პაატა ბურჭულაძე: მთელ მსოფლიოში წარმადგენენ, როგორც რუსულ ბანს და მე ამით ვამაყობ
13-08-2015, 00:46

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

"ქართველებს რუს ხალხზე უფრო ახლობელი ერი არ ჰყავთ, დაწყებული რწმენით და დამთავრებული მენტალობით", - ამ სათაურით აქვეყნებს ინტერვიუს რუსული გამოცემა "იზვესტია" ცნობილ ქართველ ბანთან პაატა ბურჭულაძესთან.


"პაატა ბურჭულაძე იმის შესახებ, რატომ თვლის თავს საბჭოთა ადამიანად", - იუწყება ინტერვიუს შესავალი.

 
"როგორ შემიძლია, მე თავს არ ვთვლიდე საბჭოთა ადამიანად, თუკი მე გავიზარდე სსრ კავშირში? მე ძალიან ბევრი მეგობარი დამრჩა რუსეთშიც, უკრაინაშიც, აზერბაიჯანშიც, როგორ დავივიწყო ისინი? ჩვენ ერთნაირად აღვიზარდეთ, ძალიან კარგად გვესმის ერთმანეთის. ვთვლი, რომ გაგვიმართლა, რომ ერთ დიდ ქვეყანაში გავიზარდეთ, სადაც ბევრი კარგი რამ ხდებოდა. ნახევარი სიტყვითაც ვუგებთ ერთმანეთს. ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენი შვილიშვილები ერთმანეთისთვის უცხოელები იქნებიან. ეს ძალიან მადარდებს", - ამბობს ქართველი ბანი "იზვესტიასთან" ინტერვიუში, ხოლო რეპლიკაზე: "რუსებს უყვართ ქართველი ვარსკვლავები, დაწყებული ზურაბ სოტკილავათი და დამთავრებული კახა ცისკარიძით", პაატა ბურჭულაძე პასუხობს:


"ქართველებსაც არავინ ჰყავთ უფრო ახლობელი ერი, ვიდრე რუსეთია. დაწყებული რწმენითა და დასრულებული მენტალობით", ხოლო ინტერვიუს მსვლეობისას ამბობს:


"მე ვის წარმოვადგენ? მე წარმოვადგენ რუსულ საოპერო სკოლას, რომელიც ძველებულად ძლიერ ფუნდამენტზე დგას. მე ვსწავლობდი მშვენიერ პედაგოგთან - ევგენი ივანოვთან. მთელს მსოფლიოში წარმადგენენ, როგორც რუსულ ბანს და მე ამით ვამაყობ", - აცხადებს პაატა ბურჭულაძე.

 

პაატა ბურჭულაძესთან ინტერვიუს სრული, რუსულენოვანი ვარიანტი იხილეთ ბმულზე: http://izvestia.ru/news/519688 

კომენტარები: 12
#12   მიხეილ
      
თუ ეს მართლა სიმართლეს შეესაბამება:რუსული სკოლის აღზრდილი იყო მაზნიაშვილიც, მაგრამ საქართველოს შესწირა თავიც და ოჯახიც... ასეთი მოაზროვნე და მოლაპარაკე ყველა ქართველი შემირცხვენია...
8 სექტემბერი 2015 09:03
#11   slim
      
სამწუხაროა :( მე ის სხვანაირ ადამიანად და პატრიოტად წარმომედგინა
19 აგვისტო 2015 12:30
#10   shorena
      
Ra vizamt...verafers vityvi...guli damwyda
17 აგვისტო 2015 14:17
#9   vakhtang. imedashvili.
      
ნაღდათ არაფერი არის საამაყო რო დაიბადე საბჭოთა კავშირში , ბოროტების იმპერიაში , ბაყონ პაატას მთელ მსოფლიოში აქვს გზა ხსნილი , წავიდეს და მოინახულოს თავის ახლობლები , ვინ უშლის , მაგრამ საბჭოთა კავშირი გენატრებოდეს ? რა საოპერო სკოლაც არ უნდა ჰქონდეს ადამიანს დამთავრებული , მაინც უნდა სთქვას რო ქართული სკოლა მაქვს გავლილი და დიდი ქართველები იყვნენ მასწავლებლები, რუსებს რრა გულის მოგების ნიშნით აქებს? ვერ გავიგე .ქართველობა და კაცობა არ აკლია ბატონ პაატას , ესეთი ინტერვიუ ცოტა გასაკვირია , თუმცა ყველას თავის აზრის გამოხატვის უფლება აქვს.
16 აგვისტო 2015 23:34
#8   irakli
      
ღირსეული ქართველები საბჭოთა კავშირში ცხოვრობდნენ და ქართველებად რჩებოდნენ. Eს არსება კი დამოუკიდებელი საქართველოს ჰიმნს მღერის და თავს საბჭოთა მოქალაქედ მიიჩნევს
16 აგვისტო 2015 07:45
#7   lana
      
კულტურა და პოლიტიკა სხვადასხვა თემებია მაინც...
16 აგვისტო 2015 01:20
#6   sandro
      
https://www.facebook.com/ramin.gogokhia/videos/vb.100001931634567/63365335004238
0/?type=3&theater
15 აგვისტო 2015 15:03
#5   გიორგი
      
რუსული საოპერო სკოლა, როგორც ასეთი არარსებობს. რუსეთში საოპერო ხელოვნება და ბელკანტო შევიდა იტალიიდან, სადაც 17-ე საუკუნეში ჩამოყალიბდა კიდეც ეს ხელოვნება. ამას არც რუსები უარყოფენ. ის, რაც პაატამ რუსი პედაგოგებისგან შეითვისა, თავად ამ რუსებს იტალიელებისგა ჰქონდათ ნასწავლი. სხვათაშორის, პაატას ლა სკალაშიც აქვს პრაქტიკა გავლილი და რატომ მათ ღვაწლს არ იხსენიებს არ ვიცი. და საერთოდ, ის, რომ ბ-ნი პაატა ასეთი მიღებულია მსოფლიო სცენაზე მე როგორც ქართველს მეამაყებოდა და ახლა თუ როგორც რუს მომღერლად წარადგენენ და რუსულ ხელოვნებას წარმოადგენს, მაშინ რუსებმა იამაყონ მისით. ძალიან ვწუხვარ, მაგრამ ვერაფერს გავაწყობ. ეს თავად პაატას გადაწყვეტილებაა. რუსულ საოპერო ვოკალურ ხელოვნებაზე და მის წარმოშობაზე კი წაიკითხეთ http://cyberleninka.ru/article/n/stanovlenie-vokalnogo-obrazovaniya-v-rossii
15 აგვისტო 2015 06:49
#4  guardian.ge
      
მადლობას მოგახსენებთ კომენტარებისთვის. ამასთან გაფრთხილებთ, რომ ყველა უცენზურო კომენტარი წაიშლება და განმეორების შემთხვევაში დაიბლოკება მომხმარებელი.


ყველას შეუძლია ნებისმიერ თემაზე თავისი ყველაზე კრიტიკული მოსაზრებაც კი გამოხატოს, ოღონდ ტექსტი არ უნდა შეიცავდეს უხამს გამონათქვამებს!!!


დიდი მადლობა, რომ ეცნობით ჩვენს ვებგვერდს და გამოთქვამთ თქვენს მოსაზრებებს!
15 აგვისტო 2015 06:09
#3   ნათელა
      
დარწმუნებული ვარ, ბ-ნი პაატა ამაყობს არა მხოლოდ ქართველობით, არამედ იმითაც, რა რეალობაშიც ჩამოყალიბდა შემოქმედად და უპირველეს ყოვლისა ადამიანად!
15 აგვისტო 2015 03:01
#2   დიანა
      
კარგ მთქმელს კარგი გამგონე უნდა, ხალხნო!!! ბ-ნ პაატას არ უთქვამს - "რუსობით" ვამაყობო! და, მასზე დიდი ქართველი რომელი ბრძანდებით, ძალიან მაინტერესებს? ბ-ნი პაატა ვოკალის რუსულ სკოლას გულისმობს, პატივს სცემს და თავს მიიჩნევს მის წარმომადგენლად, როგორც საბჭოთა პერიოდში გaზრდილი ადამიანი, ვოკალის სხვა სკოლას ვერც გაივლიდა და, შალიაპინის ქვეყანას, შალიაპინის სკოლას მიიჩნევს საამაყოდ და არა - პუტინსა და "პუტინის რუსეთს..." თუ კარგად დააკვირდებით, მაგავე ინტერვიუს დასაწყისში გ ა რ კ ვ ე ვ ი თ წერია, რომ: „ქ ა რ თ ვ ე ლ ი ბანი პაატა ბურჭულაძე პარიზის ოპერის სცენაზე „დონ ჟუანში“ კომანდორის პარტიას ასრულებს“ და ეს უნდა გვეამაყებოდეს, თუ ქართველები ვართ და სიკეთის და სიმართლის დანახვა გვინდა... ისინი კი, ვინც პაატა ბურჭულაძეზე „დიდ მტერს“ ვერ ხედავს საქართველოში... შემებრალებოდნენ, მათი გულწრფელობისა რომ მჯეროდეს... ბ-ნო პაატა!!! ვოკალისტს ასეთი გულისტკენა ათმაგად აზარალებს,ამიტომ გულთან ნუ მიიტანთ ამ მედროვეთა ღვარძლს! თქვენ ბევრად მეტს უყვარხართ საქართველოსა და მთელს მსოფლიოში, მთელი ქართველი ერი გეთაყვანებათ და ამაყობს თქვენით!!! ღმერთმა დიდ ხანს გამღეროთ, საქართველოსა და ქართული კულტურის სასახელოდ და სადიდებლად!!!!!
15 აგვისტო 2015 00:47
#1   მაკა
      
ქართველობით რომ იამაყოს არა? რუსი რო დამიძახოს ვინმემ თუნაც ბერძენი ინგისელი გავუსწორებ .აუცილებლად! .რა ქართველობა არაა სამაყო ?რუსობით რუსმა იამაყომ (თან რუსობა მაგარი საამაყოა ხო იცი) ეგ იგივე ქართველობაზე უარის თქმაა ირიბად ბატონო პაატა...
14 აგვისტო 2015 09:53
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი