გამბიის ახალი პრეზიდენტი ადამა ბაროუ ქვეყანაში დაბრუნდა მას შემდეგ, რაც იაჰია ჯამეჰმა პრეზიდენტის პოსტი დატოვა და ქვეყნიდან გაემგზავრა. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
პრეზიდენტ ბაროუს თვითმფრინავი ქვეყნის დედაქალაქ ბანჯულის აეროპორტში დაეშვა, სადაც მას მოზეიმე ადამიანების ჯგუფი დახვდა.
ბაროუმ, რომელიც გამბიაში ჩასვლამდე მეზობელ სენეგალში იმყოფებოდა, გასული წლის დეკემბრის არჩევნებში გაიმარჯვა, თუმცა, ძალაუფლების გადაცემის პროცესი გაჭიანურდა, რადგანაც 22 წლის განმავლობაში გამბიის უცვლელმა ლიდერმა თანამდებობიდან გადაგომაზე უარი განაცხადა.
ჯამეჰი გასულ შაბათ-კვირას იძულებული გახდა დაეთმო ძალაუფლება მას შემდეგ, რაც მეზობელი სახელმწიფოების ლიდერებმა მოლაპრაკებები გამართეს და სამხედრო ინტერვენცია მოახდინეს.
ჯამეჰმა გამბია რამდენიმე დღის წინათ დატოვა. როგორც მისი ქვეყნიდან წასვლის შემდეგ პრეზიდენტ ბაროუს მრჩეველმა აჰმად ფატიმ განაცხადა, ყოფილმა პრეზიდენტმა სახელმწიფო ხაზინიდან 11 მლნ აშშ დოლარი წაიღო.
51 წლის ბაროუ, რომელმაც საპრეზიდენტო ფიცი გამბიის ნაცვლად, სენეგალში გამბიის საელჩოში დადო, აცხადებს, რომ ძალიან აღფრთოვანებული იყო იმით, რომ ძალაუფლების გადაცემის „ძალიან რთული პროცესი" განხორციელდა.
„ახალი ინაუგურაცია იქნება ორგანიზებული ეროვნულ სტადიონზე დედაქალაქ ბანჯულიში", - განუცხადა ბაროუს წარმომადგენელმა, ჰალიფა სალაჰმა სენეგალის რადიოს და დაამატა: "აღნიშნული ღონისძიება იქნება სიძლიერის გამომხატველი. ყველა იქნება დაპატიჟებული. პრეზიდენტი ხალხს მიმართავს".
ჯამეჰის მხარდამჭერებისგან მომავალი პოტენციური საფრთხისგან დასაცავად, გამბიაში რამდენიმე ათასი დასავლეთ აფრიკელი ჯარისკაცი კვლავაც რჩება.
ბაროუ 1965 წელს აღმოსავლეთით მდებარე საბაზრო ქალაქ ბასეს მახლობლად, ერთ-ერთ სოფელში დაიბადა. 2000-იან წლებში იგი საცხოვრებლად ლონდონში გადავიდა, სადაც სწავლის პარალელურად, გავრცელებული ცნობით, მაღაზია „არგოსის“ დაცვაში მუშაობდა. 2006 წელს კი გამბიაში დაბრუნდა და იქ ქონების დეველოპერული კომპანია დააფუძნა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.