სალომე ზურაბიშვილი: ავლაბრის სასახლეში პრეზიდენტი აღარ უნდა იყოს
12-08-2018, 10:59

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი „შაბათის ქრონიკის“  ეთერში აცხადებს, რომ გამარჯვების შემთხვევაში ავლაბრის სასახლეში არ შევა, რადგან ეს სასახლე პრემიერ მინისტრს, ან საგარეო საქმეთა მინისტრს უფრო შეეფერება, თავისი ფუნქიციებიდან გამომდინარე. ზურაბიშვილი ასევე ამბობს, რომ  პრეზიდენტობის დროს ის თავის სახლში იცხოვრებს და რეზიდენციაში ფეხით ივლის.

 

 

„ის სასახლე, რომელიც არსებობს, გვინდა, არ გვინდა, მოგვწონს თუ არ მოგვწონს, ეს არის უკვე სახელმწიფოს სიმბოლო. ამიტომ, იქ უნდა შევიდეს ან პრემიერი, ან საგარეო საქმეთა მინისტრი, ან გახდეს უცხოელებთან საერთო მიღების ადგილი. ეს უკვე მთავრობის მიერ არის გადასაწყვეტი. პრეზიდენტი იქ აღარ უნდა იყოს. პრეზიდენტი უნდა იყოს ისეთ ადგილას, რომელიც უხდება თავის ფუნქციებს და ქალს და ორბელიანის სასახლე ბევრად უხდება.

 

 

მე მინდა ვიყო სხვა ტიპის პრეზიდენტი, რომელიც ამ ქვეყანას არ ჰყოლია. მე ჩემს სახლში ვიცხოვრებ და არა სხვაგან. სახლიდან ფეხით ვივლი, ისე, როგორც დავდივარ დღეს. ამაში არავინ შემცვლის, იმიტომ, რომ ბაზარში ჩემი საყიდლები მე უნდა ვიყიდო, იქ უნდა წავიდე და შევხვდე ხალხს იმიტომ, რომ ხალხის მოსმენა არის ის, რაც მართლაც სჭირდება ამ ქვეყანას“, აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.

 

კომენტარები: 1
#1  Gubeladze shota avtandilovich
      
ჯერ თუ გირჩევს ხალხი ის იკითხე და გაარკვიე
12 აგვისტო 2018 03:48
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი