ესპანეთის სენატმა კონსტიტუციის 155-ე მუხლის ამოქმედებას მხარი დაუჭირა, რომლის მიხედვითაც, კატალონიისთვის ავტონომიის შეჩერების და მასზე პირდაპირი მმართველობის დაწესების გადაწყვეტილება მიიღო.
ვიდრე მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილება კენჭისყრისთვის ესპანეთის სენატს გადაეგზავნებოდა, ესპანეთის პრემიერ მინისტრმა, მარიანო რაჰოიმ განაცხადა, რომ ესპანეთის მთავრობას არ ჰქონდა არც სურვილი და არც განზრახვა კონსტიტუციის 155-ე მუხლის გამოყენებისა, მაგრამ იძულებული გახდა, ეს გაეკეთებინა.
რაჰოიმ მაშინ აღნიშნა, რომ მადრიდი ავტონომიის მთელ მთავრობას ხელისუფლების მმართველობიდან ჩამოაცილებს და კატალონიაში ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს ჩაატარებს.
კატალონიის პარლამენტმა დღეს მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც ესპანეთისგან კატალონიის დამოუკიდებლობას აცხადებს.
ბრიტანული სამაუწყებლო კორპორაციის (BBC) ცნობით, დეკლარაციას ხმა 72-მა დეპუტატმა მისცა, წინააღმდეგი იყო 10, ორმა თავი შეიკავა, დანარჩენმა დეპუტატებმა კი, კენჭისყრას ბოიკოტი გამოუცხადეს.
კატალონიაში დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმი 1 ოქტომბერს ჩატარდა.
რეფერენდუმს არეულობები და პოლიციასთან შეხლა-შემოხლა ახლდა თან, რა დროსაც 700-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო დაზიანებები.
კატალონია რიცხვებში:
ესპანეთის მოსახლეობის 16% კატალონიაში ცხოვრობს.
კატალონიას ესპანეთის ექსპორტის 25.6% უკავია.
კატალონიაზე ესპანეთის მშპ-ს (მთლიანი შიდა პროდუქტი) 19% მოდის.
კატალონიაზე უცხოური ინვესტიციების 20.7% მოდის.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.