გიორგი კვირიკაშვილმა გიორგი გახარიას შესახებ განაცხადა: „მას რომ ეთქვა, რომ ყველა ჩინოვნიკის სკამი შემოევლოს მაკო გომურის თვალს, მე მგონია, რომ ეს იქნებოდა მისი მხრიდან სწორი ნაბიჯი და ის პოლიტიკისთვის იქნებოდა ცოცხალი ადამიანი“
28-09-2019, 14:47

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გიორგი გახარიას პრემიერ მინისტრობას დრო შეაფასებს, რაც შეეხება მის გადადგომას, მე ვფიქრობ, რომ ის პოლიტიკისთვის გაცილებით უკეთ შეინახავდა თავს, მას რომ მიეღო გადადგომის გადაწყვეტილება, - განაცხადა „TV პირველთან“ საუბრისას საქართველოს ყოფილმა პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა.

 


„გიორგი გახარიას პრემიერ მინისტრობას დრო შეაფასებს, რაც შეეხება მის გადადგომას, მე ვფიქრობ, რომ ის პოლიტიკისთვის გაცილებით უკეთ შეინახავდა თავს, მას რომ მიეღო [გადადგომის გადაწყვეტილება], უბრალოდ გამოსულიყო და ეთქვა... მას არ მიუცია, დარწმუნებული ვარ, რომ მას არ უთქვამს, თვალში ესროლე ადამიანს, მაგრამ რადგანაც მოხდა ასეთი ამბავი, არსებობს პოლიტიკური პასუხისმგებლობის ცნება. მას რომ ეთქვა, რომ ყველა ჩინოვნიკის სკამი შემოევლოს აგერ, მაკო გომურის თვალს, მე მგონია, რომ ეს იქნებოდა მისი მხრიდან სწორი ნაბიჯი და ის პოლიტიკისთვის იქნებოდა ცოცხალი ადამიანი. რადგანაც მან ეს გადაწყვეტილება არ მიიღო, ჩემი აზრით მან თავის პოლიტიკურ კარიერას ძალიან დიდი ბზარი გაუჩინა საკუთარი ხელით. რა თქმა უნდა, მას უნდა დაეტოვებინა თანამდებობა“, განაცხადა კვირიკაშვილმა.

 


მან ასევე თქვა, რომ ქვეყანაში ინსტიტუტები თავიანთ ფუნქციებს ვერ ასრულებენ და ბიძინა ივანიშვილს აქვს გადაჭარბებული ძალაუფლება, იღებს ისეთ გადაწყვეტილებებს, რომელსაც არ უნდა იღებდეს“.

 

 

კომენტარები: 1
#1   იოსებ ნატროშვილი
      
გიორგი კვირიკაშვილი აღიარებს რომ ბიძინა იღებდა ყველა გადწყვეტილებებს და მის სურვილებს უსიტყვოდ ასრულებდა!
იქნებ ახსნას რაში იღებდა უზარმაზარ ხელფასებს, პრემიებს, დანამატებს, დაცვის სამსახურის და სხვა პრივილეგიებს, რომლისთვისაც ბიუჯეტის წელწადში ათეულობით მილიონი იხარჯებოდა?
ეს თაღლითურად ბიუჯეტის ძარცვა არ არის?

რა ნამუსით უნდა დაბრუნდეს პოლიტიკაში?
ან როდის იყო პოლიტიკაში ეს კრიმინალური ბანდის წევრი რომ იქ დაბრუნდეს?
რატომ ვერ ხვდება საზოგადოება რომ ეს თახსირები დაგვცინიან?
ისე როგორ უნდა წავიდეთ ამ ქვეყნიდან რომ ამათ პასუხი არ ვაგებინოთ?
28 სექტემბერი 2019 06:55
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი