პრეზიდენტ მუგაბეს მხარდამჭერები მზად არიან მისთვის სიცოცხლე გასწირონ და არ მისცენ უფლება სამხედრო ძალების მეთაურს დაამხოს კანონიერი ხელისუფლება
14-11-2017, 21:25

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ზიმბაბვეს პრეზიდენტის, რობერტ მუგაბეს მხარდამჭერებმა გააფრთხილეს ქვეყნის სამხედრო ძალების მეთაური კონსტანტინო ჩივენგა, ხელი აიღოს პოლიტიკურ საქმეებში ჩარევისაგან. 

 

 

გენერალმა ჩივენგამ ორშაბათს მათ მიმართ გააკეთა გამაფრთხილებელი განცხადება, ვინც ქვეყნის მმართველ „ზანუ-PF“-ის პარტიაში „წმენდაზე“ არიან პასუხისმგებელნი. სამხედრო მეთაურმა მოუწოდა ზიმბამბვეს მმართველ ძალებს, რომ შეჩერდნენ, თორემ რთული მდგომარეობის განსამუხტად პროცესებში მოუწევს ჩარევა.

 

 

BBC-ს ცნობით, გენერალმა ეს კომენტარი მას შემდეგ გააკეთა, რაც მნანგაგვა, რომელიც ერთ დროს მუგაბეს შემცვლელად მოიაზრებოდა, იძულებული გახდა ქვეყანა დაეტოვებინა.

 

 

გენერალი კონსტანტინო ჩივენგა ორშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე არმიის 90 წამყვან ოფიცერთან ერთად გამოჩნდა.

 

 

გენერალმა განაცხადა, რომ იმ ადამიანების მოცილება, რომლებიც დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში იყვნენ ჩართული, დაუყონებლივ უნდა შეწყდეს.

 

 

თუმცა, „ზანუ-PF“-ის ახალგაზრდულმა ლიგამ, რომელიც მხარს პრეზიდენტის ცოლს, გრეის მუგაბეს უჭერს, განუცხადა სამხედრო მეთაურს „დარჩეს ყაზარმებში“.

 

 

ამავდროულად, BBC-ს კორესპონდეტებმა, რომლებიც ზიმბაბვეს დედაქალაქში იმყოფებიან, შენიშნეს რამდენიმე დაჯავშნული ტექნიკის გადაადგილება ქალაქის გარეთ მდებარე ქუჩებში.

 

 

ჯერჯერობით უცნობია, რა მიმართულებით გადაადგილდებოდა ტექნიკა, თუმცა ისინი ჰარარეს ქუჩებში არ შეუნიშნავთ. ერთ-ერთი ავტომობილი გზის პირას დაზიანდა.

 

 

„ზანუ-PF“-ის ახალგაზრდული ფრთის ლიდერმა, კუძაი ჩიპანგამ თავისი ლიგის წევრებს განუცხადა, რომ შეიარაღებულ ძალებს არ მისცემს კონსტიტუციის დამხობის უფლებას და მზადაა პრეზიდენტისთვის სიცოცხლეც გაიღოს.

 

 

„ჩვენ არ ვაპირებთ ხელების ფშვნეტას მაშინ, როდესაც ლეგიტიმურად არჩეული მთავრობის წინააღმდეგ ამგვარი საფრთხე დგას“, განაცხადა ჩიპანგამ.

 

 

მან ასევე სთხოვა გენერალს, პასუხი გაეცა 15 მილიარდიანი ალმასის საბადოების წლიური შემოსავლების შესახებ, რადგან პრეზიდენტის თქმით, ამ მაღაროების შემოსავლები გასული წლის სახელმწიფო ხაზინაში არ შედიოდა და ამაში პრეზიდენტმა საზღვარგარეთის მიწისქვეშა წიაღისეულის მომპოვებელი კომპანიები დაადანაშაულა.

 

 

მუგაბეს ცოლმა, გრეისმა, რომელიც ახლა პრეზიდენტის პოსტზე ფავორიტ კანდიდატად არის მიჩნეული, მნანგაგვა გველს შეადარა, რომელსაც „თავი უნდა გაეჭეჭყოს“.

 

 

მნანგაგვამ, რომლის ზედმეტსახელია „ნიანგი“, უსაყვედურა პრეზიდენტს მუგაბეს, რომ პარტია „ზანუ-PF“ არ არის რობერტ მუგაბეს და მისი ცოლის პირადი საკუთრება იმ თვალსაზრისით, რომ გაეკეთებინა ის, რაც მათ მოუსურვებოდათ.

 

 

75 წლის მნანგაგვა ვიცე-პრეზიდენტობამდე თავდაცვის და სახელმწიფო უსაფრთხოების მინისტრად მსახურობდა.

 

 

გრეის მუგაბე, „ზანუ PF-ის“ ქალთა ლიგის ხელმძღვანელი და ვიცე-პრეზიდენტი მნანგაგვა, პრეზიდენტობის მთავარ კანდიდატებად მოიაზრებოდნენ იმ დროისთვის, როცა რობერტ მუგაბე თანამდებობას დატოვებდა ან გარდაიცვლებოდა.

 


93 წლის რობერტ მუგაბე ზიმბაბვეს ხელისუფლებაში 1980 წლის შემდეგ იმყოფება. იგი პრეზიდენტად 1987 წელს აირჩიეს, მანამდე კი, 7 წლის განმავლობაში ქვეყნის პრემიერ მინისტრის პოსტი ეკავა. იგი მომავალი წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას აპირებს.

 


სადღეისოდ კი, რობერტ მუგაბე მსოფლიოში ყველაზე ასაკოვანი მმართველია.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი