რამზან კადიროვმა განაცხადა, რომ მზადაა დატოვოს ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაურის პოსტი
26-11-2017, 21:14

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

რამზან კადიროვმა განაცხადა, რომ მზადაა დატოვოს ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაურის პოსტი, რადგანაც თვლის, რომ ამის „დრო მოვიდა“.

 

 

„რია ნოვოსტის“ ცნობით, კადიროვს, რომელიც ჩეჩნეთის რესპუბლიკას 2007 წლიდან ხელმძღვანელობს, „Россия 1“-ის ეთერში ჰკითხეს, არის თუ არა მზად პოსტიდან წასასვლელად.

 

 

„შეიძლება ითქვას, რომ ეს ჩემი ოცნებაა. იყო რეგიონის ხელმძღვანელი და გაგაჩნდეს პასუხისმგებლობა ხალხის წინაშე, რესპუბლიკის წინაშე, სახელმწიფოს ხელმძღვანელობის მიმართ - ეს ძალიან რთულია“, უპასუხა კადიროვმა.

 

 

მან განმარტა, რომ ყოველ შეცდომაზე პასუხი უნდა აგო „ამ ცხოვრებაშიც და იმ ცხოვრებაშიც“. „ამიტომ, მე ვიტყოდი, რომ... არა იმას, რომ დავიღალე, რომ მე არ მინდა მსახური... არამედ მივიჩნევ, რომ დადგა დრო. ოდესღაც საჭირო იყვნენ ისეთები, როგორიც მე ვარ - რომ ებრძოლა და აღედგინა წესრიგი. ხოლო ახლა ჩვენთან წესრიგია, პატივისცემაა, გაგებაა საზოგადოებაში, რუსეთში. პირველ რიგში, ისინი ჩვენ გვაღიარებენ, როგორც რუსეთის მოქალაქეებს. ვფიქრობ, დადგო დრო, რომ ცვლილებები მოვახდინოთ ჩეჩნეთის რესპუბლიკაშიც“, განაცხადა რეგიონის ლიდერმა.

 

 

მის შესაძლო მემკვიდრეზე დასმული შეკითხვის საპასუხოდ კადიროვმა აღნიშნა, რომ „ეს სახელმწიფოს ხელმძღძვანელობის პრეროგატივაა, ეს ხალხის გადაწყვეტილებაა“.

 


„თუ მე შემეკითხებიან, თუ ვინ მსურს - არის რამდენიმე ადამიანი, რომლებიც 100%-ით შეძლებენ ამ ვალდებულების შესრულებას“, თქვა მან.

 

 

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა მიმდინარე წლის სექტემბერ-ოქტომბერში რეგიონებში ხელმძღვანელი პირები მასობრივად შეცვალა. თანამდებობები დატოვეს ფსკოვის, ივანოვსკის ოლქის გუბერნატორებმა.

 


მანამდე კი რუსეთის რეგიონების გუბერნატორების პოსტებს არაერთი ჩინოვნიკი გამოემშვიდობა, რასაც კრემლში „ნორმალური და მოსალოდნელი პროცესი“ უწოდეს.

 

 

რუსეთის პრეზიდენტმა ნოვოსიბირსკის გუბერნატორი ვლადიმერ გოროდეცკო თანამდებობიდან 6 ოქტომბერს გაათავისუფლა და დროებითი მოვალეობის შემსრულებლად ანდრეი ტრავნიკოვი დანიშნა.

 

 

წინა დღით, 5 ოქტომბერს პუტინმა ორლოვსკის ოლქის გუბერნატორი ვადიმ პოტომსკი გაათავისუფლა პოსტიდან და დროებითი მოვალეობის შემსრულებლად მოსკოვის საქალაქო სათათბიროს დეპუტატი ანდრეი კლიჩკოვი დანიშნა.

 

 

4 ოქტომბერს კი რუსეთის პრეზიდენტმა, პრიმორსკის გუბერნატორის გათავისუფლებას მოაწერა ხელი.

 

 

უფრო ადრე, პუტინმა სხვა ოლქების ხელმძღვანელი პირები გაათავისუფლა.  

 

 

მასობრივი საკადრო წმენდა განხორციელდა რუსეთის რეგიონებში სექტემბერში.

 

 

სექტემბრის ბოლოს რუსეთის პრეზიდენტმა თანამდებობებიდან გაათავისუფლა ნენეცკის ავტონომიური ოლქის ხელმძღვანელი იგორ კოშინი, სამარის ოლქის გუბერნატორი ნიკოლაი მერკუშკინი და ნიჟეგოროდის ოლქის ხელმძღვანელი ვალერი შანცევი.

 

 

პოსტებიდან წავიდნენ ასევე კრასნოიარსკის მხარის გუბერნატორი ვიქტორ ტოლოკონსკი და დაღესტნის ხელმძღვანელი რამაზან აბდულატიპოვი.  

 

 

პუტინმა დაღესტნის რესპუბლიკის მეთაურის დროებითი მოვალეობის შემსრულებლად ფრაქცია „ედინაია რასიას“ თავმჯდომარე ვლადიმერ ვასილიევი დანიშნა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი