პრეზიდენტმა პუტინმა ფსკოვის ოლქის გუბერნატორი თანამდებობიდან გაათავისუფლა
12-10-2017, 14:18

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებას ფსკოვის გუბერნატორის, ანდრეი ტურჩაკის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ და მის ნაცვლად რეგიონის ხელმძღვანელის დროებითი მოვალეობის შემსრულებლად მიხეილ ვედერნიკოვი დანიშნა, იტყობინება სააგენტო „რია ნოვოსტი“.

 

 

კრემლის პრესსამსახურის ცნობით, ტურჩაკმა გუბერნატორის პოსტი საკუთარი სურვილით დატოვა. 

 

 

რუსეთის პრეზიდენტის მიერ რეგიონებში საკადრო ცვლილებების განხორციელებამ მასობრივი ხასიათი მიიღო. პუტინმა ოთხშაბათს, 10 ოქტომბერს, ივანოვსკის ოლქის გუბერნატორი პაველ კონკოვი გაათავისუფლა თანამდებობიდან.

 


როგორც კრემლის პრესსამსახური იტყობინება, რეგიონის ხელმძღვანელის დროებითი მოვალეობის შემსრულებლად პრეზიდენტმა ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილე სტანისლავ ვასკრესენსკი დანიშნა.

  


მანამდე კი რუსეთის რეგიონების გუბერნატორების პოსტებს არაერთი ჩინოვნიკი გამოემშვიდობა, რასაც კრემლში „ნორმალური და მოსალოდნელი პროცესი“ უწოდეს.

 

 

რუსეთის პრეზიდენტმა ნოვოსიბირსკის გუბერნატორი ვლადიმერ გოროდეცკო თანამდებობიდან 6 ოქტომბერს გაათავისუფლა და დროებითი მოვალეობის შემსრულებლად ანდრეი ტრავნიკოვი დანიშნა.

 

 

წინა დღით, 5 ოქტომბერს პუტინმა ორლოვსკის ოლქის გუბერნატორი ვადიმ პოტომსკი გაათავისუფლა პოსტიდან და დროებითი მოვალეობის შემსრულებლად მოსკოვის საქალაქო სათათბიროს დეპუტატი ანდრეი კლიჩკოვი დანიშნა.

 

 

კრემლის პრესსამსახურის ხელმძღვანელის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, 45 წლის პოტომსკი თანამდებობიდან საკუთარი სურვილით წავიდა და პრეზიდენტმა იგი მისი ცენტრალური ფედერალური ოლქის სრულუფლებიანი წარმომადგენლის მოადგილედ დანიშნა. 4 ოქტომბერს კი რუსეთის პრეზიდენტმა, პრიმორსკის გუბერნატორის გათავისუფლებას მოაწერა ხელი.

 

 

უფრო ადრე, პუტინმა სხვა ოლქების ხელმძღვანელი პირები გაათავისუფლა.  

 

 

მასობრივი საკადრო წმენდა განხორციელდა რუსეთის რეგიონებში გასულ თვეს. სექტემბრის ბოლოს რუსეთის პრეზიდენტმა თანამდებობებიდან გაათავისუფლა ნენეცკის ავტონომიური ოლქის ხელმძღვანელი იგორ კოშინი, სამარის ოლქის გუბერნატორი ნიკოლაი მერკუშკინი და ნიჟეგოროდის ოლქის ხელმძღვანელი ვალერი შანცევი.

 

 

პოსტებიდან წავიდნენ ასევე კრასნოიარსკის მხარის გუბერნატორი ვიქტორ ტოლოკონსკი და დაღესტნის ხელმძღვანელი რამაზან აბდულატიპოვი.  

 

 

პუტინმა დაღესტნის რესპუბლიკის მეთაურის დროებითი მოვალეობის შემსრულებლად ფრაქცია „ედინაია რასიას“ თავმჯდომარე ვლადიმერ ვასილიევი დანიშნა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი