საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მმართველ გუნდსა და ოპოზიციას მიმართავს. სალომე ზურაბიშვილმა განცხადება გააკეთა.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი საქართველოში ინდოეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს (რეზიდენციით ქ. ერევანი) კ. დ. დევალს (K. D. Dewal) შეხვდა.
დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების დღე წეროვანში, საქართველოს ეროვნული გმირის, მარო მაყაშვილის სახელობის სამხედრო მოსამსახურეთა სარეაბილიტაციო ცენტრში საზეიმოდ აღინიშნა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, პირველ ვიცე-პრემიერთან, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილთან, იმერეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულ ზვიად შალამბერიძესა და მაჟორიტარ დეპუტატ პაატა კვიჟინაძესთან ერთად, რიკოთის საუღელტეხილო გზის სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, იმერეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულ ზვიად შალამბერიძესთან ერთად, წყალტუბოში, სასტუმრო „პრომეთეს ბაღების" სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა.
თბილისის მერი კახა კალაძე, ვიცე-მერ ირაკლი ხმალაძესთან და მოადგილე ანდრია ბასილაიასთან ერთად, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ახლადარჩეულ პრეზიდენტს, ოდილ რენო ბასოს ესაუბრა. ონლაინ რეჟიმში გამართულ, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ყურადღება ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ფინანსური მხარდაჭერით განხორციელებულ პროექტებზე გამახვილდა.
დევნილთა სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა იძულებით გადაადგილებულ პირებს შემოსავლის წყაროს გაჩენისა და დასაქმების ხელშეწყობის მიზნით ტექნიკა-დანადგარები და ხელსაწყოები გადასცა.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს საესტრადო მომღერლისა და მსახიობის, ანსამბლ „ივერიას“ წევრის, თემურ წიკლაურის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს მის ოჯახს, ახლობლებსა და კოლეგებს.
75 წლის ასაკში საესტრადო მომღერალი და მსახიობი, ანსამბლ „ივერიას“ წევრი, თემურ წიკლაური გარდაიცვალა.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (პირველი თებერვალი, 2021) ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0022 პუნქტით გაუფასურდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.