„...შენ ჩამოდი 9 სექტემბერს თბილისში და დანარჩენს კი ნახავ“ - გურამ კაშიას „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი ემუქრება
29-08-2018, 12:52

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს ეროვნული ნაკრების ვიცეკაპიტანი, გურამ კაშია მორიგი შეურაცხყოფის მსხვერპლი გახდა. გურამ კაშიას მიმართ შეურაცხყოფა ამჯერად UEFA-ს გადაწყვეტილებას მოჰყვა, რომლის მიხედვითაც, ვიცეკაპიტანს ლგბტ თემის მხარდაჭერისთვის UEFA თანასწორობის ჯილდოს გადასცემს.

 

 

„პატრიოტთა ალიანსის“ წევრი კონსტანტინე მორგოშია  გურამ კაშიას „ფეისბუქის“ საშუალებით დაემუქრა, „კურიერთან“ სატელეფონო საუბრისას კი საპროტესტო აქცია დაანონსა, რომელიც 9 სექტემბერს გაიმართება, იმისთვის რომ გურამ კაშიამ არ მიიღოს მონაწილეობა საქართველოს ეროვნული ნაკრების თამაშში.

 

 

„...შენ ჩამოდი 9 სექტემბერს თბილისში და დანარჩენს კი ნახავ“, წერს სოციალურ ქსელში კონსტანტინე მორგოშია.

 

 

„საქართველოს ნაკრების გულშემატკივრები გვიკავშირდებიან და გვეუბნებიან, რომ 9 სექტემბერს მივიდეთ და საშუალება არ მივცეთ, რომ ითამაშოს, ოღონდ ძალით კი არ ჩავუხტებით სტადიონზე, უბრალოდ არ უნდა გამოვიდეს საქართველოს ეროვნული ნაკრების მაისურით, პროტესტზეა საუბარი, ძალადობას არ ვაპირებთ. ათასობით ადამიანი მივა და პროტესტი, სტვენა, რა ვიცი...“ განაცხადა მორგოშიამ.

 

 

სპორტსმენი კი Instagram-ში წერს, რომ სანამ ერთი გულშემატკივარი მაინც ეყოლება საქართველოში, მისთვის გამოცხადდება და ითამაშებს ეროვნულ ნაკრებში.

 

 

რამდენიმე წუთის წინ კი კონსტანტინე მორგოშიამ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ დაწერა, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით შსს-ში დაიბარეს.

 

 

გურამ კაშიას მიერ  გასულ წელს თამაშის დროს ლგბტ თემის დროშის ფერების სამკლაურის გაკეთებას საქართველოს მოსახლეობის ნაწილის მხრიდან უარყოფითი შეფასება მოჰყვა, ხოლო „უეფამ“  ქართველი ფეხბურთელი ლგბტ თემის მტკიცე და უდრეკი მხარდაჭერისათვის  თანასწორობის პრიზით დააჯილდოვა.

 

 

„დიდი პატივია, როდესაც ისეთი ორგანიზაცია გაჯილდოებს, როგორიც უეფაა. ძალიან მნიშვნელოვანია და მე მართლაც ამაყი ვარ ამ ჯილდოთიო. დიდი მიღწევაა ჩემთვის, ჩემი ოჯახისთვის და იმედი მაქვს, ჩემი ქვეყნისთვისაც. UEFA ასეთ საკითხებს დიდ ყურადღებას ანიჭებს, რაც ძალიან კარგია. მე ყოველთვის ვიქნები ადამიანების თანასწორობის მხარეს მოედანზეც და მოედნის გარეთაც. მე მართლაც ამაყი ვარ და ძალიან მაგარია, რომ ამ ჯილდოს ვიღებ“, განაცხადა გურამ კაშიამ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი