გადადგომის წერილით გაბრაზებულმა ტრამპმა გენერალი მატისი თავდაცვის მდივნის პოსტიდან ვადაზე ადრე გაუშვა და მისი შემცვლელი დაასახელა
24-12-2018, 14:28

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კვირას განაცხადა, რომ თავდაცვის მდივნის პოსტზე, ჯეიმს მატისს იმაზე 2 თვით ადრე შეცვლის, ვიდრე ეს მოსალოდნელი იყო. როგორც სააგენტო „როიტერსი“ იტყობინება, ოფიციალური პირების განცხადებით, ტრამპის ეს გაბრაზებული ნაბიჯი მატისის მიერ თანამდებობიდან წასვლის შესახებ გამოქვეყნებულმა წერილმა განაპირობა, რომლითაც გენერალი პრეზიდენტის საგარეო პოლიტიკის გამო მკაფიო უკმაყოფილებას გამოხატავდა.

 


ხუთშაბათს, მატისმა მოულოდნელად განაცხადა, რომ იგი თანამდებობიდან მიდიოდა და გადაწყვეტილება ძალაში მომავალი წლის 28 თებერვალს შევიდოდა. პოსტიდან წასვლის მიზეზად გენერალმა მატისმა ტრამპის საგარეო პოლიტიკა დაასახელა, მათ შორის, სირიიდან ყველა საჯარისო შენაერთის მოულოდნელი გამოყვანა და ავღანეთში მყოფი ამერიკელი სამხედროების შემცირების გეგმა.

 


ტრამპი სირიის და ავღანეთის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გამო მისი თანაპარტიელი „რესპუბლიკელების“, ასევე „დემოკრატების“ და საერთაშორისო მოკავშირეების მხრიდან მძაფრი კრიტიკის ობიექტი გახდა.

 


როგორც „რესპუბლიკელების“, ასევე „დემოკრატების“ მიერ დიდად პატივსაცემი მატისის გადადგომამ წუხილები წარმოშვა გლობალური უსაფრთხოებისადმი ტრამპის არაპროგნოზირებადი, ერთპიროვნული მიდგომის გამო.

 


ტრამპმა განაცხადა, რომ თავდაცვის მდივნის პოსტს 1-ელი იანვრიდან მატისის მოადგილე პატრიკ შანაჰანი დაიკავებს.

 


თავისი გადადგომის წერილში მატისმა მკაფიოდ გააკრიტიკა ტრამპი ამერიკის იმ უახლოესი მოკავშირეების დაუფასებლობისათვის, რომლებიც ორივე კონფლიქტში შეერთებული შტატების გვერდიგვერდ იბრძოდნენ. მატისმა თქვა, რომ ტრამპი იმსახურებდა ისეთი თავდაცვის მდივნის ყოლას, რომელიც უფრო ახლოს იდგებოდა მის შეხედულებებთან.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი