ერდოღანმა განაცხადა, რომ რუსეთმა და უკრაინამ ექვსი საკითხიდან ოთხზე „ურთიერთგაგებას“ მიაღწიეს
25-03-2022, 16:55

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

GUARDIAN.GE - თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ უკრაინამ და რუსეთმა მოლაპრაკებებზე ექვსი საკითხიდან ოთხზე ჩანს, რომ „ურთიერთგაგებას“ მიაღწიეს. ბრიუსელში გამართული ნატოს სამიტიდან სამშობლოში დაბრუნებისას მან ჟურნალისტებს უთხრა, რომ იგი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის პარასკევს, ხოლო უქმეებზე ან „შემდეგი კვირის პირველ დღეებში“ რუსეთის ლიდერს, ვლადიმერ პუტინს დაელაპარაკება.

 


„არის ექვსი საკითხი რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებებში და ჩანს, რომ ურთიერთგაგებაა მათ შორის ოთხ საკითხზე.

 


„თავდაპირველად უკრაინა ამ საკითხზე ნერვიულობდა, მაგრამ მოგვიანებით, ზელენსკიმ დაიწყო გამოხატვა რომ მას შეეძლო ნატოს წევრობიდან გასვლა. სხვა საკითხია რუსული, როგორც ოფიციალური ენის მიღება, ზელენსკიმ ამაზეც თანხმობა თქვა. რუსული არის ენა, რომელზეც უკარინაში თითქმის ყველგან საუბრობენ. არც ამ საკითხზეა პრობლემა“, - განაცხადა ერდოღანმა.

 


მან ასევე აღნიშნა, რომ ზელენსკის კომენტარები, რომ რუსეთთან კომპრომისების თაობაზე რეფერენდუმია საჭირო, „ჭკვიანური ხელმძღვანელობაა“.

 


ზელენსკიმ ორშაბათს თქვა, რომ ნებისმიერი საკონსტიტუციო ცვლილება, რომელიც დაკავშირებულია ქვეყანაში უსაფრთხოების გარანტიებთან, უნდა გადაწყდეს რეფერენდუმის გზით და არა მარტო მის მიერ.

 


ერდოღანმა მასობრივი განადგურების იარაღის შესაძლო გამოყენებაზეც გააკეთა კომენტარი.

 


„მეორე მხრივ, ჩვენ [თურქეთი] რა თქმა უნდა, მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენებას კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულად განვიხილავთ“, - დასძინა მან.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი