რუსეთის მიერ აშშ-ის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში შესაძლო ჩარევასთან დაკავშირებით ტრამპის ყოფილი მთავარი სტრატეგი სტივ ბანონი დაიკითხა
16-02-2018, 11:14

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

რუსეთის მიერ აშშ-ის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში შესაძლო ჩარევასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ყოფილი მთავარი სტრატეგი სტივ ბანონი დაიკითხა.

 


BBC-ის ცნობით, იგი მიმდინარე კვირის განმავლობაში სპეციალურ პროკურორს, რობერტ მიულერს, რომელიც გამოძიებას ხელმძღვანელობს, ორჯერ, ხანგრძლივი დროით შეხვდა.

 


თეთრი სახლის უმაღლეს ოფიციალურ პირად გახდომამდე ბანონი ტრამპის საპრეზიდენტო კამპანიის ხელმძღვანელი იყო, მაგრამ მან სხვა თანაშემწეებთან ურთიერთობების დაძაბვის გამო თანამდებობა 2017 წლის აგვისტოში დატოვა.

 


მიულერი ხელმძღვანელობს გამოძიებას, რომელმაც უნდა დაადგინოს, იყო თუ არა საიდუმლო შეთანხმება რუსეთსა და ტრამპის საარჩევნო კამპანიას შორის, რასაც შესაძლოა გავლენა მოეხდინოს აშშ-ის არჩევნებზე. ორივე, მოსკოვიც და ტრამპიც ამას უარყოფენ. აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნულს არაერთხელ უწოდა „კუდიანებზე ნადირობა“.

 

 

გამომძიებლები დარწმუნებული არიან, რომ ბანონი შესაძლოა, გადამწყვეტი ინფორმაციის მფლობელი იყოს ტრამპის ადმინისტრაციის საქმიანობაზე, მათ შორის იცნობდეს დეტალებს თუ რატომ გაათავისუფლა პრეზიდენტმა თანამდებობიდან ფედერალური საგამოძიებო ბიუროს დირექტორი ჯეიმს კომი, რასაც გასული წლის ოქტრომბრის დასაწყისში ბანონმა ტრამპის უდიდესი შეცდომა უწოდა „თანამედროვე პოლიტიკურ ისტორიაში“. 

 

 

ცნობილი არ არის თუ რის შესახებ დაუსვეს ბანონს შეკითხვები, მაგრამ გავრცელებული ცნობით, მან მიულერის გუნდთან დაახლოებით 20 საათი დაჰყო.

 


პროცესთან ახლოს მყოფმა წყარომ The Associated Press -ს უთხრა, რომ ბანონმა ყველა მისთვის დასმულ შეკითხვას გასცა პასუხი.

 

 

ბანონმა თეთრი სახლი 18 აგვისტოს დატოვა და იმავე დღეს დაუბრუნდა თავის ულტრა-მემარჯვენე მედიას Breitbart-ს და პირობა დადო, რომ ტრამპის მხარდაჭერას განაგრძობდა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი