„გავაჟღერებ ყველა გვარს, ყველა სახელს, რაც არ უნდა საშიში იყოს“ - ზაზა ოქუაშვილი „ომეგა ჯგუფის“ და „იბერიას“ გარშემო განვითარებულ მოვლენებზე საუბრობს
20-09-2018, 21:55

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ომეგა ჯგუფის” დამფუძნებელი, ზაზა ოქუაშვილი სკანდალურ აუდიოჩანაწერებსა და ხელისუფლების მხრიდან მომდინარე ზეწოლასთან დაკავშირებით პირველ ვრცელ განცხადებას ტელეკომპანია „იბერიას“ გადაცემაში „თავისუფალი სივრცე“ აკეთებს.

 

 

ოქუაშვილის თქმით, სახელმწიფოს მხრიდან ბიზნესზე ზეწოლა საკმაოდ დიდი ხანია მიმდინარეობს და „ომეგა ჯგუფი“ ერთადერთი ბიზნესი არ არის, რომელიც სახელმწიფო რეკეტის მსხვერპლია.

 

 

„ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელი ამბობს, რომ ფარულ აუდიოჩანაწერში მოქმედი სუბიექტები, მათ შორის, სპორტის ყოფილი მინისტრი, ლევან ყიფიანი გაცილებით მეტს ისაუბრებს, თუ სამართალდამცავი ორგანოების ნება იქნება.

 

 

„ჩვენ გვაქვს ახლა „ომეგა ჯგუფზე“ გამოძალვა, რეკეტი, ფულის გათეთრება, არ ვიცი, რა ჩამოვთვალო და ახლაც ვსაუბრობთ გახსნილად. მთავარია, რომ ამ გახსნილ საუბარს ჰქონდეს როდესღაც შედეგი. შედეგი ის, რომ შეჩერდეს საქართველოში კრიმინალური მოღვაწეობა მთავრობის მხრიდან. აუცილებლად მე დავასახელებ უმაღლეს პირებს, ვინც არის და ხელმძღვანელობს ამას ყველაფერს და განაგებს. გავაჟღერებ ყველა გვარს, ყველა სახელს, რაც არ უნდა საშიში იყოს.

 

 

ყიფიანმა და სხვა მოქმედმა კრიმინალურმა წევრმა, შეიძლება ბევრი რამ თქვას და თუ კანონი იმოქმედებს, უფრო ბევრს იტყვიან უკვე, როცა მაგენი იქნებიან აყვანილები. აბსურდია ახლა ჟურნალისტმა მითხრას ტელევიზია დათმე და გავცვალოთ. გვაქვს საქმე „ოცნების“ დამფუძნებელთან აგრეთვე და ეს ჯაჭვი არსებობს, ეს ჯაჭვი გრძელდება, ამას ნელ-ნელა ვიგებთ და გვაქს საქმე რეალურ კანონდარღვევებთან და თუ ჩვენ ყველა აბსურდზე ვიმსჯელეთ, მთავარი გვრჩება - ეს ხალხი დღესაც ყვლეფს სახელმწიფოს, ანადგურებს ბიზნესებს, ისაკუთრებს ბიზნესებს.

 

 

ყველა მინისტრს აქვს და ჰქონდა თავისი ლიმიტი, რომელიც განსაზღვრულია 200-300 ათას დოლარში, როდესაც არის მილიონებზე საუბარი, იმის იქით უკვე სხვა ჯგუფია, თუნდაც, ჯგუფი, რომელიც შეიძლება ხელმძღვანელობდეს მთავრობას, მაგრამ არ იყოს პირდაპირ მთავრობა.

 

 

რომელი საღად, ნორმალურად მოაზროვნე ბიზნესმენი გაგიგიათ, რომ მიდიოდეს სადმე შეკრებაზე, აძლევდეს მისი კუთვნილი 100 პროცენტიდან 75 პროცენტს ან კიდევ სად გინახავთ, რომ ორი კომპანია ინაწილებდეს 25-25 პროცენტს, სად ვართ ჩვენ, სოციალიზმში ვართ? ეს ხომ სოციალისტური კრიმინალური განაწილებაა მხოლოდ. რა უნდა გაერთიანდეს, როგორ უნდა გაერთიანდეს, 50 პროცენტი პარტიას, ე.წ. ფონდს. მითხრეს და ყველამ მოვისმინეთ“, განაცხადა ზაზა ოქუაშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი