იმ ადგილის სიახლოვეს, სადაც არგენტინის წყალქვეშა გემი გაუჩინარდა, „არანორმალური, უცნაური, ძლიერი მოვლენა“ გამოვლინდა
23-11-2017, 20:00

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

არგენტინის სამხედრო-საზღვაო ფლოტმა განაცხადა, რომ იმ ადგილის სიახლოვეს, სადაც გასულ კვირას წყალქვეშა გემი გაუჩინარდა, აფეთქების ხმა გაიგეს.

 


როგორც BBC იუწყება, საზღვაო ფლოტის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ „არანორმალური, უცნაური, მოკლე, ძლიერი, არატრადიციული მოვლენა“ იქნა გამოვლენილი ატლანტის ოკეანის სამხრეთ ნაწილში.

 


წყალქვეშა გემი „სან-ხუანი“, რომლის ბორტზეც ეკიპაჟის 44 წევრი იმყოფებოდა, გასული კვირის ოთხშაბათს გაუჩინარდა.

 


კაპიტანმა ენრიკე ბალბიმ განაცხადა, რომ არგენტინის საზღვაო ფლოტს ეცნობა იმ საეჭვო აფეთქების შესახებ, რომელიც გემის, ამ დრომდე ცნობილი ბოლო ადგილმდებარეობის სიახლოვეს მოხდა.

 


კაპიტანმა ბალბიმ განაცხადა, რომ საზღავო ფლოტმა საეჭვო აფეთქების მხოლოდ ადგილმდებარეობა იცის და არა მისი მიზეზი.

 


მისი თქმით, სამძებრო სამუშაოები ამ ადგილას იქნება კონცენტრირებული.

 


ოთხშაბათს, კაპიტანმა ბალბიმ განაცხადა, რომ გემის ბორტზე ჟანგბადის ამოწურვის პრობლემა იქნება.

 


ნათესავები ახალ ამბებს მარ დელ პლატას სამხედრო-საზღვაო ბაზის გარეთ ელოდებიან.

 

 

 


ეკიპაჟის ერთ-ერთი წევრის დამ განაცხადა: „თავს ისე ვგრძნობ, რომ თითქოს გვამს ველოდები“.

 


სამძებრო სამუშაოებში სხვა ქვეყნებს შორის ბრაზილია, ჩილე, კოლუმბია, საფრანგეთი, გერმანია, პერუ, სამხრეთ აფრიკა, ურუგვაი, დიდი ბრიტანეთი არიან ჩართული და ამ ქვეყნებიდან ზოგმა გემები, ზოგმა კი თვითმფრინავები გააგზავნა არგენტინის დასახმარებლად.

 

 

შეერთებული შტატების საზღვაო ფლოტმა ორი წყალქვეშა სატრანსპორტო საშუალება განალაგა, რომელიც ულტრახმოვან ლოკატორს იყენებს ზღვის ფსკერზე გამოსახულებების შესაქმნელად.

 


„ნასას“ კვლევითმა თვითმფრინავმა სამძებრო ადგილებს გადაუფრინა, მაგრამ ვერაფერი შენიშნა, იუწყება BBC.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი