ჩინეთში უკვე მე-3 დღეა კორონავირუსით ინფიცირების არც ერთი შიდა შემთხვევა არ გამოვლენილა - იტალიაში, ესპანეთში, საფრანგეთში და აშშ-ში კი ვირუსით დაავადებულთა რაოდენობა და სიკვდილიანობა მკვეთრად მატულობს
21-03-2020, 20:08

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ჩინეთში უკვე მესამე დღეა ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა არც ერთი შიდა შემთხვევა არ გამოვლენილა, თუმცა ახლა ქვეყანა იმპორტირებული ინფექციისა და ახალი აფეთქების საფრთხის წინაშე დგას, რადგან ყოველდღიურად ვლინდება ვირუსის უცხო ქვეყნებიდან შეტანის შემთხვევები, რაც ახალი წუხილის საგანს წარმოადგენს.

 

 

ჩინეთში პარასკევს კორონავირუსის 41 ახალი იმპორტირებული შემთხვევა გამოვლინდა, მათგან 14 პეკინში და 9 შანხაიში და საზღვარგარეთიდან შეტანილი ინფექციის შემთხვევების საერთო რაოდენობამ 269 შეადგინა. საქმე იმაშია, რომ ჩინეთში ახლა სტუდენტები და ემიგრანტები ბრუნდებიან ამერიკის შეერთებული შტატებიდან და ევროპიდან, სადაც გამკაცრებული ზომებია მიღებული ან ახლა შედის ძალაში.

 

 

ჯერჯერობით არ გავრცელებულა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საზღვარგარეთიდან ჩინეთში შესულ პირებს ადგილობრივებისათვის გადაედოთ დაავადება, მაგრამ ქვეყნის ჯანდაცვის სამსახურები მკაცრ ზომებს აწესებენ, რათა ინფექციის აფეთქების მეორე ტალღა არ დაუშვან.

 

 

ოთხშაბათი პირველი დღე იყო ჩინეთში, როდესაც ახალი კორონავირუსის არც ერთი შიდა შემთხვევა არ გამოვლენილა. ქვეყანაში, სადაც აქამდე უცნობმა კორონავირუსმა გასული წლის დეკემბრის ბოლოს იფეთქა, დღემდე 81 000-ზე მეტი ინფიცირებული გამოვლინდა - 3 245 გარდაიცვალა, 70 000-ზე მეტი გამოჯანმრთელდა, ხოლო ამჟამად ინფექციით 10 000-ზე მეტი ადამიანია დაავადებული და მკურნალობას გადის.

 


ბოლო დღეებში ჩინეთი უკვე იმაზეა ფოკუსირებული, რომ ვირუსის საზღვარგარეთიდან შემოტანა აღკვეთოს. 

 


აფეთქების პიკზე, ჩინეთმა უმკაცრესი საკარანტინო ზომები გაატარა, შეზღუდა გადაადგილებები, რომ შეეჩერებინა გავრცელება, მაგრამ წარმატებული ნაბიჯების გადადგმისა და ახალი შემთხვევების საოცარი კლების მიუხედავად, ჩინეთი ჯერ კიდევ არ გამოსულა სრულად სახიფათო მდგომარეობიდან.

 


ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ახლა ქვეყნისათვის ყველაზე დიდ საფრთხედ ახალი კორონავირუსის საზღვარგარეთიდან იმპორტირება მიიჩნია და აქედან გამომდინარე კიდევ უფრო მეტად გაამკაცრა ქვეყანაში შემსვლელებზე კონტროლი. ჩინეთის ხელისუფლება ქვეყანაში შესულ ყველა მოქალაქეს საგულდაგულოდ ამოწმებს ან კარანტინში უშვებს.

 

 

იტალიაში, პარასკევ საღამოს მონაცემებით, ერთი დღე-ღამის განმავლობაში ახალი კორონავირუსით გამოწვეულმა სიკვდილიანობამ რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი შეადგინა - ბოლო 24 საათში გარდაცვლილია 627 ადამიანი, ინფექციით დაღუპულთა საერთო რაოდენობა კი უკვე 4 032-ია. ქვეყანაში კორონავირუსის 47 021 შემთხვევაა დადასტურებული.

 

 

იტალიამ სიკვდილიანობის მაჩვენებლით უკვე საკმაოდ გადააჭარბა ჩინეთს, სადაც BBC-ის ცნობით, ეპიდემიის პიკზეც კი დღე-ღამეში 150-ზე მეტი ადამიანი არ მომკვდარა - ეს კი იმ ფონზე, როცა ჩინეთის მოსახლეობა 2020 წლის მარტის მონაცემებით 1 439 323 776-ს შეადგენს, იტალიისა კი 64 000 000-ს.

 

 

ესპანეთში, შაბათის მონაცემებით, ერთ დღეში ახალი კორონავირუსით გარდაცვალებულთა რეკორდული ზრდა დაფიქსირდა. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, შაბათის მონაცემებით დაღუპულთა რაოდენობა 324-ით გაიზარდა და საერთო ჯამში 1 326 შეადგინა. ასევე მნიშვნელოვნად არის გაზრდილი „კოვიდ-19“-ით ინფიცირებულთა რიცხვი. მხოლოდ ერთ დღეში 5 000-ზე მეტი ახალი დადასტურებული შემთვევაა გამოვლენილი და დაავადებით რეგისტრირებულთა საერთო რაოდენობა 24 926-ს შეადგენს.

 

 

როგორც BBC იუწყება, ესპანეთი უკვე მსოფლიოში მესამე ქვეყანაა, იტალიის და ჩინეთის შემდეგ, რომელიც ახალმა კორონავირუსმა ყველაზე მეტად დააზარალა.

 

 

ესპანური მედია წერს, რომ საავადმყოფოები, განსაკუთრებით მადრიდსა და მის მიდებარედ, ვერ აუდიან მზარდი შემთხვევების გამკლავებას. ესპანეთის მთავრობამ კორონავირუსის აფეთქების შესაჩერებლად ერთი კვირის წინ საზოგადოებრივი ცხოვრების მთელი რიგი  შემზღუდავი ზომები დააწესა.

 

 

საფრანგეთმა პარასკევს გამოაცხადა, რომ ბოლო 24 საათში კიდევ 78 პაციენტი გარდაიცვალა და ჯამში, ამ დრომდე სიკვდილიანობამ 450 შეადგინა, დაინფიცირებულია 12 612 ადამიანი.

 

 

რა ხდება ამერიკის შეერთებულ შტატებში? 

 

 

აშშ-ის რამდენიმე შტატმა დახურვის შესახებ გამოაცხადა, რაც ხუთიდან ერთი ამერიკელისთვის „დარჩი სახლში“ ბრანების დამორჩილებას ითვალისწინებს. კონეკტიკუტი და ნიუ ჯერსი უერთდებიან ილიონოისს და კალიფორნიას და ახალი კორონავირუსის გავრცელებასთან საბრძოლველად, მოუწოდებენ მოქალაქეებს დარჩნენ სახლში. ნიუ იორკის შტატმა არასაჭირო ბიზნესები დაავალდებულა დაიხურონ.

 

 

ამ დროის მონაცემებით, შეერთებულ შტატებში კორონავირუსმა თითქმის 263 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, 18 900-ზე მეტი კი ინფიცირებულია.

 

 

BBC-ის ცნობით, მსოფლიოს მასშტაბით 270 000-ზე მეტი ადამიანის ტესტმა აჩვენა დადებითი შედეგი და 11 000-ზე მეტი გარდაიცვალა.

 

 

მსოფლიოს ქვეყნებს შორის ვირუსის გავრცელებით ყველაზე მეტად იტალიაა დაზარალებული, რომელმაც მსხვერპლის რაოდენობით ჩინეთს უკვე საგრძნობლად გადაუსწრო. უფრო მეტი წაიკითხეთ აქ.

 

 

რა ზომებს იღებენ შტატები?

 

 

პარასკევს, კონეკტიკუტის, ილინოისისა და ნიუ იორკის შტატებმა შემზღუდავი ზომების შესახებ გამოაცხადეს, რაც ათეულობით მილიონ ადამიანს სახლში დარჩენას უწესებს. შემზღუდავი ზომები დამსაქმებლების უმეტესობას თავიანთი ბიზნესების დახურვას, მოსახლეობას კი შინ დარჩენას ავალდებულებს, გარდა გადაუდებელი საჭიროების შემთხვევებისა - სასურსათო მაღაზიებში, აფთიაქებში და ბენზოგასამართ სადგურებზე მისვლისა.

 

 

ნიუ იორკის გუბერნატორმა ანდრიუ კომომ შეზღუდა საზოგადოებრივი შეკრებები და ბრძანება გამოსცა ყველა „არა-აუცილებელი თანამშრომლები“ დარჩნენ სახლში. ასეთი მკაცრი ზომები მას შემდეგ იქნა მიღებული, რაც ნიუ იორკის შტატში კორონავირუსის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი გამოვლინდა მთელი ამერიკის შეერთებული შტატების მასშტაბით. ინფიცირებულთა რიცხვმა იქ 7 000-ს მიაღწია.

 

 

მოგვიანებით, პარასკევს, პრეზიდენტმა ტრამპმა ნიუ იორკის შტატი მთავარი უბედურების ზონად გამოაცხადა - ნაბიჯი, რაც აღნიშნულ შტატს ფედერალური სახსრების მიღების საშუალებას მისცემს.

 

 

ნიუ იორკმა და მისმა მეზობელმა შტატებმა - ნიუ ჯერსიმ, კონეკტიკუტმა და პენსილვანიამ პარასკევს, ასევე ერთობლივი ბრძანება გამოსცეს იმასთან დაკავშირებით, რომ დაიკეტოს „პირადი მზრუნველობის“ ბიზნესები, ისეთები როგორიცაა თმის შეჭრის, ფრჩხილების, ტატუირების და პირსინგების სალონები.

 

 

კვირა ღამის შემდეგ ყველა გუნდური სპორტული თამაში, როგორიცაა მაგალითად კალათბურთი, ასევე იკრძალება.

 

 

აღნიშნული შტატების ასეთ მკაცრ და შემზღუდავ გადაწყვეტილებებს წინ უძღოდა კალიფორნიის გუბერნატორის ანალოგიური ბრძანების გამოცემა. მან თავისი შტატის მცხოვრებლებს სახლში დარჩენისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ კალიფორნიის შტატის 40 მილიონი მოსახლიდან ნახევარზე მეტს სულ რაღაც მომდევნო ორ თვეში შესაძლოა ახალი კორონავირუსი, „კოვიდ-19“ შეეყაროს.  

 

 

ლოს ანჯელესის ყველაზე ცნობილი ღირსშესანიშნაობები სრულიად მიტოვებულია, ხოლო ჩქაროსნული ავტომაგისტრალები თითქმის ცარიელი.

 

 

ილინოისმაც ასევე გამოსცა ბრძანება და შტატის ყველა მცხოვრები ვალდებულია შინ დარჩეს, გარდა ყველაზე აუცილებელი გამონაკლისებისა, საკვების და წამლების ყიდვის აუცილებლობისა.

 

 

ნევადამ სამშაბათს გამოაცხადა არაარსებითი ბიზნესების დახურვის თაობაზე.

 

 

ჰავაიზე ბარებს და კლუბებს უბრძანეს, რომ დაიკეტონ, აკრძალულია სოციალური თავყრილობა ჯგუფებად - 10 ან მეტი ადამიანის მონაწილეობით.

 

 

ამის მიუხედავად, პრეზიდენტმა ტრამპმა ჯერჯერობით გამორიცხა ეროვნულ დონეზე მკაცრი იზოლაციის დაწესების რაიმეს შესაძლებლობა.

 

 

პარასკევს გამართულ პრესკონფერენციაზე მან თქვა: „მე არ ვფიქორბ, რომ ჩვენ ოდესმე დაგვჭირდეს (აშშ-ის დახურვის) საჭიროება“. ტრამპმა დასძინა, რომ აშშ „იმარჯვებს“ ვირუსის წინააღმდეგ ომში.

 

 

იმ ფონზე, როცა მსოფლიოს ზოგიერთ ქვეყანაში შემთხვევების და სიკვდილიანონის რაოდენობა იზრდება, ბევრმა სახელმწიფომ პარასკევს ახალი მკაცრი ზომების შესახებ გამოაცხადა:

 

 

ესპანეთი: მთავრობამ გააფრთხილა თავისი მოქალაქეები, რომ არმიის პატრულები დაიჭერენ ქუებაში გამოსულ იმ ადამიანებს, რომელთაც არ ექნებათ ამის შესაბამისი მიზეზი.

 

 

ბავარია: გერმანიის მეორე ყველაზე მჭიდროდ დასახლებული შტატი პირველი გახდა ქვეყანაში, რომელმაც დახურვის შესახებ გამოაცხადა.

 

 

საფრანგეთი: პოლიცია პარიზში რკინიგზის სადგურებზე იძულებული გახდა შეეჩერებინა უქმეებზე სამოგზაუროდ მიმავალი ადამიანები.

 

 

ინდონეზია: ორშაბათიდან ქვეყნის დედაქალაქ ჯაკარტაში საგანგებო მდგომარეობა იქნება დაწესებული - ბარები, კონოთეატრები და სხვა ბევრი დაწესებულება და ბიზნესი დაიკეტება.

 

მომზადებულია GUARDIAN.GE-ის მიერ

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი