კორონავირუსზე ტესტირებაში ტაქსის მძღოლები, რელიგიური კონფესიების წარმომადგენლები და საკოლმეურნეო ბაზრობებზე დასაქმებულები ჩაერთვებიან, – განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციასა და ნატოს მრავალეროვნული სამხედრო პოლიციის ბატალიონს (MNMPBAT) შორის პარტნიორობის შეთანხმება გაფორმდა. საქართველოს მხრიდან დოკუმენტს ხელი სამხედრო პოლიციის უფროსმა, თავდაცვის პოლკოვნიკმა გიორგი ბუბუნაურმა, ნატოს მხრიდან კი, ნატოს სამხედრო პოლიციის მრავალეროვნულ ბატალიონში შემავალი ქვეყნების: პოლონეთის, ხორვატიის, ჩეხეთისა და სლოვაკეთის სამხედრო პოლიციის უფროსებმა მოაწერეს.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარება შედარებით სტაბილურდება, მაგრამ, მისივე თქმით, მიუხედავად ინფიცირების შემთხვევების კლების ტენდენციისა, ეს დამშვიდების საფუძველს არ იძლევა და რეგულაციების დაცვა კვლავაც აუცილებელია.
რეგიონებისთვის განკუთვნილი 175 ახალი, EURO 5-ის სტანდარტების ავტობუსიდან 36 ავტობუსი ქუთაისს უკვე გადაეცა, ჯამში ქუთაისი 60 ავტობუსს მიიღებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების აღკვეთისა და პრევენციის მიზნით, სამართალდარღვევის ყველა ფაქტზე ოპერატიულად რეაგირებენ.
საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსით ინფიცირების 538 ახალი შემთხვევიდან თბილისში დადასტურდა 257 შემთხვევა, აჭარაში – 68, იმერეთში – 55.
საქართველოში – აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გამოკლებით – ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 538 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს.
აშშ-ის 2021 წლის ფისკალური წლის ბიუჯეტი, რომელსაც პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი დღეს მოაწერა, საქართველოსთვის 132 025 000 დოლარის დახმარებას ითვალისწინებს.
„ნაციონალური მოძრაობის“ დღევანდელ ყრილობაზე ნიკა მელია პარტიის თავმჯდომარედ ერთხმად აირჩიეს. მან ყრილობის მონაწილეებს მადლობა გადაუხადა და სიტყვით მიმართვისას თქვა, რომ ის, რაც 2012 წელს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შეძლო - ხელისუფლების მშვიდობიანად გადაბარება - „არ და ვერ შეძლო ძალაუფლებას დახარბებულმა და ჩაბღაუჭებულმა „ქართულმა ოცნებამ“ და სულ ახლახან არჩევნების გაყალბების გზით მიიტაცა ხელისუფლება“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.