ზაზა სარალიძე: თუ კაცია ზვიად ფხაკაძე, გაასაჯაროოს რას ვწერდი
26-06-2018, 18:32

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის, დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძემ პროკურორ ზვიად ფხაკაძის განცხადებას ეხმაურება. ზაზა სარალიძე ადასტურებს, რომ ის მოკლეტექსტურ შეტყობინებებს უგზავნიდა ფხაკაძეს მაშინ, როდესაც მისი შვილის მკვლელებს იცავდა.

 

 

„ვაგინებდი მკვდარს და ცოცხალს იქიდან გამომდინარე, რომ კიდევ ჩემი შვილის მკვლელს იცავს კბილებით და ვთხოვდი, სად არის ჩემი შვილის მკვლელი-მეთქი. ახლაც შევაგინებ, თუ გინდათ. რა, სასამართლო დარბაზიდან რომ გამოვედი, არ ვაგინებდი? მაშინ რატომ არ მომთხოვა პასუხი. თუ კაცია და ვაჟკაცია, ადგეს და გაასაჯაროვოს, დახურულ სხდომაზე გავასაჯაროვებო, რომ ამბობს, გაასაჯაროოს პირდაპირ, რომ მთელმა საქართველომ ნახოს, რატომ ვაგინებდი და რა სიტყვებით ვაგინებდი. რას ნიშნავს მუქარის შემცველი ტექსტები? გაასაჯაროვოს და საზოგადოებამ ნახოს. ვაგინებდი მკვდარს და ცოცხალს. სადაც შევხვდები, იქაც ვაგინებ კიდევ მკვდარს და ცოცხალს იმიტომ, რომ ჩემი შვილის მკვლელის ხელისდამფარებელია", განუცხადა ზაზა სარალიძემ ჟურნალისტებს.

 

 

პროკურორ ზვიად ფხაკაძე კი აცხადებს, რომ საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ზაზა სარალიძის სახელით მუქარის შემცველი შეტყობინებები მიიღო.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი