კატალონიის პოლიციის ხელმძღვანელმა, რომელსაც უფლებამოსილება ესპანეთის მთავრობამ შეუჩერა, გადადგომის შესახებ განცხადება გააკეთა
28-10-2017, 22:14

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

კატალონიის პოლიციის, მოსოს დ’ესქუადრას ხელმძღვანელმა, ხოსეპ ლუის ტრაპერომ, რომელსაც უფლებამოსილება ესპანეთის მთავრობამ შეუჩერა, გადადგომის შესახებ განცხადება გაავრცელა.

 


ესპანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებით, მოსოს დ’ესქუადრას ახლა ფერან ლოპესი უხელმძღვანელებს, რომელსაც მანამდე ტერიტორიული კოორდინაციის უმაღლესი კომისრის თანამდებობა ეკავა.

 


მის მიერ გავრცელებულ წერილში რაპერო აღნიშნავს, რომ ემორჩილება ხელისუფლების გადაწყვეტილებას.

 


კატალონიის სამართალდამცავმა ორგანოებმა განაცხადეს, რომ მუშაობას ნორმალურ რეჟიმში განაგრძობენ. „ადამიანების დაცვა და მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ჩვენი პრიორიტეტია“, ნათქვამია უწყების მიერ სოციალურ ქსელ „თვითერზე“ გავრცელებულ განცხადებაში.

 

 

ესპანეთის სენატმა პარასკევს კონსტიტუციის 155-ე მუხლის ამოქმედებას დაუჭირა მხარი, რომლის მიხედვითაც, კატალონიისთვის ავტონომიის შეჩერების და მასზე პირდაპირი მმართველობის დაწესების გადაწყვეტილება იქნა მიღებული.

 

 

ვიდრე მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილება კენჭისყრისთვის ესპანეთის სენატს გადაეგზავნებოდა, ესპანეთის პრემიერ მინისტრმა, მარიანო რახოიმ განაცხადა, რომ ესპანეთის მთავრობას არ ჰქონდა არც სურვილი და არც განზრახვა კონსტიტუციის 155-ე მუხლის გამოყენებისა, მაგრამ იძულებული გახდა, ეს გაეკეთებინა.

 


რახოიმ მაშინ აღნიშნა, რომ მადრიდი ავტონომიის მთელ მთავრობას ხელისუფლების მმართველობიდან ჩამოაცილებს და კატალონიაში ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს ჩაატარებს.

 

 

კატალონიის პარლამენტმა პარასკევს მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც ესპანეთისგან კატალონიის დამოუკიდებლობას აცხადებს.


ბრიტანული სამაუწყებლო კორპორაციის (BBC) ცნობით, დეკლარაციას ხმა 72-მა დეპუტატმა მისცა, წინააღმდეგი იყო 10, ორმა თავი შეიკავა, დანარჩენმა დეპუტატებმა კი, კენჭისყრას ბოიკოტი გამოუცხადეს.

 

 

კატალონიაში დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმი 1-ელ ოქტომბერს ჩატარდა. 

 

 

რეფერენდუმს არეულობები და პოლიციასთან შეხლა-შემოხლა ახლდა თან, რა დროსაც 700-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო დაზიანებები.

 

 

კატალონია რიცხვებში:



ესპანეთის მოსახლეობის 16% კატალონიაში ცხოვრობს.

 


კატალონიას ესპანეთის ექსპორტის 25.6% უკავია.

 


კატალონიაზე ესპანეთის მშპ-ს (მთლიანი შიდა პროდუქტი) 19% მოდის.

 


კატალონიაზე უცხოური ინვესტიციების 20.7% მოდის.

 

კომენტარები: 2
#2   დავითი
      
კატალონიას რომ რუსეთი ესაზღვრებოდეს ხომ წსრმოგიდგენიათ როგორ შეძლებდა ესპანეთის ცენტრალური ხელისუფლება კონსტიტუციის ამოქმედებას
29 ოქტომბერი 2017 00:39
#1   გიორგი
      
http://georoyal.ge/?MTID=2&TID=30&id=3533

http://georoyal.ge/?MTID=2&TID=30&id=3533
28 ოქტომბერი 2017 19:13
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი