კახა კალაძე: პრეზიდენტს არ სჭირდება იმხელა ავლაბრის სასახლე
13-08-2018, 13:41

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მმართველი გუნდის წევრებმა ათონელის ქუჩაზე ორბელიანის სასახლეზე მიმდინარე სამუშაოები მოინახულეს. მმართველი გუნდის წევრების მოსაზრება, რომ პრეზიდენტი ავლაბრის კი არა, ორბელიანის სასახლეში უნდა იყოს, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას ემთხვევა, თუმცა „ქართული ოცნების“ წევრები ჯერ კიდევ არ აკონკრეტებენ, დაუჭერენ თუ არა მხარს სალომე ზურაბიშვილს. თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, კანდიდატი, რომელსაც „ქართული ოცნება“​ დაუჭერს მხარს, არ უნდა წარმოადგენდეს, რომელიმე პარტიის ინტერესებს.

 

 

„თავის დროზე მე მგონია, რომ ეს ზუსტად მაგის გამო გაკეთდა და ვფიქრობ, რომ იმ შინაარსით როგორც არის დღეს პრეზიდენტი წარმოდგენილი, ჩვენ გვაქვს საპარლამენტო რესპუბლიკა, პრეზიდენტს აღარ აქვს ის უფლებამოსილებები, რაც 2012 წლამდე იყო და შესაბამისად არც იმხელა სახლი სჭირდება, რომ მაგალითად ავლაბრის სასახლეში იყოს განთავსებული, შესაბამისად ეს არის საუკეთესო შენობა-ნაგებობა და ადგილიც რეაბილიტაციის შემდეგ მე მგონია თბილისში იქნება ერთ-ერთი საუკეთესო ყველანაირი შინაარსით.

 

 

ჩვენ გავაკეთებთ განცხადებას, ჯერ დრო არის ვუყურებთ კამპანიას ზოგადად, ჯერ აქტიურ ფაზაში არ არის შესული, ვნახოთ შეიძლება კიდევ სხვა ბევრი დამოუკიდებელი კანდიდატი დარეგისტრირდეს, ჩვენთვის მთავარი არის ის რომ კანდიდატი იყოს დამოუკიდებელი და არ განეკუთნებოდეს კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიას“, განაცხადა კახა კალაძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი