ჩვენ არ დავფიქრებულვართ პარლამენტში შესვლაზე. შესვლა არ განიხილება. დაწერილი გვაქვს მანდატის გაუქმებაზე განცხადება და ეს განცხადება ძალაშია დღესაც, – განაცხადა „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარემ, ხათუნა სამნიძემ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, იმამურა აკირას შეხვდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ირაკლი ღარიბაშვილმა იაპონელ დიპლომატს ელჩად დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა.
1840-იანი წლების და „ცოტა“ ადრინდელ ტფილისში, ქალის მშობიარობის დაწყებისას ქმარი მაშინვე, შუაღამეც რომ ყოფილიყო და ავდარიც, შიკრიკს აგზავნიდა ნათესავებში. კარის ბრახუნზე „ვინ არისო?“ შიკრიკი პასუხობდა: „ქალბატონს მუცელი სტკივა“ და მაშინვე გასწევდა სხვასთან, ამ ამბის გამგები ოჯახი კი დაუყოვნებლივ მშობიარეს სახლისკენ გასწევდა, სადაც მთელი ქალაქიდან გროვდებოდა ნათესავ-მეგობრები.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, კელი დეგნანთან შეხვედრა გამართა.
თბილისში, წერეთლის გამზირისა და სავაჭრო ცენტრ „მეგალაინის“ მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (10 თებერვალი, 2021) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0049 პუნქტით გამყარდა.
ქალაქ ხობში, შპს „სისხლის გადასხმის საქალაქო სადგურის“ (სისხლის ბანკი) და ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით სისხლის უანგარო დონორთა აქცია - „გაიღე სისხლი გაუზიარე სიცოცხლე“ გაიმართა.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინიციატივით, თავდაცვის ძალებში სპეცტექნიკით ავტოპარკის განახლება აქტიურად მიმდინარეობს. თავდაცვის უწყებამ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გაცხადებული ნატოს სტანდარტების, ახალი ტექნიკის შესყიდვის პროგრამის ფარგლებში, 300 ერთეულზე მეტი სპეციალური საავტომობილო ტექნიკა, მათ შორის IVECO-ს ტიპის საწვავმზიდები, მაღალი გამავლობის IVECO-ს და MAN-ის ტიპის სატვირთო ავტომობილები შეისყიდა.
„სსიპ „სოციალური მომსახურების სააგენტოს“ სახელმწიფო გასაცემლების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა საქალაქო ცენტრების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს, სადაც მხარეებმა 2021 წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედებული „ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულებების ანაზღაურების წესი“ დეტალურად განიხილეს.
თბილისში, წერეთლის გამზირისა და „მეგალიანის“ მიმდებარედ ძლიერი აფეთქების ხმა გაისმა, რის შემდეგაც ტერიტორიაზე დაკვამლიანება შეინიშნება. ამის შესახებ GUARDIAN.GE-ის თვითმხილველმა აცნობა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.