შეერთებული შტატების მიერ რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების გამოცხადების ფონზე, რუსული რუბლი გაუფასურებას განაგრძობს.
დოლარის კურსი 0.8 პუნქტით გამყარდა და ერთი ამერიკული დოლარის ფასი 66.35 რუბლი გახდა. ევროს კურსმა 0.83 პუნქტით იმატა და ერთი ევროს ღირებულება 76.95 რუბლი გახდა. ამ დრომდე, ერთი ამერიკული დოლარის ფასი 66.64 რუბლს, ხოლო ერთი ევრო - 77.27 რუბლს შეადგენდა.
გასულ დღეს სახელმწიფო დეპარტამენტმა მოსკოვის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწსების შესახებ გამოაცხადა, რაც „სოლსბერიში ქიმიური იარაღის გამოყენებას“ უკავშირდება.
სანქციები ორ ეტაპად დაიყო. პირველი, რომელიც ძალაში 15 დღეში შევა, გულისხმობს ელექტრონული მოწყობილოობებითა და ორმაგი მოხმარების პროდუქტებით მომარაგების შეწყვეტას. მეორე ეტაპი ძალაში 90 დღეში შევა, რომელიც გულისხმობს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების შეზღუდვებს, რუსეთის ავიახაზების „აეროფლოტის“ ფრენების შეწყვეტასა და შეერთებული შტატების ექსპორტის თითქმის მთლიან აკრძალვას. ვაშინგტონმა განაცხადა, რომ თუ რუსეთი ქიმიური იარაღის გამოუყენებლობის გარანტიას მისცემს და გაეროს მონიტორინგის სამსახურს უფლებას მისცემს, „ადგილზევე“ დაათვალიეროს და შეამოწმოს გარკვეული ლოკაციები, მაშინ სანქციების მეორე ეტაპს გააუქმებს.
მარტში, რუსეთის ფედერაციის „გრუს“ ყოფილი აგენტი სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი ოლია, ინგლისის ქალაქ სოლსბერიში ქიმიური ნივთიერებით, ე.წ. ნოვიჩოკით მოწამლეს. დიდმა ბრიტანეთმა ხელი მოსკოვისკენ გაიშვირა და ქვეყნიდან რუსი დიპლომატები გააძევა, რასაც დასავლეთის სხვა სახელმწიფოთა მხრიდანაც ანალოგიური ქმედება მოჰყვა და ჯამში 180-ზე მეტი რუსი დიპლომატი იქნა გაძევებული, მათ შორის შეერთებული შტატებიდან 60. საპასუხო სარკისებური ზომები მიიღო მოსკოვმაც.
აღნიშნულ ფაქტთან კავშირს კი რუსეთი კატეგორიულად უარყოფს. მაისში, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ სკრიპალების საქმეში რუსეთის კავშირის დამადასტურებელი სამხილები არ არსებობდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.