობთ მცდელობას გონივრული მიდგომის და არა ემოციური ქმედებებისკენ - იმის მსგავსი ქმედებისკენ, როცა ბავშვები საბავშვო ბაღში იწყებენ ჩხუბს და არავის შეუძლია მათი გაჩერება“, განაცხადა ლავროვმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

იაპონიის პრემიერ მინისტრმა, შინძო აბემ, მას შემდეგ, რაც კვირას გამართულ არჩევნებში ეგზიტპოლების მიხედვით მკაფიო გამარჯვება მოიპოვა, პირობა დადო, რომ „მტკიცედ გაუმკლავდება“ ჩრდილოეთ კორეას, იუწყება BBC.

შეერთებული შტატების ხუთი ყოფილი პრეზიდენტი ტეხასში კონცერტზე შეიკრიბა, რათა ქარიშხლებისაგან დაზარალებულთა დასახმარებლად თანხების მოძიების საქმეში თავიანთი წვლილი გაეღოთ.

ყველაზე კითხვადი
  1. პოროშენკოს პარტიამ სააკაშვილს „მასშტაბურ დესტაბილიზაციასა“ და უკრაინის ხელისუფლების ნებისმიერ ფასად მიტაცების მცდელობაში დასდო ბრალი
  2. ზაალ უდუმაშვილი: ვერავინ დამაჯერებს, რომ არჩევნებზე მისულმა ყოველმა მეორე თბილისელმა კახა კალაძეს მისცა ხმა
  3. „მოვუწოდებთ ხალხს საბრძოლო მზადყოფნისკენ“ - ნათელაშვილი აცხადებს, რომ ივანიშვილი „რევოლუციას იახლოვებს“
  4. ზაალ უდუმაშვილი: ამ დროისთვის არსებული ყველა მონაცემებით, ოპოზიციური კანდიდატების მხარდაჭერა გაცილებით აღემატება სახელისუფლებო კანდიდატის მხარდაჭერას
  5. „ედისონ რისერჩის“ ეგზიტპოლის მიხედვით, თბილისის მერობის კანდიდატებს შორის პირველ ადგილზე კახა კალაძე, მეორეზე კი ზაალ უდუმაშვილია გასული
  6. ცესკომ თბილისის ყველა საარჩევნო უბნის შედეგები გამოაქვეყნა - „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატს, კახა კალაძეს ხმების 51.06% აქვს მიღებული
  7. ტელეწამყვანმა ქსენია სობჩაკმა განაცხადა, რომ 2018 წლის რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში იყრის კენჭს
  8. ესპანეთის მთავრობამ განაცხადა, რომ კატალონიის ავტონომიას შეაჩერებს და მასზე პირდაპირ მმართველობას დაამყარებს
  9. ოფიციალური ფხენიანის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი „ბირთვულ ფეხბურთს“ თამაშობს
  10. შეერთებული შტატების ხუთმა ყოფილმა პრეზიდენტმა 31 მილიონი აშშ დოლარი მოაგროვა ქარიშხლებისგან დაზარალებულთა დასახმარებლად
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი