GUARDIAN.GE - რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა კრემლის კათედრალურ მოედანზე თავდაცვის სამინისტროს ქვედანაყოფების, როსგვარდიის, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სპეცსამსახურების წარმომადგენლებს მიმართა, რომლებმაც, მისი თქმით, „სამოქალაქო ომი შეაჩერეს“.
მიმართვისას მან მოუწოდა შეკრებილებს წუთიერი დუმილით პატივი მიეგოთ „ვაგნერის“ ამბოხების დროს შეტაკებისას დაღუპული მფრინავების ხსოვნისათვის.
„თქვენ დაიცავით კონსტიტუციური წესრიგი, სიცოცხლე, უსაფრთხოება და ჩვენი მოქალაქეების თავისუფლება. გადაარჩინეთ ჩვენი სამშობლო შოკისგან, ფაქტობრივად, შეაჩერეთ სამოქალაქო ომი. რთულ მდგომარეობაში თქვენ მოქმედებდით მკაფიოდ, ჰარმონიულად, საქმით დაამტკიცეთ თქვენი ერთგულება რუსი ხალხისა და სამხედრო ფიცისადმი, აჩვენეთ პასუხისმგებლობა სამშობლოს ბედისა და მისი მომავლისადმი“, - თქვა პუტინმა.
26 ივნისს, საღამოს გავრცელებულ ვიდეო მიმართვაში ვლადიმერ პუტინმა თქვა, რომ შეიარაღებული ამბოხი ყველა შემთხვევაში იქნებოდა ჩახშობილი... რუსეთის მტრებს - ნეონაცისტებს კიევში, მათ დასავლელ მფარველებს და ქვეყნის სხვადასხვა ჯურის მოღალატეებს სურდათ ძმათამკვლელობა, რომ საბოლოოდ რუსეთი დამარცხებულიყო.
მან მადლობა გადაუხადა სამხედრო მოსამსახურეებს, სამართალდამცველი ორგანოების, სპეცსამსახურების თანამშრომლებს, რომლებიც წინ აღუდგნენ ამბოხებულებს და ასევე, „იმ ჯარისკაცებს და ჯგუფ „ვაგნერის“ მეთაურებს, რომლებმაც მიიღეს ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება – არ წავიდნენ ძმათამკვლელ სისხლისღვრაზე, ბოლო ხაზზე გაჩერდნენ“.
„მადლობას ვუხდი იმ ჯარისკაცებს და ჯგუფ „ვაგნერის“ მეთაურებს, რომლებმაც მიიღეს ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება – არ წავიდნენ ძმათამკვლელ სისხლისღვრაზე, ბოლო ხაზზე გაჩერდნენ.
„დღეს თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, განაგრძოთ რუსეთის მსახურება თავდაცვის სამინისტროსთან ან სხვა სამართალდამცავ ორგანოებთან ხელშეკრულების გაფორმებით, ან დაუბრუნდეთ თქვენს ნათესავებსა და ახლობლებს. ვისაც უნდა, შეუძლია, წავიდეს ბელარუსში. ჩემი დაპირება შესრულდება. ვიმეორებ, არჩევანი თითოეულ თქვენგანზეა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ეს იქნება რუსი ჯარისკაცების არჩევანი, რომლებმაც გააცნობიერეს თავიანთი ტრაგიკული შეცდომა“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა 26 ივნისს (პუტინის ვიდეო მიმართვის სრული ტექსტი იხილეთ ბმულზე).
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, მიმდინარეობს მზადება, რომ „ვაგნერმა“ უწყებას სამხედრო ტექნიკა გადასცეს, რაც გულისხმობს „ვაგნერის“ დაჯგუფების დაშლას.
სამივე მთავარი რუსული საინფორმაციო სააგენტო, „ეფ-ეს-ბეს“ უსაფრთხოების სამსახურზე დაყრდნობით, აცხადებს, რომ „ვაგნერის“ მეამბოხეების წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმეები დახურულია. თვითმფრინავი კი, რომელიც დაკავშირებულია „ვაგნერის“ მეთაურთან, ევგენი პრიგოჟინთან, ბელარუსში დაეშვა, სადაც იგი საცხოვრებლად გადადის.
26 ივნისს გამოსვლისას „ვაგნერის“ მეთაურმა, ევგენი პრიგოჟინმა თქვა, რომ მისი ხანმოკლე აჯანყება იყო დაქირავებულ ჯგუფზე მთავრობის უშუალო კონტროლის აღების გეგმებზე პასუხი.
ბელარუსის ლიდერმა ალექსანდრე ლუკაშენკომ, რომელმაც ამბოხების დროს პრიგოჟინთან მოლაპარაკებები გამართა და დაძაბული მდგომარეობის განეიტრალება მოახერხა, განაცხადა, რომ „მტკივნეული იყო“ ვაგნერის ჯგუფის ამბოხების ყურება რუსეთში და რომ მან 24 ივნისს, ამბოხების დროს, თავისი ჯარების, პოლიციისა და სპეციალური ძალების „სრულ საბრძოლო მზადყოფნაში“ მოყვანის ბრძანება გასცა.
ამასობაში, უკრაინის კონტრშეტევა გრძელდება და პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ მისი ჯარები ფრონტზე „ყველა მიმართულებით წინ მიიწევენ“.
მომზადებულია GUARDIAN.GE-ის მიერ
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.