საბოლოო, მე-3 საპრეზიდენტო დებატები - ტრამპმა განაცხადა, რომ მან შესაძლოა, უარი თქვას არჩევნების შედეგების აღიარებაზე
20-10-2016, 01:02

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ოთხშაბათს, საბოლოო, მე-3 საპრეზიდენტო დებატებისას, „რესპუბლიკელების“ საპრეზიდენტო კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მან შესაძლოა, უარი თქვას შეერთებული შტატების 8 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების აღიარებაზე, თუკი ის წააგებს. ამგვარ შესაძლებლობას მისმა „დემოკრატმა“ მოწინააღმდეგემ, ჰილარი კლინტონმა „შემაძრწუნებელი“ უწოდა. ამის შესახებ „როიტერსი“ წერს.

 


თავიანთ მესამე და საბოლოო საპრეზიდენტო დებატებში ტრამპმა განაცხადა, რომ ის დაელოდება და მოგვიანებით მიიღებს გადაწყვეტილებას იმასთან დაკავშირებით, აღიარებს თუ არა შედეგს ლეგიტიმურად.

 

 

 


„მე გეტყვით თქვენ იმ დროისთვის, მე გამყოფებთ თქვენ მოლოდინის რეჟიმში“, - თქვა ტრამპმა.

 


კლინტონმა თქვა, რომ იგი „შოკირებულია“ ტრამპის პოზიციით.

 


„მოდი, ვიყოთ მკაფიონი იმასთან დაკავშირებით, თუ რას ამბობს ის და რას ნიშნავს ეს: ის ჩირქს სცხებს, აკნინებს ჩვენს დემოკრატიას და მე, როგორც ერთი რიგითი ადამიანი, თავზარდაცემული ვარ იმით, რომ ვიღაცა, ჩვენი ორი მთავარი პარტიის ერთ-ერთი კანდიდატი, ამგვარ პოზიციას აჟღერებს“, - განაცხადა ჰილარი კლინტონმა.

 


მე-3 საპრეზიდენტო დებატებისას, ისევე როგორც მე-2 დებატების დროს, კვლავ აქტუალური იყო დონალდ ტრამპის ქალებისადმი დამოკიდებულების თემა. 2005 წელს ჩაწერილი ვიდეოს გავრცელებამ, ასევე რამდენიმე ქალის მიერ ტრამპის სექსუალურ ძალადობაში დადანაშაულებამ, „რესპუბლიკელი“ კანდიდატის რეპუტაცია დააზიანა და ეს ბოლოდროინდელმა გამოკითხვებმაც აჩვენა, რომლის მიხედვითაც ჰილარი კლინტონი 7%-ით უსწრებს მის „რესპუბლიკელ“ მეტოქეს და 45%-იანი მხარდაჭერა აქვს.

 


ტრამპმა აღნიშნა, რომ ყველა ეს ამბავი „სავსებით მცდარია“ და დასძინა, რომ ამის უკან ჰილარი კლინტონი იდგა. მან კლინტონის საარჩევნო კამპანიას „არამტკიცე“ უწოდა და თქვა: „არავის აქვს უფრო მეტი პატივისცემა ქალების მიმართ, ვიდრე მე, არავის“.

 


„დონალდი ფიქრობს, რომ ქალების დამცირება მას უფრო დიდს ხდის. ის თელავს მათ ღირსებას, მათ პიროვნულ ღირსებას და არ ვფიქრობ, რომ სადმე იყოს ვინმე ისეთი ქალი, რომელმაც არ იცოდეს, თუ რა შეგრძნებაა ეს“, - თქვა კლინტონმა, პირველმა ქალმა შეერთებულ შტატებში, რომელმაც მთავარი პოლიტიკური პარტიიდან საპრეზიდენტო კანდიდატობა მოიპოვა.

 


კლინტონმა ასევე ახსენა სხვა უმცირესობებიც, რომელზეც, მისი თქმით, ტრამპმა ძვირი თქვა.

 

 

 


„ეს არის მოდელი, მოდელი აზრთა სხვადასხვაობის, ძალიან გაუგებარი და მრავალი კუთხით სახიფათო ხედვისა ჩვენი ქვეყნის, სადაც ის აქეზებს ძალადობას, სადაც ის ტაშს უკრავს ადამიანებს, რომლებიც არბევენ და აძევებენ მის საარჩევნო კამპანიაზე მისულ განსხვავებული ხედვის მოქალაქეებს. ეს არ არის ის, რასაც ამერიკა წარმოადგენს“, - განაცხადა კლინტონმა.

 


როგორც „როიტერსი“ წერს, ტრამპი დებატებში იმ იმედით შევიდა, რომ უკან დააბრუნოს მისი გახუნებული იმპულსი არჩევნებზე, მაშინ როცა საზოგადოებრივი გამოკითხვები აჩვენებენ, რომ ეს იმპულსი გადაყირავების გზაზე დგას. ნიუ იორკელმა ბიზნესმენმა წამოჭრა საკითხი და გამოხატა შეშფოთება იმის თაობაზე, რომ არჩევნები მის წინააღმდეგ გაყალბდება და დაჟინებით მოუწოდა მის მხარდამჭერებს, პატრულირება განახორციელონ საარჩევნო უბნების შიდა პერიმეტრებზე, რათა ამომრჩეველთა ხმები ვერ მოიპარონ.

 


„როიტერსის“ ცნობით, ორ საპრეზიდენტო კანდიდატს, 90-წუთიან გადაცემაში მძიმე დებატები ჰქონდათ აბორტების, იარაღის ტარებისა და შენახვის უფლებების და იმიგრაციის თემებზე, მაგრამ მათ იშვიათად გამოხატეს გაბრაზებული რეაქცია.

 

 

 


კლინტონმა თქვა, რომ იგი მდიდრებს გაუზრდის გადასახადებს იმისათვის, რომ შეერთებული შტატების მთავრობის სამსახურიდან წასული ადამიანების სოციალური უსაფრთხოების პროგრამა უკეთ იყოს დაფინანსებული და დასძინა, რომ ტრამპმა შესაძლოა მონახოს გზა თუ როგორ აირიდოს უფრო მაღალი გადასახადების გადახდა. (ტრამპი ცოტა ხნის წინათ გადასახადების დამალვაში დაადანაშაულეს).

 


„როგორი საძაგელი ქალია“, - თქვა ტრამპმა.

 

 

 

 


პუტინის თოჯინა?

 


70 წლის ტრამპმა და 68 წლის კლინტონმა ცხარედ იკამათეს ვლადიმერ პუტინის გავლენაზე. კლინტონმა ტრამპს რუსეთის პრეზიდენტის თოჯინა უწოდა.

 


კლინტონმა განაცხადა, რომ ტრამპმა უარი თქვა ბოლოდროინდელ კიბერ თავდასხმებში პუტინისა და რუსეთისადმი ბრალის დადებაში.

 


„მაგრამ ამის მაგივრად, მას სჯერა ვლადიმერ პუტინის, ვიდრე სამხედრო და სამოქალაქო დაზვერვის ოფიციალური პირებისა, რომლებსაც ფიცი აქვთ მიცემული, რომ დაგვიცვან ჩვენ“, - განაცხადა კლინტონმა.

 


შეერთებული შტატების დაზვერვის სააგენტოებმა და უსაფრთხოების დეპარტამენტმა განაცხადეს, რომ ბოლო დროს დემოკრატიულ ეროვნულ კომიტეტზე განხორციელებულ კიბერ თავდასხმასა და მოპარული ელექტრონული წერილების გავრცელებაზე რუსეთის ხელმძღვანელობა იყო პასუხისმგებელი.

 

 

ტრამპმა უარყო მოსაზრება, რომ იგი ახლოს იყო პუტინთან, მაგრამ დასძინა, რომ მას ექნება უკეთესი ურთიერთობა რუსეთის ლიდერთან, ვიდრე კლინტონს.

 


„მან [პუტინმა] კარგი რამეები თქვა ჩემს შესახებ“, - აღნიშნა ტრამპმა. „მას არ აქვს მის მიმართ პატივისცემა, არ აქვს პატივისცემა ჩვენი პრეზიდენტის მიმართ და მე თქვენ გეტყვით, იცით რას, ჩვენ სერიოზულ უსიამოვნებაში ვართ“.

 


კლინტონმა უპასუხა: „მოითმინეთ, ესაა ის, თუ რატომ ურჩევნია მას შეერთებული შტატების პრეზიდენტად ჰყავდეს თოჯინა“.

 

 

 


„არა, შენ ხარ თოჯინა“, - თქვა ტრამპმა. „პუტინმა, ყოველ ფეხის ნაბიჯზე ჭკუაში ოსტატურად მოატყუა ის [ჰილარი კლინტონი] და ობამა“, - განაცხადა ტრამპმა.

 

 

 


კლინტონმა ასევე აღნიშნა, რომ ტრამპი „უცერემონიოა“ ბირთვული იარაღის მიმართ და არ უნდა იყოს ნდობაგამოცხადებული ბირთვული კოდების გადაცემის მხრივ.

 

 

პირველი საპრეზიდენტო დებატები ტრამპსა და კლინტონს შორის 27 სექტემბერს გაიმართა. მაშინ ჰილარი კლინტონი დონალდ ტრამპს გამოკითხვებში 4%-ით უსწრებდა. მე-2 საპრეზიდენტო დებატები 10 ოქტომბერს შედგა და უკვე ჰილარი კლინტონი 7%-ით იყო წინ სოციოლოგიურ გამოკითხვებში. 

 

 

კომენტარები: 87
#87   Scotty
      
References:


Payid deposit online pokies https://topsitenet.com
დღეს, 05:43
#86   Tegan
      
References:


Mobile wire transfer casino australia http://www.pshunv.com/space-uid-1057465.html
გუშინ, 14:54
#85   Humberto
      
References:


Bank transfer online casino australia rentry.co
გუშინ, 05:30
#84   Chase
      
References:


Quick wire transfer casino payouts https://www.notizen.kita.bayern/sFwSQwHVRKGZzPFRJxpfhg
გუშინ, 01:23
#83   Ericka
      
References:


Online casino banking options australia minimum deposit
wire transfer casino australia
გუშინ, 00:19
#82   Ernie
      
References:


MiFinity live casino Australia MiFinity casino video poker Australia
22 ოქტომბერი 2026 13:34
#81   Luciana
      
References:


Play online pokies payid australia real money
pokies payid
21 ოქტომბერი 2026 16:10
#80   Cathern
      
References:


Online pokies payid no deposit https://a-taxi.com.ua/
21 ოქტომბერი 2026 13:03
#79   Eva
      
References:


Online pokies payid instant play payid pokies
20 ოქტომბერი 2026 15:03
#78   Laura
      
18 ოქტომბერი 2026 19:09
#77   Daniel
      
References:


BPay pokies for Australians www.sg588.tw
18 ოქტომბერი 2026 13:23
#76   Rosaline
      
References:


Fast withdrawal pokies australia payid fast withdrawal pokies australia payid
17 ოქტომბერი 2026 13:36
#75   Tracee
      
References:


5 deposit casino google pay online casino google pay
16 ოქტომბერი 2026 00:20
#74   Ignacio
      
References:


Low deposit payid pokies https://architecturewiki.site/
15 ოქტომბერი 2026 00:15
#73   Alicia
      
References:


Direct bank transfer payid pokies secure payid
pokies
14 ოქტომბერი 2026 23:31
#72   Merri
      
References:


10 dollar deposit pokies payid payid pokies no deposit bonus
14 ოქტომბერი 2026 21:11
#71   Karissa
      
References:


Direct bank transfer payid pokies xhdyz.cn
14 ოქტომბერი 2026 19:13
#70   Melodee
      
References:


5 dollar deposit pokies payid australian pokies that accept payid
14 ოქტომბერი 2026 17:16
#69   Eli
      
References:


Top payid pokies australia best payid pokies
sites
14 ოქტომბერი 2026 12:35
#68   Latrice
      
References:


Wire transfer casino sign up bonus australia https://gitlab.oc3.ru
14 ოქტომბერი 2026 02:49
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *


უკან1 2 3 4 5 წინ


მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი