მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული მიმართულების ხელმძღვანელი სოზარ სუბარი აცხადებს, რომ პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებებიდან ზოგიერთი მისაღებია მმართველი გუნდისთვის, ზოგ განცხადებაზე კი შესაძლებელია სხვა პოზიცია ჰქონდეთ.
„თვის ბოლომდე იქნება პოზიცია გამოხატული. რაც შეეხება, სალომე ზურაბიშვილის განცხადებებს, მისი ზოგიერთი განცხადება მისაღებია, ზოგიერთ განცხადებაზე შეიძლება, ჩვენ განსხვავებული ხედვა გვქონდეს, თითოეული განცხადების დონეზე ნამდვილად ვერ ჩავალ“, განაცხადა სოზარ სუბარმა.
სალომე ზურაბიშვილს იმედი აქვს, რომ „ქართული ოცნება“ მხარს დაუჭერს, მაგრამ მმართველი გუნდის წევრები ჯერ არც ადასტურებენ და არც უარყოფენ, რომ ზურაბიშვილს მხარს დაუჭერენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.