ბენიამინ ნეთანიაჰუმ ისრაელის დაზვერვის მიერ თეირანში მოპოვებული „საიდუმლო ბირთვული ფაილები“ გამოამზეურა, რაც „ადასტურებს ირანის ბირთვული იარაღის“ შექმნისაკენ სწრაფვას
30-04-2018, 21:55

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ისრაელის პრემიერ მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ, მისი სიტყვებით, „საიდუმლო ბირთვული ფაილები“ გამოამზეურა, რაც ამტკიცებს, რომ ირანი მალულად ადგას ბირთვული იარაღის შექმნის გზას.

 


მან განაცხადა, რომ ისრაელის მიერ მოპოვებული 55 000 გვერდიანი დოკუმენტი აჩვენებს, რომ ირანმა მოატყუა მსოფლიო მას შემდეგ, რაც 2015 წელს ბირთვულ შეთანხმებაზე მოაწერა ხელი, რომლის თანახმადაც, მისთვის ეკონომიკური სანქციების მოხსნის სანაცვლოდ, ბირთვული და სარაკეტო პროგრამების განვითარებაზე განაცხადა უარი.

 


ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯავად ზარიფმა ნეთანიაჰუს „ხალხის გასულელებაში“ „თვითერის“ მეშვეობით დასდო ბრალი.

 


თელ-ავივში, ისრაელის თავდაცვის სამინისტროდან ინგლისურ ენაზე საუბრისას ნეთანიაჰუმ აჩვენა, მისი სიტყვებით, საიდუმლო დოკუმენტების „ზუსტი ასლები“, რომლებიც თეირანში ისრაელის დაზვერვამ მოიპოვა.

 


„ეს ფაილები საბოლოოდ ადასტურებს იმას, რომ ირანი უტიფრად ტყუოდა, როცა ის აცხადებდა, რომ არასოდეს ჰქონდა ბირთვული იარაღის პროგრამა“, თქვა მან.

 

 

ნეთანიაჰუს განცხადებამდე რამდენიმე საათით ადრე ირანის ატომური ენერგიის სააგენტოს ხელმძღვანელმა გამაფრთხილებლად განაცხადა, რომ თეირანს გააჩნია ტექნიკური შესაძლებლობა გაამდიდროს ურანი უფრო მაღალ დონეზე, ვიდრე ეს მას 2015 წლამდე, 6 სახელმწიფოსთან ბირთვული შეთანხმების ხელმოწერამდე შეეძლო და გადადგამს კიდეც ამ ნაბიჯს, თუკი შეერთებული შტატები გამოვა შეთანხმებიდან. 

 

 

„როიტერსის“ ცნობით, სააგენტოს ხელმძღვანელმა ალი აკბარ სალეჰიმ აღნიშნულის შესახებ სახელმწიფო ტელევიზიით გამოსვლისას განაცხადა.

 

 

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა 12 მაისამდე უნდა გადაწყვიტოს, დარჩება თუ არა ამერიკა აღნიშნულ შეთანხმებაში და თუკი მის მიერ არაერთხელ გაჟღერებულ განცხადებებს, მათ შორის გასულ კვირას საფრანგეთის პრეზიდენტთან, ემანუელ მაკრონთან თეთრ სახლში შეხვედრისას გაკეთებულ კომენტარებს დავეყრდნობით, დიდი ალბათობით იგი დატოვებს შეთანხმებას და იგივე ნაბიჯის გადადგმისკენ მოუწოდებს მის ევროპელ მოკავშირეებსაც.

 

 

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა აშშ-ში ვიზიტის დასასრულს განაცხადა, რომ მისი მცდელობა, დაერწმუნებინა პრეზიდენტი ტრამპი ირანთან საერთაშორისო ბირთვული შეთანხმების შენარჩუნებაში, სავარაუდოდ, წარუმატებელი აღმოჩნდა.

 

 

სალეჰიმ გააფრთხილა ტრამპი არ აიღოს ამგვარი კურსი. „ირანი არ იტყუება... ტექნიკურად ჩვენ სრულად ვართ მომზადებული გავამდიდროთ ურანი უფრო მაღალ დონეზე, ვიდრე ჩვენ მას ვაწარმოებდით შეთანხმების მიღწევამდე... ვიმედოვნებ, ტრამპი მოუხმობს გონებას და დარჩება შეთანხმებაში“, განაცხადა სალეჰიმ.  

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი