ჩინეთმა გამოაცხადა, რომ კორონავირუსის მხოლოდ 6 ახალი იმპორტირებული შემთხვევაა გამოვლენილი
16-03-2020, 13:08

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ჩინეთმა ორშაბათს გამოაცხადა, რომ კორონავირუსის მხოლოდ 6 ახალი ინფიცირებაა გამოვლენილი და ექვსივე იმპორტირებული შემთხვევაა. სახელმწიფო მედიის ცნობით, 4 ინფიცირებული პირი ქვეყანაში ესპანეთიდან, 2 კი დიდი ბრიტანეთიდან შევიდა.

 


ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამაფრთხილებლად განაცხადა, რომ ახლა ქვეყნისათვის მთავარი რისკი იმპორტირებული შემთხვევებია.

 


უფრო ადრე, ჩინეთში მხოლოდ 4 ახალი ინფიცირებული გამოვლინდა, ყველა მათგანი „ადგილობრივია“ და ცხოვრობს ჰუბეის პროვინციის ქალაქ ვუხანში, საიდანაც ახალმა კორონავირუსმა 2019 წლის დეკემბრის ბოლოს იფეთქა და რამდენიმე კვირაში მთელ მსოფლიოს ისეთი სისწრაფით მოედო, რომ ცოტა ხნის წინათ, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ დაავადება ეპიდემიად გამოაცხადა.

 


იმ ფონზე, როცა ჩინეთი პრაქტიკულად ეფექტურად უმკლავდება ახალ კორონავირუსს, საკმაოდ რთული მდგომარეობაა ირანში, იტალიაში, ესპანეთში, საფრანგეთში, გერმანიაში, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და დიდ ბრიტანეთში. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ ევროპა კორონავირუსის აფეთქების ახალ ეპიცენტრად გამოაცხადა. 

 

 

ამერიკის შეერთებულ შტატებში - ნიუ იორკში, ლოს-ანჯელესსა და ლას-ვეგასში დაიხურა ბარები და რესტორნები. ნიუ იორკში ასევე დაიკეტა სკოლები და თეატრებიც. ამასობაში ამერიკის 29 შტატმა გამოაცხადა, რომ მათ სკოლების დახურვის გადაწყვეტილება მიიღეს.   

 

 

აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, 79 წლის ექიმმა ანტონი ფაუჩიმ განაცხადა, რომ ქვეყანა კორონავირუსის ტესტირების ახალ ფაზაში შედის და ამერიკას „ყველაზე უარესი დღეები წინ ელოდება“.

 

 

იტალიის და ესპანეთის შემდეგ, ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა მკვეთრი ზრდა გამოვლინდა საფრანგეთში. კვირას, ჯანდაცვის მინისტრმა ოლივერ ვერანმა „France 2“-ს უთხრა, რომ ქვეყნის მასშტაბით დაახლოებით 5 400 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან თითქმის 1 000-ზე მეტი მხოლოდ შაბათს.

 


საფრანგეთში გაზრდილია ვირუსთან დაკავშირებული სიკვდილიანობაც და კვირის საღამოს საათებისთვის, ბოლო 24 საათის განმავლობაში ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 91-დან 120-ამდე გაიზარდა.

 

 

კვირა საღამოს კორონავირუსით დაღუპულთა ახალი მონაცემები გამოაქვეყნა იტალიამ, სადაც ბოლო 24 საათის განმავლობაში 368 ადამიანია გარდაცვლილი, მათგან ლომბარდიის რეგიონში 252, საერთო ჯამში კი ახალ კორონავირუსს იტალიაში უკვე 1 800-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. 

 

 

კვირა საღამოსთვის ესპანეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა 2 000 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 100-ზე მეტი კი გარდაიცვალა ბოლო 24 საათში.

 

 

დიდ ბრიტანეთში ახალი კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობა შაბათის შემდეგ 14-ით გაიზარდა და კვირა საღამოს 35 შეადგინა. კვირას, ადგილობრივი დროით დილის 9 საათის მონაცემებით, ბრიტანეთში კოვიდ-19-ით ინფიცირებულთა რიცხვმა 1 372 შეადგინა და შაბათ დილის იმავე პერიოდის მონაცემებთან შედარებით 232-ით არის გაზრდილი.

 

 

დიდი ბრიტანეთის მთავრობამ დაჟინებით მოუწოდა ბრიტანულ კომპანიებს შეუერთდნენ „ეროვნულ ძალისმხევას“, აწარმოონ უფრო მეტი გამაძლიერებელი სასუნთქი აპარატები და სხვა სამედიცინო მოწყობილობები, რათა დაეხმარონ ეროვნული ჯანდაცვის სამსახურს (NHS) კორონავირუსის შემთხვევების მკვეთრი ზრდის წინააღმდეგ საბრძოლველად.

