ჩრდილოეთ კორეის უმაღლესი რანგის დელეგაციის სამხრეთიდან დაბრუნების შემდეგ, კიმ ჩენ ინმა სამხრეთ კორეა მისი „შთამბეჭდავი“ მასპინძლობისათვის შეაქო
13-02-2018, 08:58

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა შეაქო სამხრეთ კორეა მისი „შთამბეჭდავი“ ძალისხმევისათვის, გამორჩეულად გამასპინძლებოდა ფხენიანიდან წარგზავნილ დელეგაციას ზამთრის ოლიმპიადის განმავლობაში.

 


როგორც BBC იუწყება, სახელმწიფო მედიის ცნობით, კიმმა მადლობა უთხრა სამხრეთს იმისათვის, რომ „პრიორიტეტი მიანიჭა“ ჩრდილოეთის დელეგაციის ვიზიტს ფხენჩხანის თამაშებზე.

 

 

 

 

კიმ ჩენ ინმა გააკეთა მოწოდება სამხრეთ კორეასთან „შერიგების თბილი კლიმატის“ „შემდგომი გამოცოცხლებისაკენ“, რაც ზამთრის ოლიმპიადის მიერ შეიქმნა.

 


კიმ ჩენ ინის კომენტარები მას შემდეგ გაკეთდა, რაც ფხენიანის უმაღლესი რანგის დელეგაცია, რომელსაც სახელმწიფოს ცერემონიული მეთაური კიმ ჩენ ნამი და უზენაესი ლიდერის გავლენიანი და, კიმ იო ჩენი ხელმძღვანელობდნენ, სამშობლოში დაბრუნდა და ვიზიტის შესახებ მას ანგარიში ჩააბარეს.

 


ოლიმპიური თამაშები 25 თებერვლამდე გაგრძელდება.

 


„დელეგაციის მიერ ანგარიშის მიღების შემდეგ, კიმ ჩენ ინმა ამაზე კმაყოფილება გამოხატა“, იტყობინება ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო მედია.

 


„ძალიან შთამბეჭდავი იყო განსხვავებული მახასიათებლები სამხრეთის მხარისა, რომელმაც განსაკუთრებულად მიანიჭა პრიორიტეტი კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკის წევრების ვიზიტს... და გამოხატა მათდამი მადლობა“.

 


ქალბატონი კიმ იო ჩენი და ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფოს ცერემონიული მეთაური კიმ ჩენ ნამი ყველაზე მაღალი რანგის წარმომადგენლები იყვნენ, რომლებიც სამხრეთ კორეაში 1950-იანი წლების კორეული ომის შემდეგ ჩავიდნენ.

 

 

ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის გავლენიანი და, პოლიტბიუროს წევრი, კიმ იო ჩენი და კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკის ცერემონიული მეთაური, პარლამენტის ხელმძღვანელი კიმ ჩენ ნამი სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა მუნ ჯე ინმა სეულში საპრეზიდენტო სასახლეში თავაზიან და მომღიმარ ატმოსფეროში 3 საათის განმავლობაში მიიღო.

 

 

კიმ ჩენ ანმა სამხრეთ კორეის პრეზიდენტი მუნ ჯე ინი ფხენიანში სამიტზე მიიწვია.

 

 

ხელით ნაწერ მიწვევაში, რომელიც მუნს ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის უმცროსმა დამ, კიმ იო ჩენმა გადასცა, ნათქვამია, რომ კიმ ჩენ ინს აქვს სურვილი შეხვდეს სამხრეთ კორეის პრეზიდენტს „ყველაზე ადრე შესაძლებელ დღეს“, განაცხადა საპრეზიდენტო „ცისფერი სახლის“ წარმომადგენელმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი