გასულ თვეს თანამდებობის დატოვების შემდეგ თავის პირველ ვრცელ ინტერვიუში თეთრი სახლის ყოფილმა მთავარმა სტრატეგმა, დონალდ ტრამპის საპრეზიდენტო კამპანიის ერთ-ერთმა მთავარმა არქიტექტორმა, სტივ ბანონმა განაცხადა, რომ პრეზიდენტ ტრამპის მიერ აშშ-ის ფედერალური საგამოძიებო ბიუროს (F.B.I.) დირექტორის პოსტიდან ჯეიმს კომის გათავისუფლება უდიდესი შეცდომა იყო „თანამედროვე პოლიტიკურ ისტორიაში“.
როგორც „ნიუ იორკ თაიმსი“ წერს, ბანონმა ინტერვიუს წამყვანს, ჩარლი როუზს განუცხადა, რომ კომის თანამდებობიდან დათხოვნა არ მოხდებოდა, იუსტიციის დეპარტამენტის გამოძიება ტრამპის კამპანიისა და რუსეთის არჩევნებში ჩარევის შესაძლო კავშირებზე სპეციალურ პროკურორს, რობერტ მიულერს რომ არ გადასცემოდა.
კომის დათხოვნის თაობაზე ჩივილის მიუხედავად, კვირას გადაცემაში „60 წუთი“, ბანონმა განაცხადა, რომ ის გეგმავდა ყოფილიყო პრეზიდენტის გვერდით „მთელი დარჩენილი დროის განმავლობაში“, რაც ის ოფისში იქნებოდა.
„ჩვენი მიზანია მხარი დავუჭიროთ დონალდ ტრამპს“, განაცხადა მან. „მე ვერ შევებრძოლები მას, როდესაც მე ვარ მრჩეველი პრეზიდენტის, თანამშრომელი ფედერალური მთავრობის“.
ბანონმა თეთრი სახლი 18 აგვისტოს დატოვა და იმავე დღეს დაუბრუნდა თავის ულტრა-მემარჯვენე მედიას Breitbart-ს და პირობა დადო, რომ ტრამპის მხარდაჭერას განაგრძობდა.
მან ორ „რესპუბლიკელ“ სენატორს - წარმომადგენლობითი პალატის სპიკერს, პოლ რაიანს, ვისკონსინის შტატიდან და უმრავლესობის ლიდერს, სენატორ მიჩ მაკკონელს, კენტუკის შტატიდან „2016 წლის არჩევნების ანულირების მცდელობაში“ დასდო ბრალი.
„მათ არ უნდათ, რომ დონალდ ტრამპის პოპულისტური, ნაციონალური ეკონომიკური დღის წესრიგი განხორციელდეს. ეს ისეთივე ცხადია, როგორც ის, რომ დღეს ღამე მოჰყვება“, განაცხადა მან.
იგი „რესპუბლიკურ პარტიაში“ ტრამპის ბოლოდროინდელი ნაბიჯის - იმ პროგრამის დასრულების გამო, რომელიც ასეულობით ათას არალეგალ ახალგაზრდას დეპორტაციისაგან დროებით ათავისუფლებდა, დაპირისპირებას და დაყოფას პროგნოზირებს. პრეზიდენტმა პროგრამის დასრულების ვადად მარტი დაასახელა და მოუწოდა კონგრესში მის თანაპარტიელებს, რომ მხარი დაუჭირონ ინიციატივას. ამ საკითხის გარშემო წინააღმდეგობამ კი შესაძლოა მათი გაყოფა წარმოშვას, რაც ბანონის აზრით, შესაძლებელია მათ 2018 წლის კონგრესის არჩევნებში წარმომადგენლობით პალატაში უმრავლესობის დაკარგვად დაუჯდეთ.
„თუ ეს პროცესები თავისი ლოგიკური დასკვნით დასრულდება, თებერვალ-მარტში რესპუბლიკური პარტიის შიგნით სამოქალაქო ომი იქნება“, განაცხადა ბანონმა.
როდესაც გადაცემის წამყვანმა როუზმა მას ჰკითხა, თუ რამდენად უკავშირდებოდა იმიგრაციის პროგრამისადმი მისი წინააღმდეგობა მის კათოლიკურ რწმენას, ბანონმა ეკლესიის ლიდერების მიზნებზე გააკეთა განცხადება და თქვა, რომ ისინი არალეგალ იმიგრაციაზე არიან დაყრდნობილნი იმისათვის, რომ შეავსონ საეკლესიო მერხები. „ეპისკოპოსები ამის გამო საშინლად სწუხან და თუ იცით რატომ? იმიტომ რომ არ შეუძლიათ გაუმკლავდნენ ეკლესიაში არსებულ პრობლემებს, მათ სჭირდებათ არალეგალი უცხოელები. მათ სჭირდებათ არალეგალი უცხოელები, რომ შეავსონ ეკლესიები“, თქვა მან.
ნიუ იორკის არქიეპისკოპოსმა, კარდინალმა ტიმოთი დოლანმა ბანონის კომენტარებს „აბსურდული და შეურაცხმყოფელი“ უწოდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.