 

 

ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრმა მეთ ჰანკოკმა შაბათ დილას თქვა, რომ ხანდაზმული ადამიანები მათი სიცოცხლის დაცვის მიზნით მომდევნო კვირების განმავლობაში 4 თვემდე უნდა მოაქციონ კარანტინში.    

 

 

ევროპის მთავრობების გაფრთხილება 

 

 

ევროპის სახელმწიფოთა მთავრობებმა სხვადასხვა შეფასებები გააკეთეს იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენ ადამიანს შეიძლება შეეყაროს თავიანთ ქვეყნებში ახალი კორონავირუსი. BBC-ის ცნობით, კვირას, საფრანგეთის განათლების მინისტრმა განაცხადა, რომ დაახლოებით ქვეყნის მოსახლეობის ნახევარი დაინფიცირდება კორონავირუსით.

 

 

გერმანიაში, კანცლერმა ანგელა მერკელმა კვირის დასაწყისში გააფრთხილა მოსახლეობა, რომ ქვეყნის მოსახლეობის 70%-ს - დაახლოებით 58 მილიონ ადამიანს შეიძლება შეეყაროს ვირუსი.

 


მანამდე ბრიტანეთის მთავრობამ განაცხადა, რომ დიდ ბრიტანეთში ეპიდემიის პიკზე შესაძლოა სამუშაო ძალის დაახლოებით ყოველი მეხუთე დაავადდეს ახალი კორონავირუსით და ყველაზე ცუდი სცენარის შემთხვევაში, დიდი აფეთქებისას ინფექცია 80%-ამდე ბრიტანელს შეიძლება შეეყაროს.

 

 

„ნათელია, რომ ახალი კორონავირუსი, კოვიდ-19 მსოფლიოსა და ჩვენს ქვეყანაში მოდევნო თვეების განმავლობაში იქნება მოდებული. ჩვენ გავაკეთეთ ის, რაც შეიძლება გაგვეკეთებინა ამ დაავადების შესაკავებლად. მაგრამ ეს ახლა გლობალური პანდემიაა და შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად მოიმატებს და იმ ადამიანების რაოდენობა, რომელიც ინფიცირებულია, მეტი, გაცილებით მეტი შეიძლება იყოს, ვიდრე ჩვენ ეს დადასტურებულად ვიცით. ზოგი ამას სეზონურ გრიპს ადარებს, მაგრამ ეს მართებული არ არის, ეს გაცილებით სახიფათოა და ის უფრო გავრცელდება და მე ვალდებული ვარ ვუთხრა ბრიტანეთის საზოგადოებას, ბრიტანელებს, რომ უფრო მეტი ოჯახი, ბევრი ოჯახი დაკარგავს მათი საყვარელ წევრებს“, უთხრა მოსახლეობას დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა ბორის ჯონსონმა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ ახალი კორონავირუსის პანდემიად გამოცხადების შემდეგ.

 


დიდ ბრიტანეთში 70 წელს გადაცილებულ ადამიანებს სთხოვეს, რომ გარკვეული პერიოდი სახლში დარჩნენ და გარეთ არ გავიდნენ.

 


დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრმა მეთ ჰანკოკმა BBC-ის უთხრა, რომ ბრიტანეთი არ გამორიცხავს სხვა ქვეყნების მსგავსად იმოქმედოს და ახალი კორონავირუსის გავრცელების შესაკავებლად ქვეყანაში აფთიაქების და სუპერმარკეტების გარდა ყველაფერი - რესტორნები, ბარები, მაღაზიები და სხვა დაწესებულებები დახუროს.

 


დიდ ბრიტანეთში სუპერმარკეტებმა მოქალაქეებს დაჟინებით მოუწოდეს არ მიეცენ პანიკას იმის შიშით, რომ თაროები შეიძლება დაცარიელდეს პროდუქტებისაგან, არ იყიდონ იმაზე მეტი საკვები, ვიდრე ეს მათ საჭიროებას წარმოადგენს და არ დატოვონ სხვები იმ პროდუქტების გარეშე, რაც მათ ესაჭიროებათ. „ყველაფერი საკმარისია ყველასათვის, თუკი ერთად ვიმუშავებთ“, ნათქვამია სუპერმარკეტების მიერ გავრცელებულ ერთობლივ წერილში.

 

მომზადებულია GUARDIAN.GE-ის მიერ

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი