კატალონიის პარლამენტმა მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც ესპანეთისგან კატალონიის დამოუკიდებლობას აცხადებს
27-10-2017, 18:27

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

კატალონიის პარლამენტმა დღეს მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც ესპანეთისგან კატალონიის დამოუკიდებლობას აცხადებს.

 

 

ბრიტანული სამაუწყებლო კორპორაციის (BBC) ცნობით, დეკლარაციას ხმა 72-მა დეპუტატმა მისცა, წინააღმდეგი იყო 10, ორმა თავი შეიკავა, დანარჩენმა დეპუტატებმა კი, კენჭისყრას ბოიკოტი გამოუცხადეს.

 

 

ესპანეთის სენატი დღეს სრული შემადგენლობით შეიკრიბა და მთავრობის მიერ კატალონიის კრიზისის გადასაჭრელად შეთავაზებულ ზომებს განიხილავს.

 

 

მანამდე კი, ესპანეთის მთავრობის თავმჯდომარემ, მარიანო რაჰოიმ განაცხადა, რომ ესპანეთის კონსტიტუციის 155-ე მუხლის ამოქმედებას იწყებს, რომელიც აქამდე არასდროს გამოყენებულა.

 

 

კატალონიაში დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმი 1 ოქტომბერს ჩატარდა. 

 

 

რეფერენდუმს არეულობები და პოლიციასთან შეხლა-შემოხლა ახლდა თან, რა დროსაც 700-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო დაზიანებები.

 

 

კატალონია რიცხვებში:



ესპანეთის მოსახლეობის 16% კატალონიაში ცხოვრობს.

 

 

კატალონიას ესპანეთის ექსპორტის 25.6% უკავია.

 


კატალონიაზე ესპანეთის მშპ-ს (მთლიანი შიდა პროდუქტი) 19% მოდის.

 


კატალონიაზე უცხოური ინვესტიციების 20.7% მოდის.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი