გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხელთუბანში გარდაცვლილი 18 წლის ახალგაზრდის, თორნიკე მერებაშვილის ოჯახი სამართალდამცავებს დამნაშავეების მფარველობაში ადანაშაულებს.
მერებაშვილის ოჯახი დამნაშავეების დასჯას ითხოვს, როგორც აქციაზე გარდაცვლილი თორნიკე მერებაშვილის მამამ, მერაბ მერებაშვილმა განაცხადა სამართალდამცავები მუშაობენ ავარიის საქმეზე, მისივე თქმით, ეს იყო მკვლელობა და არა ავარია.
მერებაშვილის მამა ითხოვს ადგილზე მივიდნენ შინაგან საქმეთა მინისტრი, მთავარი პროკურორი და პრემიერი, რათა გაეცნონ ვითარებას და დადგინდეს მკვლელის ვინაობა.
ცოტა ხნის წინ, აქციის მონაწილეებს და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირება მოხდა. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და გადაკეტილი ავტომაგისტრალის გახსნას ცდილობს. მოსახლეობის აქციაზე რამდენიმე მონაწილე შეუძლოდ გახდა და ადგილზე სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახური გამოიძახეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.